ავტორიზაცია
ჯო, 66 წლის პენსიონერი ავსტრალიიდან

ავსტრალიელი პენსიონერის უცნაური თავგადასავალი

ავსტრალიის მკვიდრმა თავისი საპენსიო ფონდი თაღლითებთან წააგო.

66 წლის პენსიონერი, სახელად ჯო, ავსტრალიის ქალაქ პერტიდან რეგულარულად სტუმრობდა ბალის. ერთ-ერთი სტუმრობისას მან სავაჭრო ცენტრში ახალგაზრდა გოგონა გაიცნო. რამდენიმე პაემნის შემდეგ გოგონამ ჯო თავისი ოჯახის წევრების გაცნობაზე დაიყოლია. სახლში მისვლისას მას "ოჯახის წევრები" სათამაშო მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან დახვდნენ, მათი თქმით, ისინი პოკერს თამაშობდნენ და პენსიონერს თამაშში ჩართვა შესთავაზეს. ჯომ პოკერის თამაში არ იცოდა, თუმცა მოთამაშეებმა დაარწმუნეს, რომ ამ უმარტივეს თამაშს ძალიან სწრაფად აუღებდა ალღოს. 

თამაში $200 ლიმიტიბეტის მინიმალური ან მაქსიმალური რაოდენობათ დაიწყო, რამდენიმე ათასის წაგების შემდეგ სახლში ფულით სავსე ჩემოდნიანი მამაკაცი მოვიდა. "ოჯახის წევრებმა" ავსტრალიელი დაარწმუნეს, რომ ეს ადგილობრივი მდიდარი ბიზნესმენი იყო, რომელმაც თამაში კარგად არ იცოდა და ჯო მას ადვილად მოუგებდა დიდ ფულს. ხანმოკლე პერიოდის შემდეგ სათამაშო ლიმიტიბეტის მინიმალური ან მაქსიმალური რაოდენობა $50 000-ზე ავიდა, პენსიონერს ამდენი ფული თან არ ჰქონდა, მაგრამ მეგობარი გოგონას ახლობლები გულკეთილი ადამიანები აღმოჩნდნენ და ჯოს ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვს მისცეს. 

საბოლოოდ ჯომ მთელი თავისი საპენსიო ფონდი, $200 000, წააგო. თანხა მისმა ახალმა მეგობრებმა გადაიხადეს, პენსიონერი კი უახლოესი რეისით მშობლიურ ავსტრალიაში გადაფრინდა, თანხა მოხსნა, ბალიში დაბრუნდა და უდარდელი სიბერისთვის გადადებული ფული თაღლითებს საკუთარი ხელით ჩააბარა. როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე დღეს ჯომ ვერც მეგობარი გოგონა და ვერც მისი ე.წ. ნათესავები ვერ იპოვა.

"თხუთმეტი წლიდან ვმუშაობ და ახლა წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო. ამდენი წლის დანაზოგი 5 წუთში დავკარგე. ჩემს სისულელეზე ბრაზი მომდის, ვერ ვიჯერებ, რომ ასე მარტივად გავხდი თაღლითობის მსხვერპლი", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში გაწბილებულმა პენსიონერმა.