ავტორიზაცია
ქარ
დენ ქეითსი და ტომ დუანი

დენ ქეითსი: დუანმა $700 000 გადამიხადა

2010 წელს დენ jungleman12 ქეითსმა და ტომ Durrrr დუანმა სანაძლეო დადეს. პირობა კი ასეთი იყო, მოთამაშეებს ონლაინ 50 000 ხელი უნდა ეთამაშათ, ქეითსი გამარჯვების შემთხვევაში 1.5 მილიონს მიიღებდა დუანისგან, ხოლო დამარცხების შემთხვევაში მეტოქეს 0,5 მილიონს გადაუხდიდა.

2011 წლისთვის ოპონენტებს 20 000 ხელზე მეტი ჰქონდათ ნათამაშები. Jungleman12 1.2 მილიონის პლუსში იყო. „შავი პარასკევის“ შემდეგ დუანმა ასპარეზობა შეწყვიტა, იგი საერთოდ ჩამოშორდა დიდ პოკერს და აზიაში გადაიხვეწა.

ექვსი წლის განმავლობაში პოკერის მოყვარულებისგან Durrrr-ის მისამართით არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება კეთდებოდა სანაძლეოს ჩაშლის გამო.

რამდენიმე დღის წინ დენ ქეითსმა დაგ პოლკის პოდკასტში მიიღო მონაწილეობა და ორი საათის განმავლობაში მრავალ თემაზე ისაუბრა, მათ შორის - ძველ სანაძლეოზეც.

„ტომ დუანმა სანაძლეოს ჩაშლის გამო ჯარიმების სახით $700 000-დან $800 000-მდე უკვე გადამიხადა, მას თამაშის გაგრძელების სურვილიც აქვს“, - აღნიშნა ქეითსმა.

გაგრძელდება თუ არა 7 წლის წინ დაწყებული პაექრობა, ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე ქეითსს, რომელიც პოკერს არ ჩამოშორებია, უკეთესი შანსები აქვს, ვიდრე დუანს, რომელიც აზიაში მდიდარ, მაგრამ გამოუცდელ მეტოქეებთან თამაშს დაეჩვია.