ავტორიზაცია
სტუმრის სვეტი რეალური პოკერი
აღვიქვათ პოკერი კონცეპტუალურად
ავტორი
როი კუკი

„როგორ პასუხობთ მეტოქის რეიზს, როცა A-Q გიჭირავთ?” ასეთი ტიპის კითხვებს ხშირად მისვამენ. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია: „გააჩნია”. გააჩნია კონკრეტულ სიტუაციას.

ვისი რეიზიფსონის გაზრდაა? რა სიდიდის? რომელი პოზიციიდან? ვინმემ დაქოლა? როგორია მათი დიაპაზონები? ვინ თამაშობს ჩემს შემდეგ? როგორია მათი თამაშის სტილი? როგორ მოქმედებ მეტოქეების ემოციები ამ კითხვების პასუხებზე? უამრავი კითხვაა. ამ კითხვებზე ფიქრის სიღრმე და პასუხების სიზუსტე პოკერის კარგად თამაშის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.

პოკერის ზოგი „ავტორიტეტი” თამაშს ერთხელ დამახსოვრებული სისტემის პრიზმაში უყურებს. პოკერის ბევრი თანამედროვე სისტემა დიაპაზონის დაბალანსებას ემყარება, რაც მოთამაშეს მეტოქეებისთვის არაპროგნიზირებადად აქცევს. ეს პოკერისადმი სისტემური მიდგომაა, მათემატიკურად და კომპიუტერულად კარგად გამოთვლილი. ასეთი მიდგომა შეიძლება სასარგებლო იყოს და მოგებაც მოჰქონდეს. ის განსაკუთრებით შედეგიანია ინტერნეტში ერთდროულად რამდენიმე მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან თამაშისას. მას შემდეგ, რაც ამ მიდგომას დაეუფლებით და ის თქვენი აზროვნების წესად იქცევა, თამაში მეტწილად რუტინული და იოლი ხდება. ეს მიდგომა სასარგებლო და ოპტიმალურია, როცა თქვენთვის ხელსაყრელ ოპონენტებს ეთამაშებით.

თუმცა, ის სულაც არაა ოპტიმალური საშუალოფსონიან ცოცხალ პოკერში, სადაც მეტოქეები თქვენთვის იოლად გამოსაყენებელ შეცდომებს უშვებენ, თქვენ კი სათანადო კომპიუტერული პროგრამა არა გაქვთ და შეგიძლიათ მეტი და უფრო ხარისხიანი ინფორმაცია მოიპოვოთ პოკერის ფსიქოლოგიური ასპექტების გამოყენებით. როცა სიტუაცია ხშირად იცვლება არასტანდარტული მიზეზების გამო, სტანდარტიზებული მიდგომა ხშირად შორსაა ოპტიმალურისგან. ამას გარდა, თამაშის მსვლელობის იმდენი განსხვავებული გზა არსებობს, რომ ჩვენი საცოდავი პატარა ტვინი ამდენის დამახსოვრებას ვერ ახერხებს.

ძალიან მნიშვნელოვანია კონცეპტუალურად, სიღრმისეულად იმის გააზრება, თუ რატომ ვირჩევთ ბეტს, რეიზს, ფოლდს, ჩეკ-რეიზს, სლოუფლეიიგივეა, რაც სენდბეგი, როდესაც მოთამაშე ძლიერი კარტით პატარა ფსონებს აკეთებსს და ა.შ. პოკერში ერთი შეხედვით მსგავს სიტუაციებს ხშირად სრულიად განსხვავებული ოპტიმალური პასუხები აქვს. თუ გესმით, რით განსხვავდება ეს სიტუაციები ერთმანეთისგან და რა კრიტერიუმებია საჭირო ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი სიტუაცია და სწორად „გაშიფროთ”.

შეგიძლიათ არეიზოთ გათამაშების მონაწილეთა რაოდენობის შემცირების მიზნით, მაგრამ ის თუ იცით, როდის არ უნდა მოიქცეთ ასე? რა კონცეფციები მონაწილეობს სწორი სვლის შერჩევაში? მაგალითად, ულიმიტოწესი, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს შეუძლია ბეტი გააკეთოს ნებისმიერი რაოდენობის ან ყველა ჩიპით ჰოლდემში, როცა პატარა ბლაინდისავალდებულო ფსონები, რომლებსაც იხდის დილერის მარცხნივ მჯდომი ორი მოთამაშე კარტის დარიგებამდეს პოზიციიდან თამაშობთ და გვიან პოზიციამოთამაშის პოზიცია დილერთან მიმართებით, რომელიც თამაშის სტრატეგიის განმსაზღვრელიცააზე მყოფი მეტოქე არეიზებს, შეგიძლიათ ქოლიმეტოქის ფსონის გათანაბრებას ნაცვლად ყოველთვის მესამე ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებს გააკეთოთ. ასეთი თამაში დიდი ბლაინდისავალდებულო ფსონი, რომელსაც დარიგებამდე შედის დილერისგან მარცხნივ მეორე პოზიციაზე მჯდომი მოთამაშე. ასევე უწოდებენ ამ პოზიციასაც და ამ მოთამაშესაც. ეს პოზიცია მოძრაობს საათის ისრის მიმართულებითეკვიტიკონკრეტულ გათამაშებაში არსებული მოლოდინი, გამოთვლილი ბანკში არსებული ფულისა და მოთამაშის მოგების ალბათობის გამრავლებით. მაგალითად, თუ თქვენი მოგების შანსია 40% და ბაკში დევს $10, თქვენი ეკვიტი არის $4საც ამცირებს და ასევე ამცირებს იმის შანსს, რომ დიდმა ბლაინდმა სკვიზით თქვენი გათამაშებიდან განდევნა მოისურვოს. მაგრამ, თუ დიდი ბლაინდისავალდებულო ფსონი, რომელსაც დარიგებამდე შედის დილერისგან მარცხნივ მეორე პოზიციაზე მჯდომი მოთამაშე. ასევე უწოდებენ ამ პოზიციასაც და ამ მოთამაშესაც. ეს პოზიცია მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით სკვიზს არასოდეს იყენებს? და/ან დიდი ბლაინდისავალდებულო ფსონი, რომელსაც დარიგებამდე შედის დილერისგან მარცხნივ მეორე პოზიციაზე მჯდომი მოთამაშე. ასევე უწოდებენ ამ პოზიციასაც და ამ მოთამაშესაც. ეს პოზიცია მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით თავის კარტს ძალიან ცუდად ათამაშებს? როგორ შეცვლის ეს არსებულ სიტუაციას? შეგიძლიათ ზუსტად თქვათ, როდის სჯობია ქოლიმეტოქის ფსონის გათანაბრება მესამე ბეტს? ეს რომ შეგეძლოთ, თამაში კონცეპტუალურად უნდა გესმოდეთ.

პოკერის კონცეფციების შესწავლას დიდი ძალისხმევა სჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანია მათში მონაწილე ყველა კომპონენტის იდენტიფიცირება. ჩემი აზრით, ამისთვის საუკეთესო საწყისი საფეხური იქნება, თუ წაიკითხავთ დევიდ სკლანსკის „პოკერის თეორიას”. ამ წიგნში პოკერის ძირითადი კონცეფციებია შესული. ამის შემდეგ შეგიძლიათ აიღოთ თქვენ მიერ ნასწავლი კონცეფციები და გამოიყენოთ ის ყველა სიტუაციაში, რომელშიც მონაწილეობთ ან რომელსაც აკვირდებით. ეს დაგეხმარებათ კონცეპტუალულად სწორი აზროვნების პროცესის ჩამოყალიბებაში.

უკვე განსაზღვრეთ, რა კონცეფციები გამოიყენეთ სიტუაციაში, რომელშიც ეს-ესაა აღმოჩნდით? ეს ყოველთვის სრულიად ცხადი არ არის და ბევრი კონცეფციის შემცველი სიტუაციები ხშირად ურთიერთგამომრიცხავი იქნება. ასეთ შემთხვევებში უნდა გადაწყვიტოთ ის სარგებლობა, რომელიც თითოეულ კონცეფციას ახასიათებს, და აირჩიოთ, რომელი მოგიტანთ უკეთეს შედეგს.

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ, რომელი კონცეფციები გამოიყენოთ, და თითოეული კონცეფციის სარგებელსაც შეაფასებთ, როგორი თამაში მოგიტანთ მაქსიმალურ ველიუს ამ თქვენი გადაწყვეტილებების შედეგად? ამას სჭირდება განსჯა და ისეთი განწყობის შექმნა, რომლის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესსაც ასეთი სიტუაციების გაანალიზებას შეძლებთ. მეტოქეებზე დაკვირვებით და იმის გაანალიზებით, თუ როგორ უნდა გაეთამაშებინათ მათ თავიანთი კარტი, არა მხოლოდ მათი აზროვნების პროცესის გამოცნობასა და თქვენ სასარგებლოდ მის გამოყენებას შეძლებთ, არამედ საკუთარი აზროვნების პროცესსაც გააუმჯობესებთ.

ყოველი ცალკეული სიტუაციისთვის სათანადო კონცეფციების მისადაგებითა და ამ სიტუაციების კარგად გააზრებით თქვენს გადაწყვეტილებებს უფრო ზუსტს გახდით. ხშირად სტანდარტული, ოპტიმალური თამაშის თეორიის შესაბამისი პასუხი იქნება სწორედ ყველაზე სწორი სვლა. თუმცა, მაღალი დადებითი EV-ის შესაბამისი სიტუაციები ვერ იქნება ის, რაც თქვენს წლიურ შედეგებს მნიშვნელოვნად შეცვლის.

პოკერი მეტია, ვიდრე რომელიმე სტანდარტიზებული სტრატეგია, მაგალითად, ბლექჯეკის მსგავსი. ანალიზი დ ამსჯელობა უნდა ისწავლოთ უშუალოდ თამაშის პროცესში. თუ ამას ვერ მოახერხებთ, უპირატესობას უთმობთ იმათ, ვისაც ეს შეუძლია. იმას არ ვგულისხმობ, რომ ოპტიმალური თამაშის სტრატეგიები არ უნდა შეისწავლოთ. უბრალოდ, ამასთან ერთად იმის შესწავლაც გჭირდებათ, როგორ შეცვალოთ ეს სტრატეგიები და კონკრეტულ სიტუაციებს მიუსადაგოთ.

ნუ ითამაშებთ პოკერს მექანიკურად. ეცადეთ გაიგოთ, როგორ აზროვნებენ მეტოქეები. გაიგეთ, როგორ აზროვნებთ თავად.

თუ ამას შეძლებთ, მსოფლიო კლასის მოთამაშე გახდებით! ♠

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში