ავტორიზაცია
ანდერსონ აირლანდი

ანდერსონ აირლანდმა ოქროს სამაჯური მოიგო

ლას-ვეგასში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებათა სერია World Series of Poker გრძელდება. რიგით 67-ე ტურნირის გამარჯვებული ამერიკელი ანდერსონ აირლენდი გახდა. პირველი ადგილისთვის მან ოქროს სამაჯური და $141 161 მიიღო.

Pot-Limit Omahaპოკერის ცნობილი სახეობა, სადაც თამაში 4 ხელის კარტითა და ხუთი საერთო კარტით მიმდინარეობს Bountyჯილდო ზოგ ტურნირში, რომელსაც მოთამაშე სხვა მოთამაშის თამაშიდან გაგდებისთვის იღებს ტურნირზე, რომლის ბაი-ინი $1500-ს შეადგენდა, 833 ადამიანი დარეგისტრირდა. მათ შორის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც ერიკ ბოლდუინი, ნიპუნ ჯავა, რობერტ მიზრაჰი და დომინიკ ნიცშე არიან.

ფინალურ ჰედზაპში აირლანდმა ამერიკელი ოქროს სამაჯურის მფლობელი მეთ ო'დონელი დაამარცხა. მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან $87 198 შეხვდა.

აირლენდი რეკრეაციული მოთამაშეა, მისთვის ეს პირველი ცოცხალი ტურნირია.