ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
თამაშის გაცვლა-გამოცვლა
ავტორი
გევინ გრიფინი

საკუთარი თამაშის გაყიდვა (ბაი-ინის ნაწილის დამფინანსებლის მოძებნა მოგების შემთხვევაში შესაბამისი პროცენტული წილის დათმობით) ხშირი მოვლენაა პოკერში და მის შესახებ ერთ-ერთ წინა სტატიაში ვილაპარაკე. თამაშის გაყიდვის გარდა, მოთამაშეები ასევე ხშირად მიმართავენ თამაშის გაცვლას სხვა მოთამაშეებთან, რომლებსაც, მათი აზრით, მათი დონის კვალიფიკაცია აქვთ. ამ გზით მოთამაშე თავის ბაი-ინს რამდენიმე ადამიანზე გადაანაწილებს, შემდეგ კი საკუთარი მოგების დიდ ნაწილსაც მიიღებს და დამატებით შემოსავალსაც, თუ მისი პარტნიორებიდან რომელიმე წარმატებით ითამაშებს ტურნირში.

მაგალითად, ვთქვათ, ვთამაშობ WSOP-ის მთავარ ტურნირს და ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად შევიძინე. მინდა, დიდი ფულის მოგების მაქსიმალური შანსი მქონდეს, ამიტომ ვპოულობ 10 ადამიანს, რომლებიც, ჩემი აზრით, დაახლოებით ჩემი დონის მოთამაშეები არიან, და თითოეულ მათგანს ჩემი შედეგის 5%-ს ვუცვლი მისი შედეგის 5%-ში. თუ ფული მოვიგე, თითოეული მათგანი ჩემი მოგების 5%-ს იღებს, ხოლო თუ მათ მოიგეს, მე ვიღებ მათი მოგების 5%-ს. ერთი მეგობარი მყავს, ვისაც ყოველ ტურნირზე, სადაც ერთად ვთამაშობთ, შედეგების 3%-ს ვუცვლი.

ასეთი გარიგებები ხშირია და ბევრ ტურნირში მონაწილეთა თამაშზე საერთოდ არ მოქმედებს. უმეტეს შემთხვევაში, იმის გამო, რომ ტურნირებს ბევრი მონაწილე ჰყავს, არც კი მოგიწევთ იმ მოთამაშეებთან შეხვედრა, ვისთანაც ეს გარიგება დადეთ, ამიტომ თქვენს გადაწყვეტილებებზე ის არანაირ გავლენას არ მოახდენს. ბოლოს და ბოლოს, რომც მოხდეს სასწაული და რომელიმეს შეხვდეთ, მისი მოგების ორიოდე პროცენტი არაა იმხელა თანხა, რომ თქვენს თამაშზე რაიმე გავლენა მოახდინოს. უფრო გონივრული იქნება, თუ თქვენს ინტერესებს დაიცავთ, რადგან საბოლოოდ საკუთარი მოგების გაცილებით უფრო დიდი ნაწილი შეგხვდებათ, ვიდრე იმ მოთამაშეების მოგების წილები, ვისაც გაცვლაზე გაურიგდით.

ამას წინათ პოკერის ცნობილი წყვილიერთი რანგის ორი კარტი (ალექს ფოქსენი და კრისტენ ბიკნელი) კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდნენ იმ სადავო სვლების გამო, რომლებიც მათ სამკაციან გათამაშებაში გააკეთეს „ვენეიშენში” ჩატარებულ $5000-იან ღონისძიებაში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი რეგულარულად უცვლიან ერთმანეთს მოგების წილებს ყველა ტურნირში, სადაც ერთად მონაწილეობენ, და როცა ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე დაახლოებით ერთნაირი სიდიდის სტეკები აქვთ, ამ წილს 30%-მდე ზრდიან. ამ მომენტამდე სულ არ ვთვლიდი დასაძრახად იმას, რომ ერთმანეთს წილებს უცვლიდნენ, მაგრამ როცა ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე ამ წილს 30%-მდე ზრდი და გიჩნდება დამატებითი სტიმული იმისა, რომ შენი მეწილე ტურნირიდან არ გააგდო, ამ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს საკუთარ თავს მძიმე ეთიკური პრობლემის წინაშე აყენებ.

საბოლოოდ, ორიოდე გათამაშებაში მათ ისე ითამაშეს, რომ გაჩნდა კითხვები მათი კვალიფიკაციის დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებასთან დაკავშირებით. ეს ყველა კამერამაც დააფიქსირა, რადგან ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ეს რომ ისეთი ტურნირი არ ყოფილიყო, სადაც ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე ყველა ხელის კარტი– იგივე, რაც ჯიბის კარტი. ორი დაფარული კარტი, რომელიც გათამაშების დასაწყისში ურიგდება მოთამაშეებს ჩანს, მათი თამაშის გამორჩეულობას ვერავინ დაინახავდა. ვერასდროს გავიგებდით, რომ მათ ერთმანეთს 30%-იანი წილები გაუცვალეს, და კითხვებიც არ გაჩნდებოდა. ახლა კი ყველაფერი ვიცით და მოთამაშეები ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა მომავალში ერთ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან აღმოჩნდებიან.

ბევრმა დაწერა თავისი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ფაქტის შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე გონივრული წინადადება ის იყო, რომ, როცა მოთამაშე ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსს მიაღწევს, აუცილებლად უნდა განაცხადოს, თუ ფინალური მაგიდის სხვა მონაწილესთან შეთანხმებულია მოგების წილების გაცვლაზე. ვიღაცამ ისიც კი შემოგვთავაზა, რომ ყველა მოთამაშემ ტურნირის დასაწყისშივე განაცხადოს თავისი წილების შესახებ. ვფიქრობ, ეს კარგი აზრია, რომლის ხორცშესხმა ადრეც უცდიათ.

2011 წელს დაარსდა „ეპიკური პოკერის ლიგა”, სადაც წევრები მხოლოდ მოწვევით მიიღებოდნენ. ლიგას საქმეები ცუდად წაუვიდა და უამრავი ადამიანი დაპირებული ფულის გარეშე დატოვა. მოთამაშეებს დაურიგდათ გარკვეული პრიზი-შეღავათები, რომელთა უმეტესობის გამოყენება ერთხელაც ვერ შეძლეს – უფასო სასტუმრო, უფასო კვება და დღიური სახარჯი ფული ტურნირზე თამაშის პერიოდში. ამ ყველაფრის სანაცვლოდ, მოთამაშეებს ევალებოდათ ლიგის დრეს-კოდის დაცვაროდესაც მოთამაშე ცდილობს, თავი ბლეფისგან დაიცვას და საეჭვო მოთამაშეს აიძულებს, დაფოლდოს ან კიდევ უფრო მეტ ფულს შევიდეს, საჭიროების შემთხვევაში სატელევიზიო ინტერვიუებსა თუ გადაცემებში მონაწილეობა, ასევე, ინფორმაციის გასაჯაროება იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა მათი წილით დაინტერესება ტურნირის რომელიმე სხვა მონაწილეს. გაკოტრების შესახებ განაცხადის შევსებისა და $1000000-იანი ფრიროლ-ტურნირის გაუქმების შემდეგ, რომელიც 2012 წლისთვის იყო დაგეგმილი, „ეპიკური პოკერის ლიგა” და მისი ორი მმართველი, ენი დიუკი და ჯეფრო პოლაკი, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ პოკერის სამყაროში. მათ სრულად დაიმსახურეს ეს სასჯელი, თუმცა ერთი რამ კი – წილების სავალდებულო გასაჯაროება – სწორად გააკეთეს.

ფოქსენისა და ბიკნელის ქმედებების მსგავსი ქცევის გასაკონტროლებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას. როგორც უკვე ითქვა, ტელერეპორტაჟი რომ არა, დღემდე არ გვეცოდინებოდა, რომ მათ თამაშში უჩვეულო რამ ხდებოდა. ასეთ ქმედებებთან საბრძოლველად მოთამაშეებისთვის იმის დავალდებულება, რომ ტურნირის ან ფინალური მაგიდის დასაწყისში გამოაცხადონ თავიანთი მეწილეების შესახებ, ამ ტურნირებს მეტ გამჭვირვალობას შესძენს და ასეთი საჩოთირო სიტუაციების თავიდან არიდებაში დაგვეხმარება. ♠

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში