ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
ეს გართობაა – ვილაპარაკოთ თუ არ ვილაპარაკოთ
ავტორი
სტივ ზოლოტოვი

პოკერის მოთამაშეთა უმეტესობას ძალიან შეზღუდული წარმოდგენა აქვს ოპტიმალური თამაშის თეორიაზე. მას ისე უყურებენ, როგორც კონკრეტულ სიტუაციებში საჭირო ოპტიმალური სტრატეგიების წყაროს. ხშირი ბლეფიბეტისა და რეიზის გამოცხადება იმ კარტით, რომელიც, სავარაუდოდ, საუკეთესო არაა და თავდაცვის მიზნით დაქოლვა თამაშის თეორიის გამოყენების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია. თუმცა, თამაშის თეორიასთან დაკავშირებული, მუდმივად მზარდი ლიტერატურა, ასევე, მოიცავს სტრატეგიებს აუქციონებისთვის, არჩევნებისთვის, საკომპენსაციო პაკეტებისთვის, საგზაო მოძრაობის ნაკადებისთვის და უამრავი სხვა რამისთვის.

ცოტა ხნის წინ დაგპირდით, რომ მოგითხრობდით ამბავს თამაშის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს ლაპარაკისა და კარტების ჩვენების წესების გაჩენის შესახებ. დავიწყოთ ამბით, შემდეგ კი მივხედოთ ანალიზს თამაშის თეორიის გადმოსახედიდან.

ბევრი წლის წინ ერთ კაზინოში, სადაც პოკერის ტურნირების რეგულარული სერიები იმართებოდა, გადაწყვიტეს, სერიის საუკეთესო მოთამაშე რაიმე ძალიან ფასეული პრიზით დაეჯილდოებინათ. თუ არ ვცდები, პრიზად ავტომობილი აირჩიეს. კანდიდატებს შორის იყო პოკერის ლეგენდა რეი ზიც. მან მთავარი ღონისძიების ფინალურ ეტაპამდე მიაღწია და ამ პრიზს აუცილებლად დაიმსახურებდა, თუ მაღალ ადგილზე გავიდოდა.

ავტომობილი იმდენივე ან იმაზე მეტიც კი ღირდა, რამდენსაც ტურნირის გამარჯვებული იღებდა. ერთ მომენტში რეის ჩიპების რაოდენობამ ძალიან იკლო. ერთ-ერთ გათამაშებაში, რამდენიმე მოთამაშის ლიმპიდარიგების შემდეგ გათამაშებაში ქოლით შესვლას შემდეგ, რეის ჯერიც დადგა. მან საკუთარ კარტებს დახედა და ორი ტუზი აღმოაჩნდა. სტეკის გაორმაგებაროდესაც ერთი მოთამაშე ოლ-ინს შედის და უგებს მეტოქეს, რომელსაც მეტი ან იმავე რაოდენობის ჩიპები აქვს, რითაც მისი სტეკის სიდიდე ორმაგდება მშვენიერი იქნებოდა, თუმცა ანტესავალდებულო გადასახადი, რომელსაც ზოგ თამაშში ყველა მოთამაშე იხდის დარიგებამდეების, ბლაინდებისა და ლიმპების მოგებაც კმაროდა იმისთვის, რომ სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა გაეზარდა და სანუკვარი ავტომობილი მიეღო. რეიმ იცოდა, რომ თავისი ტუზებით საჭირო იყო მხოლოდ დარეიზება, და ფიქრობდა, რომ ეს სხვებმაც იცოდნენ. ის ოლინს შევიდა და ყველა სწრაფად დაწვაკარტი, რომელიც თაღლითობის თავიდან ასარიდებლად თამაშიდან მოაშორეს, ბოლო ლიმპერის გარდა, რომელიც ჩაფიქრდა.

რეის ძალიან უნდოდა, მეტოქე დაწოლილიყო, ამიტომ პირდაპირ უთხრა, რომ ტუზები ეჭირა (კარტების ჩვენებისა და საკუთარ კარტებზე ლაპარაკის ამკრძალველი წესები მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა). მოწინააღმდეგემ ფიქრი განაგრძო. რეიმ თავისი ორი ტუზი გადმოატრიალა და მეტოქე გააფრთხილა, რომ თუ ის დაქოლავდა, ყველანი დასცინებდნენ. მეტოქე დაწვაკარტი, რომელიც თაღლითობის თავიდან ასარიდებლად თამაშიდან მოაშორეს. რეიმ ავტომობილიც გაინაღდა და ტურნირში თამაშიც განაგრძო.

ცხადია, ეს არ იყო კარგი სიტუაცია. ის ფაქტი, რომ რეიმ მეტოქე აიძულა, კარტი დაეყარა, ზიანს აყენებს როგორც ავტომობილის მოგების სხვა კანდიდატებს, ისე ამ ღონისძიების იმ მოთამაშეებს, ვისი მდგომარეობაც გაუარესდა ამის შედეგად. აღსანიშნავია, რომ რეის წესები არ დაურღვევია. თამაშის თეორიის თვალსაზრისით, ის იდეალურად მოიქცა – მაქსიმალური ეკვიტიკონკრეტულ გათამაშებაში არსებული მოლოდინი, გამოთვლილი ბანკში არსებული ფულისა და მოთამაშის მოგების ალბათობის გამრავლებით. მაგალითად, თუ თქვენი მოგების შანსია 40% და ბაკში დევს $10, თქვენი ეკვიტი არის $4 მიიღო.

ამის შემდეგ წესები შეცვალეს. არანაირი კარტების ჩვენება. არანაირი ლაპარაკი კარტების შესახებ, ჰედზაპითამაში ერთი-ერთზედროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესსაც კი. ეს იყო და არის გადამეტებული რეაქცია სიტუაციაზე, რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება. არადა, ამ შემთხვევაში „დამნაშავეები” ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ. მათ არ უნდა შეექმნათ ისეთი სიტუაცია, რომელიც რეის უბიძგებდა, ლაპარაკითა და კარტის ჩვენებით ოპონენტისთვის არასწორი ქოლიმეტოქის ფსონის გათანაბრება გადაეთქმევინებინა. ამ ხაფანგში ტურნირების ორგანიზატორები ხშირად ებმებიან. მსგავსი სიტუაციები იქმნებოდა ბრიჯსა და ფეხბურთში, როცა მონაწილეებს წაგება ერჩივნათ. როგორც წესი, ეს ხდება, როცა გვაქვს ჯგუფური თამაშები ბევრი გუნდით, რომელთაგან შემდეგ ოთხი ან რვა გუნდი პლეი-ოფის ეტაპზე გადადის.

ამის უკეთ გასაგებად წარმოიდგინეთ, რომ პლეი-ოფში ოთხი გუნდი გადის. თქვენ პირველ ადგილზე ხართ, სხვა გუნდებს ბევრად უსწრებთ და მომდევნო ეტაპზე გასვლა გარანტირებული გაქვთ. მეორე ადგილზე მყოფი გუნდიც კარგა შორსაა მდევრებისგან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ დარჩენილი ორი ადგილისთვის სამი გუნდი იბრძვის. სამივეს ერთნაირი ქულები აქვს. მათგან ორი ძალიან კარგი გუნდია და ბოლო ტურში ერთმანეთთან უწევთ თამაში. ცხადია, ამ თამაშში თავდაუზოგავი ბრძოლა იქნება. მესამე გუნდი ძალიან სუსტია და ძალიან გაუმართლა, რომ ჯერ კიდევ გასვლის შანსი აქვს.

თქვენ სწორედ ამ სუსტ გუნდთან გიწევთ თამაში. თუ დიდი ანგარიშით დაამარცხებთ, გავარდებიან. თუ არც ისე დიდი ანგარიშით – შეიძლება გავიდნენ, შეიძლება ვერა. თუ წააგებთ, აუცილებლად გავლენ შემდეგ ეტაპზე. ასე რომ, წაგებით იმას მიაღწევთ, რომ ცუდი გუნდი გადარჩება და ორი კარგი გუნდიდან ერთ-ერთი გავარდება. ამ შემთხვევაში, წაგება თქვენს ეკვიტიკონკრეტულ გათამაშებაში არსებული მოლოდინი, გამოთვლილი ბანკში არსებული ფულისა და მოთამაშის მოგების ალბათობის გამრავლებით. მაგალითად, თუ თქვენი მოგების შანსია 40% და ბაკში დევს $10, თქვენი ეკვიტი არის $4ს ზრდის. ცხადია, თქვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშეები უნდა დაასვენოთ, დანარჩენებს კი უთხრათ, რომ ძალიანაც ნუ ეცდებიან. ეს ზუსტად ისაა, რასაც თამაშის თეორია გირჩევთ. აქაც აშკარაა, რომ ორგანიზატორები შეცდნენ, როცა თქვენს გუნდს წაგების სტიმული შეუქმნეს. ზოგჯერ ორგანიზატორები ამაზე უარეს სიტუაციებსაც ქმნიან. იყო შემთხვევაც, როცა ორივე გუნდი საკუთარ კარში გატანას ცდილობდა, რათა შემდეგ ეტაპზე გასულიყო (ბარბადოსი-გრენადა, კარიბის თასის შესარჩევი ტურნირი, 1994 წელი). ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ეს სტატია წაიკითხოთ: http://mentalfloss.com/article/57463/strangest-soccer-match-ever-played.

NBA-შიც ხშირია თამაშები, სადაც ძლიერ გუნდს ურჩევნია სუსტთან წააგოს, რათა სხვა, უფრო ძლიერი გუნდი გათამაშებიდან გათიშოს.

თამაშის თეორიაში ლაპარაკია, ასევე, კონკურენციაზე, თანამშრომლობასა და უკანონო გარიგებებზე. სწორედ ამ გარიგებებთან ბრძოლაა მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან ლაპარაკისა და კარტების ჩვენების აკრძალვის წესის შემოღების ერთ-ერთი მიზეზი. შემდეგ სტატიაში თამაშის თეორიის ამ ასპექტებს განვიხილავთ. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში