ავტორიზაცია
ბრაიან რასტი

ბრაიან რასტმა მეოთხე ოქროს სამაჯური მოიპოვა

პოკერის დედაქალაქად წოდებულ ლას-ვეგასში World Series of Poker-ის კიდევ ერთი ღონისძიება დასრულდა. გამარჯვებული კი ამერიკელი სუპერმოთამაშე ბრაიან რასტი გახდა. პირველი ადგილისთვის მან კარიერაში მეოთხე ოქროს სამაჯური და $259 670 მიიღო. 

No-Limit 2-7 Lowball Drawდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს Championship ტურნირზე, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად $10 000-ს შეადგენდა, 95 ადამიანი დარეგისტრირდა. მათ შორის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც ფილ ჰელმუთიფილ აივი, რობერტ მიზრაჰი და დოილ ბრანსონი არიან. 

ფინალურ ჰედზაპში რასტმა ორი ოქროს სამაჯურის მფლობელი, ამერიკელი მაიკ უოტელი დაამარცხა. მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან $160 489 შეხვდა.

ტურნირის ფინალური მაგიდის ფულადი ჯილდოები კი ასე გადანაწილდა:

ადგილიმოთამაშექვეყანათანხა
1 ბრაიან რასტი აშშ $259 670
2 მაიკ უოტელი აშშ $160 489
3 დარიო სამარტინო იტალია $114 023
4 ჯეიმს ალექსანდერი აშშ $81 986
5 შაუნ შეიხანი აშშ $59 669
6 დოილ ბრანსონი აშშ $43 963
7 ჯონ ჰენიგანი აშშ $32 796
8 ფარზად ბონიადი აშშ $24 775
9 რეი დეხარგანი აშშ $18 955