ავტორიზაცია
შიდა სტრეიტი წესების მასწავლებელი
არასპორტული საქციელი კარგ თამაშს აფუჭებს
ავტორი
Card Player

ჩვენი პატივისცემა ტომი ანჯელოს

პოკერის მოთამაშემ და მწვრთნელმა, პოკერისადმი მიძღვნილი არაერთი წიგნის ავტორმა კვლავ მიიქცია ჩვენი ყურადღება ახალი წიგნით „უმტკივნეულო პოკერი” (Painless Poker), სადაც კიდევ ერთხელ, ახლებურადაა აღწერილი მისი სამწვრთნელო მიდგომა და მოცემულია სასარგებლო რჩევები ტილტიემოციური აშლილობა, რომელსაც მოთამაშე არასწორ გადაწყვეტილებებამდე მიჰყავსსადმი მიდრეკილი მოთამაშეებისთვის (ესე იგი, პრაქტიკულად ყველა ჩვენგანისთვის). წიგნი სავსეა ბრძნული აზრებით და აი, ერთ-ერთი მათგანი:

„თამაშები იცვლება, ფსონების სტილები იცვლება, სათამაშო დარბაზები იცვლება, წესები იცვლება. როგორც ჩანს, ერთ დღესაც ქვეყნის პრეზიდენტი მეტ სავიჯი გახდება, ტურნირის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად კი გადასახადის გადახდას დაექვემდებარება. ერთი რამ, რაც ჩემზე ორჯერ ახალგაზრდა მოსწავლეებთან მუშაობამ მასწავლა, ისაა, რომ თამაშის ამ მუდმივი ცვლილებების მიუხედავად, ტკივილი იგივე რჩება”.

სწორედ ტკივილს შეეხება ამ თვის პირველი კითხვაც:

 

არასპორტული საქციელი კარგ თამაშს აფუჭებს

ძვირფასო წესების მასწავლებელო,

გათამაშებაში ვარ ერთ მოთამაშესთან, რომელიც, ამავე დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს, დილერიცაა. ის ძალიან ემოციურია და წუწუნებს ყოველ ჯერზე, როცა კი ვინმე მოუგებს. ულიმიტოწესი, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს შეუძლია ბეტი გააკეთოს ნებისმიერი რაოდენობის ან ყველა ჩიპით ჰოლდემს ვთამაშობთ და მე ფლოპზე ვალეტების სეტს ვაწყობ. ვაკეთებ მცირე გაგრძელების ბეტს. ხაფანგი იკეტება და მეტოქე ტუზების წყვილიერთი რანგის ორი კარტით ოლინს შემოდის. თერნზე მაგიდის კარტი წყვილდება, ოპონენტი რივერიბოლო კარტი, რომელიც მაგიდაზე იხსნებას წინ მესამე ტუზს უხმობს ხმამაღლა, რასაც, საბოლოოდ, იღებს კიდეც, და ჩემს სეტს ამარცხებს.

ცხადია, მეტოქე თავისი ორი აუტიდან ერთ-ერთის მოსვლას ელოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ამას ხმამაღლა აცხადებდა, შემდეგ მიიღო კიდეც სასურველი კარტი და, ჩემი მხრიდან უკეთესი თამაშის მიუხედავად, მაინც დამამარცხა. ძალიან გავბრაზდი და ეს ვუთხარი კიდეც: „გილოცავთ, კარგად ითამაშეთ, მაგრამ არასპორტულად მოიქეცით”. მან მაშინვე კაზინოს მოხელე იხმო, ამ უკანასკნელმა კი მისი მხარე დაიკავა და თქვა, რომ მის საქციელში არასპორტული არაფერი ყოფილა, რადგან ასეთი რამეები ყოველთვის ხდება. მე კი მაინც ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. თქვენ რას იტყვით?

                                                                        უსახელო მოთამაშე

 

ძვირფასო უსახელო მოთამაშევ,

თუ გნებავთ, წესების მასწავლებელი მიწოდეთ, თუ გნებავთ – დოქტორი ფროიდი, მაგრამ ამ შემთხვევაში წესების მასწავლებელი დოქტორ ფროიდის მანტიას მოისხამს და ისე გიპასუხებთ:

სინამდვილეში, თქვენ ოპონენტის ქცევა კი არ გაბრაზებთ, არამედ ის, რომ ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეები წააგეთ. ასე რომ, თავს იტყუებთ, როცა თქვენს ემოციას მეტოქის ქცევას უკავშირებთ.

შეხედეთ ამ სიტუაციას სხვანაირად. ნახეთ, რამდენი კარგი რამ მოხდა აქ თქვენთვის. ჯერ იყო და, ვალეტების წყვილიერთი რანგის ორი კარტი დაგირიგდათ (გაგიმართლათ!). შემდეგ ამ წყვილიერთი რანგის ორი კარტით მოახერხეთ და ფლოპამდე მიაღწიეთ – მშვენიერი შესაძლებლობაა თქვენთვის (აქაც გაგიმართლათ!). ფლოპზე მესამე ვალეტი მოგივიდათ მეტოქის ორი ტუზის წინააღმდეგ – ეს ხომ ლამის ყველაზე კარგი რამაა, რაც შეიძლება პოკერში მოხდეს (ეს უკვე საოცარი გამართლებაა!). თუ ჯერ კიდევ კარგად ვერ ხვდებით, რას გეუბნებათ წესების მასწავლებელი, დაფიქრდით, როგორ გაგიმართლათ: პრეფლოპზე ძალიან უკან იყავით და თქვენი კარტის ეკვიტიკონკრეტულ გათამაშებაში არსებული მოლოდინი, გამოთვლილი ბანკში არსებული ფულისა და მოთამაშის მოგების ალბათობის გამრავლებით. მაგალითად, თუ თქვენი მოგების შანსია 40% და ბაკში დევს $10, თქვენი ეკვიტი არის $4 20%-ზე ნაკლები იყო. შემდეგ უცბად დაწინაურდით და თქვენმა ეკვიტიკონკრეტულ გათამაშებაში არსებული მოლოდინი, გამოთვლილი ბანკში არსებული ფულისა და მოთამაშის მოგების ალბათობის გამრავლებით. მაგალითად, თუ თქვენი მოგების შანსია 40% და ბაკში დევს $10, თქვენი ეკვიტი არის $4მ 90%-ს გადააჭარბა. თქვენმა ბეტმა მეტოქეს მაქსიმალური რეიზიფსონის გაზრდა აიძულა, რაზეც ვერც კი იოცნებებდით, როცა თითქმის უიმედოდ ჩამორჩებოდით (ესეც ხომ გამართლებაა!). ერთხელაც ვიტყვით – ბრწყინვალე შედეგია (წესების მასწავლებელი არ გეთანხმებათ, რომ თქვენ მოწინააღმდეგეზე უკეთ ითამაშეთ. ეს საკმაოდ სტანდარტული თამაში იყო.).

შემდეგ კი მოხდა წარმოუდგენელი რამ. თუმცა, სინამდვილეში, წარმოუდგენელი არაფერი მომხდარა. მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე კიდევ ერთი კარტი უნდა მოსულიყო, თქვენი მეტოქის მოგების შანსი 4,55% იყო. ეს შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ ორი აუტიდან ერთი მოდის შემთხვევათა თითქმის 5%-ში.

ხელახლა გაიაზრეთ ყველაფერი, რაც მოხდა. ფაქტია, რომ არ გაგიმართლათ. მაგრამ თქვენი მეტოქის ქცევა ვერანაირად ვერ იმოქმედებდა იმაზე, თუ რა კარტი დაიდებოდა რივერზე. ამასთან, ვერცერთ კაზინოში ვერავინ უწოდებს არასპორტულ საქციელს, როცა ადამიანი ხმამაღლა გამოთქვამს მისთვის საჭირო კარტის მოსვლის სურვილს. რივერზე რომ მისი კარტი მოსულიყო, მას კი დაეწყო ყვირილი: „აი, ასე! ვიცოდი, რომ მოვიდოდა, ვიცოდი, რომ გამიმართლებდა და მოგიგებდით შენ და შენს იდიოტურ ვალეტებს!”, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს არასპორტული ქცევა იქნებოდა, რასაც ნებისმიერი მოხელე დაეთანხმებოდა და შესაბამის ზომებსაც მიიღებდა. ან, მეორე მხრივ, შეგეძლოთ, დაგეჯერებინათ ტომი ანჯელოს ერთ-ერთი საუკეთესო რჩევისთვის, გეთქვათ: „კარგი თამაში იყო”, რამდენჯერმე ღრმად ჩაგესუნთქათ და თავი ხელში აგეყვანათ.

ასე რომ, თქვენი გაბრაზება აქ, შეიძლება ითქვას, უსამართლოა. თქვენ უაღრესად მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდით, მაგრამ კარტმა სხვაგვარად განსაჯა. როცა პოკერს ვთამაშობთ, ნებაყოფლობით ვამბობთ უარს უსაფრთხოების, გარანტირებულობის, ლოგიკურობის გარკვეულ ნაწილზე – ასე ვრეაგირებთ სიტუაციის კონტროლის ნაწილობრივ დაკარგვაზე, რომელიც გვკარნახობს, ვისიამოვნებთ თამაშით თუ არა.

არავის უხარია დიდი ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეების წაგება. მაგრამ ესაა ფასი, რომელსაც ამ თამაშში მოხვედრის სანაცვლოდ ვიხდით. შეეგუეთ ამას ან სხვა თამაში მოძებნეთ.

