ავტორიზაცია
ქარ
დაგ პოლკი და დენიელ ქეითსი

დენიელ ქეითსი და დაგ პოლკი ვიქტორ ბლომზე საუბრობენ

სამი ოქროს სამაჯურისა და 8-მილიონიანი ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვსს გარდა, დაგ პოლკი პოპულარული არხის მფლობელია. მას პოკერის ვარსკვლავები ხშირად სტუმრობენ. მისი ბოლო რესპონდენტი დენ jungleman12 ქეითსი იყო. მოთამაშეებმა ორსაათიან პოდკასტში ბევრ თემაზე ისაუბრეს, რამდენიმე წუთი კი ვიქტორ isildur1 ბლომსაც დაეთმო.

პოლკი - მოდი პოპულარულ პიროვნებებზე ვისაუბროთ. ისილდურს ვგულისხმობ, PokerStars-ზე წარმატებული წელი აქვს, თვალს ადევნებ მის რეზულტატებს? 

ქეითსი - კი, ძირითადად RaulGonzalez-სთან დაპირისპირებებს ვადევნებ თვალს. RaulGonzalez-ის სელექცია ძალიან თაითურია, წესით, isildur1-ზე უკეთესი შედეგი უნდა ჰქონდეს, თუმცა რეზულტატები სხვანაირად გამოიყურება. 

პ - ვერ დაგეთანხმები, არც ისე კარგად არჩევს მეტოქეებს. NLH-ის ჰედზაპებში არაერთი ხელი მაქვს მასთან ნათამაშები, ძირითადად ვუგებდი, მერე გარჩევის გარეშე ყველასთან თამაში დაიწყო და დიდი ბოსი გახდა. ბლომი კი ტიპური შვედია. იმის თქმა მინდა რომ ტექნიკური თვალსაზრისით მისი თამაში ყოველთვის იდეალური არ არის, თუმცა ამას აგრესიით და მოწინააღმდეგეთა დიაპაზონების სწორი შეფასებით ანაზღაურებს. ბევრჯერ გაქვს მასთან ნათამაშები? 

ქ - კი, ფაქტობრივად გამაკოტრა. Full Tiltემოციური აშლილობა, რომელსაც მოთამაშე არასწორ გადაწყვეტილებებამდე მიჰყავს-ზე რომ გამოჩნდა, 20 ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მოვუგე, შემდეგ $100/200 ლიმიტზე თითქმის ნახევარი მილიონი წავაგე. ჩვენს მატჩებში წარმოუდგენელი სთრიქები ხდებოდა. ურთიერთშეხვედრებში პლუსში ვიყავი მანამ, სანამ $400/$800-იან ლიმიტზე $300 000 არ მომიგო, ჩემს კარიერაში ეს ყველაზე დიდი დაუნსთრიქი იყო. საბოლოოდ შევეშვი მასთან თამაშს, მივხვდი, რომ პროვოცირებას სულელურ ქოლებზე მიკეთებდა. 

   

 

   

ვიქტორ isildur1 ბლომი 

 

პ - გასაგებია. მოდი სანამ სხვა თემაზე გადავალთ, კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ. არის თუ არა isildur1 კონკურენტუნარიანი? 

ქ - იმედის მომცემი მოთამაშეა ნამდვილად, თუმცა მე RaulGonzalez-ს ვგულშემატკივრობ. ბლომი სულელურად არიგებს ფულს და მთელ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს PokerStars-ზე ატარებს, გაცილებით მეტი საინტერესო ონლაინსივრცეებია გარშემო. გარდა მაგისა, ოფლაინ თამაშებიც საჭიროა, მხოლოდ ონლაინპოკერით ერთ ადგილს ტკეპნის და ვერ ვითარდება. 

პ - მე ყოველთვის მას ვგულშემატკივრობ, თუ, რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ არ მიწევს თამაში. 

ქ - მის ნიჭს ვაღიარებ, მაგრამ მეტოქეები გაცილებით პროფესიონალები არიან. ზოგჯერ მინდა ვკითხო - რა ჯანდაბას აკეთებ?