ავტორიზაცია

დოილ ბრანსონი უკანასკნელ ტურნირს თამაშობს

ამერიკული პოკერის ლეგენდა, ათი ოქროს სამაჯურის მფლობელი და WSOP-ის ორი მთავარი ღონისძიების გამარჯვებული დოილ ბრანსონი კარიერაში უკანასკნელ ტურნირს თამაშობს. 

"84 წლის ვარ, დიდხანს თამაში აღარ შემიძლია, გარდა ამისა, ჩემი მეუღლე ვერ იძინებს, სანამ თამაშს არ დავასრულებ და მის ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდე, მან ჩემს კარიერას 54 წელი შესწირა. ამიტომ ვფიქრობ, რომ WSOP-ზე უკანასკნელ ტურნირს ვითამაშებ", - ამბობს ვეტერანი მოთამაშე.

რიგით 23-ე No-Limit 2-7 Lowball Drawდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს Championship ღონისძიებაზე, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად $10 000-ს შეადგენდა, სულ 95 ადამიანი დარეგისტრირდა. მათ შორის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც ფილ ჰელმუთი, ფილ აივი, რობერტ მიზრაჰი და ბრაიან რასტი არიან.

დღის მიწურულს მხოლოდ 11-მა მოასპარეზემ შეძლო შემდეგ ეტაპზე გადასვლა, მათ შორის არის ბრანსონიც, რომელიც სიდიდით მეხუთე სტეკს აკონტროლებს.