ავტორიზაცია
ქარ
თავისუფლება უძღვება ხალხს. ე.დელაკრუა, 1830

ბანქო და ისტორია. ნაწილი II

გთავაზობთ ბანქოს შესახებ საინტერესო ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც პირველ ნაწილში ვერ მოხვდა.

ვინ არიან ქალები?

თუკი მეფეებს ისტორიული პროტოტიპები ჰყავდათ, ქალთა სახეები მითოლოგიიდან და რელიგიიდან ამოარჩიეს. ბერძნულ მითოსში ზევსის ქალიშვილი და ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება ათენა პალადა ყვავის ქალის კარტზეა გამოსახული. ჯვრის ქალი ლეგენდარული მეფე არტურის მეუღლე გვინევრაა. აგურიარასასურველი, არაფრისმომცემი კარტი. ასევე ცნობილია, როგორც ბომბისა და გულის ქალები ბიბლიური რახელი და ივდითი არიან.

ვინ არიან ვალეტები?

აგურის ვალეტი ტროის პრინცი და მცველი ჰექტორია, ყვავის ვალეტი დანიური ეპოსის გმირი ოჟიე დანიელია, მეფე არტურის მარჯვენა ხელი და პირველი რაინდი ლანსელოტი ჯვრის ვალეტის კარტზე შეგვიძლია ვიხილოთ, ხოლო გულის ვალეტი ჟანა დ’არკის თანამებრძოლი და ორლეანის განმათავისუფლებელი ლაგირია.

ტუზების აღმავლობა

ტუზი ოდესღაც ყველაზე დაბალი მნიშვნელობის კარტი იყო, მას ერთიანების ნაცვლად იყენებდნენ, თუმცა საფრანგეთში ბასტილიის აღების შემდეგ მთავარი კარტი გახდა დასტაში, როგორც მეფეებზე უბრალო ადამიანის აღმატებულობის სიმბოლო.

ბანქო და სტრიპტიზი

ზაპოროჟელი კაზაკები ბანქოს წელს ზევით შიშვლები თამაშობდნენ, რადგან თაღლითებს ყოველთვის ედოთ ზედმეტი კარტი სახელოში. თუ მოთამაშე გახდაზე უარს განაცხადებდა, მას უბრალოდ არ ურიგდებოდა კარტი.

ბანქო, როგორც ფულის ერთეული

1685 წელს ევროპიდან ოქროს მონეტების ტრანსპორტირების შეფერხების გამო, ახალი საფრანგეთის (ახლანდელი კანადის ჩრდილოეთი ნაწილი) ადმინისტრაცია სამხედროებსა და მუშებს ფულს ვერ უხდიდა. აჯანყების თავიდან ასაცილებლად ფულის დაბეჭდვის აუცილებლობა დადგა, ინტენდანტმა კოლონიაში არსებული ბანქოს დასტები გამოითხოვა, თითოეულს გარკვეული ნომინალი მიანიჭა და ბეჭედით დაამოწმა. მონეტების მოსვლამდე მოსახლეობა ფინანსურ ანგარიშსწორებას ბანქოს მეშვეობით აწარმოებდა.