ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
ავიატორი - ქართული პოკერის ასაფრენი ბილიკი
ავტორი
ნიკა ესებუა

წლების განმავლობაში ქართველი მოთამაშეების მთავარი გულისტკივილი ქვეყანაში ცოცხალი პოკერის არარსებობა იყო. WSOP Circuit-ის ღონისძიებები adjarabet.com-ის სატელიტების გამარჯვებულების უმეტესობისთვის ოფლაინპოკერის პირველი გამოცდილება იყო. ხშირად, სწორედ გამოუცდელობა, ცოცხალ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან ადაპტაციაში დაკარგული დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს და უამრავი თელზი, რომელიც რეალურ სამყაროში პოკერის თამაშს ახასიათებს, ჩვენი მოთამაშეების წარუმატებლობის მიზეზი ხდებოდა. თბილისში პოკერრუმ „ავიატორის” გახსნით კი ყველა პირობა შეიქმნა საიმისოდ, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს.

„ავიატორი” ქეშ-თამაშის მოყვარულებს სხვადასხვა ლიმიტზე ყოველდღიურად სათამაშო სივრცეს სთავაზობს, სადაც არა მარტო ჰოლდემიასევე ცნობილია, როგორც ტეხასური ჰოლდ'ემი. როცა მოთამაშეები თამაშობენ ორი ხელის და ხუთი საერთო კარტითს, არამედ ომაჰაპოკერის ცნობილი სახეობა, სადაც თამაში 4 ხელის კარტითა და ხუთი საერთო კარტით მიმდინარეობსს მოყვარულებსაც შეუძლიათ ცოცხალ თამაშში თავის გამოცდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოკერრუმმა საქართველოში ცოცხალი სატურნირო პოკერი გააცოცხლა და უკვე ერთ ღონისძიებას უმასპინძლა.

„პოკერრუმ „ავიატორის” გახსნაპირველი ბეტის გაკეთება დიდი ხელშეწყობაა მოთამაშეებისთვის, რომ ოფლაინპოკერში მოახდინონ რეალიზება. მოთამაშეები 2D ფორმატიდან რეალურ ურთიერთობაზე გადაერთვებიან”, – განაცხადა ტურნირის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქართველმა პოკერის ვარსკვლავმა პაატა _newsoft_ ხმალაძემ.

ტურნირის გარანტირებული საპრიზო ფონდი 20 000 ლარი იყო, მოთამაშეების ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებადდან შემოსული თანხაც მთლიანად საპრიზოს დაემატა. პოკერრუმში სულ ექვსი მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსა და ორ სათამაშო დღეზე გათვლილი ღონისძიება მოთამაშეების ლიმიტიბეტის მინიმალური ან მაქსიმალური რაოდენობარებულ რაოდენობას დაიტევდა. 120-კაციანი ტურნირის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 200 ლარს შეადგენდა და, სიმართლე ითქვას, ღონისძიების დაწყებამდე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, არ მეგონა, თუ ტურნირზე ადგილები დაწყებამდე შეივსებოდა. სასიამოვნოდ გავოცდი, როდესაც „ავიატორის” პირველი ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე 120 ადგილი მთლიანად გაიყიდა. პირველ სათამაშო დღეს კი ტურნირის ორგანიზატორებმა მომლოდინეთა სია გააკეთეს. ღონისძიებას ნადრევად გამოთიშული მონაწილეების ადგილს აქ ჩაწერილი მსურველები იკავებდნენ. საბოლოოდ 144 მონაწილე დარეგისტრირდა, მომლოდინეთა სიაში მყოფმა 20-ზე მეტმა ადამიანმა სათამაშოდ დაჯდომა ვერ მოახერხა. რომ არა პოკერრუმში მაგიდების სიმცირე, ტურნირზე დარეგისტრირებულთა რიცხვი 200-ს თავისუფლად მიაღწევდა.

 

 

„ავიატორის” ტურნირი ფრიზაუთ ტიპის, ტურბოტურნირის ტიპი, სადაც ბლაინდები სტანდარტულზე ბევრად სწრაფად იზრდება ღონისძიება იყო. მონაწილეებს შორის ახალი სახეები, CardPlayer საქართველოს გათამაშების გამარჯვებულები, მოყვარული მოთამაშეები და ქართული პოკერის ვარსკვლავები მრავლად იყვნენ.

„ავიატორის” გახსნაპირველი ბეტის გაკეთება ქართული პოკერის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. თუ ეს პოკერრუმი იქნება მოწოდების სიმაღლეზე, იქნება სამართლიანი გარემო, ვფიქრობ, ამ ადგილს აქვს პერსპექტივა, გახდეს რეგიონული მასშტაბის რუმი”, – განაცხადა ქეშ-თამაშების სპეციალისტმა გიგა ლიკლიკაძემ, რომელიც ტურნირის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა საპრიზო ადგილზე გასვლა ვერ მოახერხა.

საბოლოოდ, 47 800-ლარიანი საპრიზო ფონდი 18 მოთამაშეზე განაწილდა. მე-19 ადგილზე სანდრო პატაშური გავიდა, თუმცა არც ტურნირის ბაბლ-ბოი დარჩა საჩუქრის გარეშე. პატაშურმა adjarabet.com-ისგან ყოველკვირეული 110-ლარიანი ტურნირის ბილეთები (ერთი თვის) მიიღო.

ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე ერთმანეთისგან განსხვავებული სათამაშო სტილისა თუ გამოცდილების მქონე მოთამაშეები მოხვდნენ – თბილისში ჩატარებული MPN-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ლევან ხურციძე, WSOPC Rozvadov-ის მონაწილე რონალდ ბერიძე, ქართველი პოკერის ვარსკვლავი სანდრო აპრიანი, პროფესიონალი ქალი მოთამაშე მაცი ხომასურიძე, WSOPC Tbilisi-ს მთავარი ღონისძიების ფინალური მაგიდის მონაწილე ნიკა კაკოიშვილი, ონლაინპოკერის რეგულარი გიორგი ბარნოვი, ასევე გურამ ბარბაქაძე, თემო ბუცხრიკიძე, აკაკი ხორავა და თორნიკე მარტაშვილი პირველობისა და 11 800 ლარისთვის იბრძოდნენ.

ფინალური მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობს ლევან ხურციძის დომინაციით დაიწყო, დასკვნითი ეტაპის მონაწილეების უდიდესი ნაწილი სწორედ გამოცდილმა ქართველმა მოთამაშემ იმსხვერპლა და ფინალური ჰედზაპითამაში ერთი-ერთზეს წინ ჩიპების უდიდეს ნაწილსაც აკონტროლებდა. ხურციძის მეტოქე ნიკა კაკოიშვილი გახდა. ორთაბრძოლა გარდამავალი უპირატესობით ორი ეტაპის განმავლობაში მიმდინარეობდა. კაკოიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფინალური ჰედზაპითამაში ერთი-ერთზე ფაქტობრივად უშეცდომოდ ჩაატარა. ჯერ შორტ-სტეკობიდან გაორმაგება მოახერხა, შემდეგ კი ოპონენტს მეთოდურად ართმევდა ჩიპებს. საბოლოოდ კი, 2♠3♠7 ფლოპზე კაკოიშვილი ხელის რვიანებით ოლინს გამოვიდა. ხურციძემ 67♠-ით დაქოლა. თერნსა და რივერზე არაფერი შეიცვალა და კაკოიშვილმა 11 800, ხოლო ხურციძემ 8 700 ლარი მოიგო.

„მოგებამდე განვლილი გზა დაძაბული გამოდგა. რამდენჯერმე ძალიან ახლოს ვიყავი გავარდნასთან, მაგრამ მოვახერხე თავის ხელში აყვანა და ტურნირი კარგად წარვმართე. უფრო დიდი თანხაც მომიგია კარიერაში, თუმცა „ავიატორის” სადებიუტო ტურნირზე პირველი ადგილის დაკავება ძალიან სასიამოვნოა”, – აღნიშნა კაკოიშვილმა.

„ავიატორში” ცოცხალი ტურნირების სერია სულ მალე Adjarabet Poker Championship-ით გაგრძელდება. APC-ის გარანტირებული საპრიზო ფონდი 100 000 ლარია. მონაწილეები თამაშს ონლაინ დაიწყებენ, ფინალური მაგიდის მონაწილეები კი „ავიატორში” გადაინაცვლებენ და საუკეთესოს ვინაობა ცოცხალ თამაშში გაირკვევა. ამასთან ერთად, გამარჯვებული adjarabet.com-ის Team Pro-ს (პროფესიონალთა გუნდი) პირველი წევრი გახდება. ეს კი დამატებით საჩუქრებს ნიშნავს. Team Pro-ს წევრი მოთამაშე WSOP Circuit-ის ღონისძიებებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფასოდ გაემგზავრება, პოკერის მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან უდიდესი რეიქბექი ჩაერთვება და adjarabet.com-ის ონლაინტურნირების ბილეთებს მიიღებს.

ცოცხალი პოკერი საქართველოში სრული სიმძლავრით ბრუნდება, პოკერრუმი „ავიატორი” და adjarabet.com მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს გვპირდება, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა, რომელსაც მომავალში გიამბობთ. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში