ავტორიზაცია
ბერტრან გროსპელიე

ბერტრან გროსპელიე PartyPoker-ის გუნდს შეუერთდა

უმსხვილესმა ოპერატორმა PartyPoker-მა ახლახან საფრანგეთისა და ესპანეთის სათამაშო სივრცის ლიცენზია მოიპოვა. ამასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ მათ გუნდს ფრანგი სუპერმოთამაშე ბერტრან Elky გროსპელიე შეუერთდა. გროსპელიე ახალი სათამაშო სივრცის დანერგვასა და პიარში აქტიურად ჩაერთვება. 

Elky-მ 2018 წლის დასაწყისში PokerStars-თან გაწყვიტა ურთიერთობა, მასთან მოლაპარაკებებს ფრანგული Winamax-იც აწარმოებდა, თუმცა ფრანგმა ვარსკვლავმა PartyPoker-თან თანამშრომლობა ამჯობინა.

“მე PartyPoker-ს დიდი ენთუზიაზმით ვუერთდები და აქტიურად ვაპირებ გეგმების განხორციელებაში დავეხმარო. ჩვენი მიზანია, მოთამაშეებს და გულშემატკივრებს ის თამაში მივცეთ, რომელსაც იმსახურებენ. PartyPoker-ი თავის ამბიციებსა და გამოცდილებას ევროპის ბაზარზეც გადმოიტანს. უახლოეს მომავალში დიდი სიახლეები გელოდებათ!“ - ამბობს გროსპელიე.

გროსპელიე არაერთი ტიტულის მფლობელია, კარიერის განმავლობაში მას $13 000 000 აქვს მოგებული, ამ რიცხვით იგი ფრანგი მოთამაშეების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.