ავტორიზაცია
სუ­ლე­ლუ­რი შეც­დო­მე­ბი
ანტონ ვიგი
ამ რუბრიკაში Card Player-ი პოკერის პროფესიონალებს სთხოვს, გაიხსენონ წარსული და მოგვითხრონ თავიანთი შეცდომებისა და ხარვეზების შესახებ, რომელთა გამოსწორებაც მოუხდათ, რათა თამაში გაეუმჯობესებინათ.
ავტორი
ხულიო როდროგესი

შვედმა პროფესიონალმა მოთამაშემ ანტონ ვიგმა პოკერის თამაში ფეხბურთის გუნდში, თანაგუნდელებთან ერთად დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე ფრიროლზე დარეგისტრირდა, მოგებულ ფულს კი ფასიან ონლაინთამაშებში იყენებდა. თანდათან პოკერის ტურნირებსა და ქეშ-გეიმებში გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია და თავისი ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვსთ ცოცხალ თამაშებშიც ჩაერთო.

2010 წელს მან პირველი ადგილი დაიკავა 423 მონაწილეს შორის WPT Copenhagen-ის მთავარ ღონისძიებაში, რისთვისაც მოზრდილი ჯილდო, $670713 ერგო. ამას მოჰყვა რამდენიმე გამარჯვება EPT-ის თანმდევ ტურნირებში და შარშანდელი გამარჯვება WSOP Circuit-ის ტურნირ Seminole Hard Rockპასიური, ფრთხილი მოთამაშე, რომელიც ძალიან ცოტა ხელს თამაშობს და გათამაშებაში მხოლოდ ძალიან ძლიერი კარტით შედის-ში და დამსახურებული $111719. სულ ცოტა ხნის წინ ანტონი მეშვიდე იყო $5000-იანი Card Player Poker Tour Venetian-ის მთავარ ღონისძიებაში, რისთვისაც $78426-ით დაჯილდოვდა. დღეისთვის მას ცოცხალ ტურნირებში სულ მოგებული აქვს თითქმის $2,4 მილიონი.

დღეს ვიგი მოგვითხრობს ფსიქოლოგიურ შეცდომაზე, რომელიც 2012 წლის WSOP-ის მთავარ ღონისძიებაში დაუშვა.

 

რამდენიმე წლის წინ WSOP-ის მთავარ ტურნირში ვთამაშობდი. 2012 წელი იყო. ტურნირს საკმაოდ დიდხანს შემოვრჩი. სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა საწყისი 30000-დან 1 მილიონამდე გავზარდე. ჩემ წინ ჩიპების დიდი მთა იდგა.

რაღაც მომენტში საკუთარმა ეგომ მძლია და მეტისმეტად ბევრი ხელის თამაში დავიწყე. სამმა დღემ შედარებით მსუბუქად ჩაიარა და ველოდი, რომ მეოთხე დღესაც ყველაფერი ასევე იქნებოდა. საბოლოოდ, ვეღარ გავძელი, ავფეთქდი და ტურნირიდან გამოვვარდი.

დაღლილობა დამეუფლა და გადაწყვეტილებების მიღებისას გონებას მაინცდამაინც აღარ ვატანდი. როცა დაღლილი ხარ, ზოგჯერ გგონია, რომ მეტოქეს ჭკუით მოუგებ. ერთ გათამაშებაში, ადრეულ პოზიციამოთამაშის პოზიცია დილერთან მიმართებით, რომელიც თამაშის სტრატეგიის განმსაზღვრელიცააში მყოფი მოთამაშის რეიზიფსონის გაზრდა დავქოლე პატარა ბლაინდისავალდებულო ფსონები, რომლებსაც იხდის დილერის მარცხნივ მჯდომი ორი მოთამაშე კარტის დარიგებამდედან ერთმასტიანი 6-8-ით და მოულოდნელად ძალიან დიდი ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეების გათამაშებაში აღმოვჩნდი, ძალიან სუსტი კარტით.

 

პოკერში ასე ხდება – საკუთარი შეცდომებით უნდა ისწავლო. თუ შენი თავის წინაშე მართალი არ იქნები, თამაშს ვერ გააუმჯობესებ. იმ დღეს მივხვდი, რომ საკუთარ ფსიქოლოგიურ განწყობაზე უნდა მემუშავა, რათა ხანგრძლივი ტურნირების დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს მაქსიმუმი გამეკეთებინა. მას შემდეგ დავიწყე მედიტირება, რაც ნამდვილად მეხმარება იმაში, რომ მსგავს სიტუაციებში უკან დავიხიო და მხოლოდ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაზე ვფოკუსირდე. ♠

 

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში