ავტორიზაცია
ქარ
დოილ ბრანსონი

დოილ ბრანსონი twitter-იდან წავიდა

პოკერის ლეგენდარულმა მოთამაშემ დოილ ბრანსონმა twitter-ის ანგარიში გააუქმა.

WSOP-ის ათი ოქროს სამაჯურის მფლობელი, 84 წლის ბრანსონი, ასაკის მიუხედავად twitter-ის აქტიური მომხმარებელია. მისი ანგარიშის გაუქმება კი ლას-ვეგასის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.

ერთი კვირის წინ ლას-ვეგასში გამართული სროლის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს 60 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. სოციალურ ქსელებში აქტიურად წავიდა საუბარი ამერიკის კონსტიტუციის მეორე შესწორების გაუქმების შესახებ, რომელიც მოქალაქეებს იარაღის ტარების უფლებას აძლევს. ბრანსონმა ტვიტით დააფიქსირა თავისი პოზიციამოთამაშის პოზიცია დილერთან მიმართებით, რომელიც თამაშის სტრატეგიის განმსაზღვრელიცაა:

„იარაღი რომ ჩამოგვართვან, მხოლოდ დამნაშავეები ივლიან შეიარაღებულნი. უსაფრთხოებასთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას, რომ კაზინოშიც მქონდეს იარაღით გადაადგილების საშუალება“.

ამ ტვიტის მერე დოილი ტროლების სამიზნე გახდა, რამდენიმე მომხმარებლის დაბლოკვის შემდეგ პოკერის მოთამაშე უბრალოდ დაიღალა და ანგარიში გააუქმა.

„twitter-ი აღარ არის სახალისო“ - ასეთია მისი ბოლო პოსტი.

ტროლებმა ბრანსონი უკვე მეორედ ამოიჩემეს, პირველად მას ტრამპისადმი გამოხატული სიმპათიების გამო აქილიკებდნენ.