 

უკვე ათასჯერ ნაკითხი...

ძვირფასო წესების მასწავლებელო,

მაინტერესებს, რას ამბობს წესი ისეთ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება. ორი მოთამაშე ერთმანეთს რივერზე უპირისპირდება. ფლოპიპირველი სამი კარტი, რომლებიც მაგიდის ცენტრში ერთდროულად რიგდება და იხსნებაც და თერნიკარტი, რომელიც მაგიდაზე ფლოპის შემდეგ და რივერის წინ იდება. მაგიდის მეოთხე კარტიც ორივემ ბეტებით გაიარეს. რივერზე ერთ-ერთი მოთამაშე ოლინს შედის. მეორე მალევე ქოლავს. უცებ ის, ვინც ოლინი გამოაცხადა, თავის კარტს ყრის და ამბობს: „შენია”. დარჩენილი მოთამაშე თავის კარტს არ აჩვენებს. მოიგო თუ არა მეორე მოთამაშემ ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეები? თუ არა, მაშინ სად მიდის ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეები? როგორც ვხვდები, კითხვა სინამდვილეში იმაში მდგომარეობს, უნდა აჩვენოს თუ არა დარჩენილმა მოთამაშემ თავისი ხელის კარტი– იგივე, რაც ჯიბის კარტი. ორი დაფარული კარტი, რომელიც გათამაშების დასაწყისში ურიგდება მოთამაშეებს, და, თუ უნდა აჩვენოს, მაშინ რა ხდება, როცა ის ასე არ იქცევა?

ცნობისმოყვარე მოთამაშე კაიროდან (ილინოისი)

 

ძვირფასო ცნობისმოყვარევ,

წესების მასწავლებელს ძალიან უკვირს, რომ ეს კითხვა ასე ხშირად ისმის. პასუხი ცხადზე ცხადია, მაგრამ მაინც დავწერთ: რა თქმა უნდა, ბანკს იგებს ის, ვინც კარტი არ დაყარა. ესაა ერთადერთი შესაძლო შედეგი, იმისგან დამოუკიდებლად, დაყრის ის კარტს თუ არა. კითხვის მეორე ნაწილის პასუხად კი ვიტყვით, რომ ეს მოთამაშე არაა ვალდებული, თავისი კარტი აჩვენოს (თუმცა, შეუძლია ასეც მოიქცეს, თუ უნდა). ურწმუნოებისთვის მოგვყავს წესი №5.20 (მოგებული კარტის ნახვის თხოვნა) ლუი კრიგერისა და შერი ბიკოფსკის „პოკერის წესებიდან”: „თუ ვაჭრობის ბოლო რაუნდში ყველა მოთამაშე კარტს დაყრის და დარჩება მხოლოდ ერთი მოთამაშე, ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეები გადაეცემა დარჩენილ მოთამაშეს, მის მიერ კარტის სავალდებულო ჩვენების გარეშე”.

მოდით, ერთი რამე დავაზუსტოთ: თქვენ ახლა ლაპარაკობთ ქეშ-გეიმითამაში ნამდვილი ფულით (და არა სატურნირო ჩიპებით)სა და არა ტურნირის შესახებ, რადგან ტურნირში ორივე მეტოქე ოლინის შემდეგ ვალდებულია, კარტები ამოატრიალოს. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩნდება უკანონო გარიგების ეჭვი და მოთამაშე, რომელიც ამ წესს დაარღვევს, შეიძლება დაისაჯოს.

ქეშ-გეიმში კი მოთამაშეს შეუძლია, თავისი კარტი ამოუტრიალებლად დაყაროს და როცა ასე იქცევა, ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეების ფლობაზე ყოველგვარ უფლებას კარგავს. წარმოიდგინეთ ასეთი, საკმაოდ გამჭვირვალე სიტუაცია: მოთამაშე ოლინს შედის, მისი მეტოქე კი კარტს ყრის. არა აქვს მნიშვნელობა, რა კარტი უჭირავს მოთამაშეს, რომელმაც ოლინი გამოაცხადა, რადგან ახლა მას აღარავინ უპირისპირდება. თქვენ მიერ აღწერილ სიტუაციაშიც არა აქვს მნიშვნელობა, რა უჭირავს დარჩენილ მოთამაშეს, რადგან მას უკვე აღარავინ უპირისპირდება.

რა თქმა უნდა, მაგიდის ყველა წევრს შეუძლია, სთხოვოს დარჩენილ მოთამაშეს, რომ კარტი აჩვენოს. წესების მასწავლებლის მსგავსი პოკერის ძველი სკოლის წარმომადგენლები ასე თითქმის არასდროს იქცევიან, რადგან ამ წესის მთავარი არსი გარიგების თავიდან აცილებაა და არა ინფორმაციის მოპოვება. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში