ავტორიზაცია
ქარ

ავსტრალიაში ონლაინპოკერი აიკრძალა

ავსტრალიაში ლოკალური მოთამაშეებისა და ოპერატორების პროტესტის მიუხედავად, სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ონლაინსივრცეში აზარტულ თამაშებს, მათ შორის - პოკერს.

ახალი კანონის მიხედვით, 30 დღის განმავლობაში ავსტრალიის ყველა ონლაინკაზინოს და პოკერრუმს ლიცენზია შეუჩერდება. კანონს ახლავს ჩასწორება, რომლის მიხედვით ამ სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიამ ხელახალი ლიცენზირება უნდა გაიაროს, თუმცა ავსტრალიური ხელისუფლების მხრიდან ონლაინოპერატორებისთვის ჯერ არანაირი ნორმატიული ბაზები  არ შექმნილა.

მსხვილმა უცხოურმა ოპერატორებმა - PokerStars, 888poker, 32red და Gaming Innovation ქვეყანა კანონის მიღებამდე დატოვეს.

„სისულელეა. თუ პოკერის თამაში მოგინდა, უამრავი კაზინო და ოფლაინტურნირი არსებობს, ონლაინ კი ვერ თამაშობ, და ეს ხდება იმ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს, როდესაც მთელ მსოფლიოში ინტერნეტგემბლინგი სწრაფი ტემპებით ვითარდება. მოთამაშეებს ვირტუალურ ქსელებში სათამაშოდ არალეგალური გზების ძებნა მოუწევთ“, - განაცხადა კანონპროექტის აქტიურმა მოწინააღმდეგემ, სენატორმა დევიდ ლეონჰეილმა.