ავტორიზაცია
დიმიტრი ჯანუაშვილი

დიმიტრი ჯანუაშვილმა $8000 მოიგო

სომხეთის ქალაქ წახკაძორში Russian Poker Tour-ის ღონისძიებათა სერია მიმდინარეობს. მეზობელ ქვეყანაში ტურნირებზე საასპარეზოდ არაერთი ქართველი მოთამაშეა ჩასული. ერთ-ერთმა მათგანმა, დიმიტრი ჯანუაშვილმა, ჰაიროლერზე პირველი ადგილი დაიკავა. 

ტურნირზე, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად $700-ს შეადგენდა, 32 ადამიანი დარეგისტრირდა. ქართველმა მოთამაშემ პირველი ადგილისთვის საპრიზო ფონდიდან $8000 მიიღო. 

ჯანუაშვილი პროფესიონალი ქართველი მოთამაშეა, ონლაინსივრცეში მას DZIKI_19-ის სახელით იცნობენ. მის მონაწილეობით "პროფესია პოკერის" ხილვა კი ამ ბმულზეა შესაძლებელი.