ავტორიზაცია
ქარ
ტურნირთა ლიგა
ინ­ტერ­ვიუ - ლევან Levonso777 ძიძიკაშვილთან
ავტორი

მოგ­ვი­ყე­ვით თქვენ შე­სა­ხებ.

და­ვი­ბა­დე 1984 წლის 18 დე­კემ­ბერს. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ მე­ო­რე კურ­ს­ზე სწავ­ლის მი­ტო­ვე­ბა და მოს­კოვ­ში საცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვ­ლა მო­მი­წი­ა. და­ახ­ლო­ე­ბით 2010 წელს დავ­ბ­რუნ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და პო­კე­რის თა­მა­შიც მე­რე და­ვიწყე.

 

რო­გორ მოხ­და პო­კერ­თან თქვე­ნი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა?

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რომ დავ­ბ­რუნ­დი, მთე­ლი ჩე­მი სა­მე­გობ­რო პო­კე­რით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ონ­ლა­ინ­პო­კე­რი ახა­ლი გა­მო­ჩე­ნი­ლი იყო და დი­დი თა­მა­შე­ბი მი­დი­ო­და. მეც და­ვინ­ტე­რეს­დი. ბავ­შ­ვო­ბა­ში ხუთ­კარ­ტა პო­კერს ვთა­მა­შობ­დი, ჰოლ­დე­მი ჩემ­თ­ვის ახა­ლი ხი­ლი იყო. მა­ლე­ვე ვის­წავ­ლე წე­სე­ბი და თა­მა­შის დაწყე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში 4 000 ლა­რი მო­ვი­გე.

 

ტურ­ნირ­თა ლი­გის შე­სა­ხებ რო­გორ გა­ი­გეთ და რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

Adjarabet.com-იდან გა­ვი­გე ტურ­ნირ­თა ლი­გა­ზე. გა­ვე­ცა­ნი წე­სებს, ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა. უცხო­ეთ­ში, ცოცხალ ტურ­ნი­რებ­ზე საგ­ზუ­რე­ბი თა­მაშ­დე­ბო­და, ამას­თან ერ­თად, ჩემ­ნა­ი­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი თან­ხის მო­გე­ბის კარგ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­დავ­წყ­ვი­ტე ტურ­ნირ­თა ლი­გა­ში ჩარ­თ­ვა და თა­მა­ში.

 

ტურ­ნირ­თა ლი­გის ექ­ს­კ­ლუ­ზი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე რო­გორ და­იწყეთ თა­მა­ში და ჩემ­პი­ო­ნო­ბამ­დე რა გზა გან­ვ­ლეთ?

სა­ნამ ბლა­ინ­დე­ბი პა­ტა­რა იყო, საკ­მა­ოდ წყნა­რად ვთა­მა­შობ­დი. ბლა­ინ­დე­ბის ზრდას­თან ერ­თად კი, აგ­რე­სი­უ­ლი თა­მა­ში და­ვიწყე. დას­კ­ვ­ნით ეტა­პამ­დე დი­დი ბრძო­ლის გა­რე­შე მი­ვე­დი. ფი­ნა­ლურ მა­გი­დას­თან კი ტურ­ნირ­თა ლი­გის 3-4 რე­გუ­ლა­რი დამ­ხ­ვ­და და თა­მა­ში გარ­თულ­და. ერ­თი და­ძა­ბუ­ლი მო­მენ­ტიც იყო, რო­დე­საც ჩიპ­ლი­დერ­მა ორი მე­ფით რვი­ან­-ექ­ვ­სი­ან­თან ოლი­ნი წა­ვა­გე. პრეფ­ლოპ­ზე სამ­მა­გი რე­ი­ზი გა­ვა­კე­თე და ერ­თ­-ერ­თ­მა მო­თა­მა­შემ ოლი­ნი გა­ა­კე­თა, ეგო­ნა ბლა­ინდს ვპა­რავ­დი. გა­უ­მარ­თ­ლა და სტრი­ტი ააწყო. სტე­კი გა­მი­ნა­ხევ­რ­და, თუმ­ცა აგ­რე­სი­უ­ლი თა­მა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე და სა­მი მო­თა­მა­შის დარ­ჩე­ნი­სას ჩიპ­ლი­დე­რო­ბა და­ვიბ­რუ­ნე. ამის შემ­დეგ უპი­რა­ტე­სო­ბა ხე­ლი­დან აღარ გა­მიშ­ვი­ა.

 

ცოცხალ ტურ­ნი­რებ­ში თა­მა­შის გა­მოც­დი­ლე­ბა თუ გაქვთ?

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა­ერთ ცოცხალ ტურ­ნირ­ში მი­თა­მა­ში­ა. დი­დი წარ­მა­ტე­ბე­ბით ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი, თუმ­ცა გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და. უცხო­ეთ­ში არას­დ­როს მი­თა­მა­შია და ეს ჩემ­თ­ვის პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

 

რა არის თქვე­ნი პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მი და მაქ­სი­მუ­მი WSOP Circuit-ზე?

ჩე­მი პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მი საპ­რი­ზო ად­გილ­ზე გას­ვ­ლა­ა, მაქ­სი­მუმს კი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა გვიჩ­ვე­ნებს.

 

უფ­რო ტურ­ნი­რე­ბის მო­თა­მა­შე ხართ თუ ქე­შის და რა­ტომ?

ტურ­ნი­რე­ბი უფ­რო მი­ზი­დავს და მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია – პა­ტა­რა თან­ხით შე­გიძ­ლია დი­დი ფუ­ლის მო­გე­ბა.

 

ჰოლ­დე­მის გარ­და პო­კე­რის სხვა სა­ხე­ო­ბას თუ თა­მა­შობთ?

ჰოლ­დე­მის გარ­და ომა­ჰას ვთა­მა­შობ, მხო­ლოდ ტურ­ნი­რებს და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც. არა­ერ­თი ტურ­ნი­რი მო­მი­გი­ა.

 

თქვე­ნი აზ­რით, რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ პო­კერ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო – ფსი­ქო­ლო­გი­ა, მა­თე­მა­ტი­კა თუ იღ­ბა­ლი?

სა­მი­ვე წარ­მა­ტე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია და გა­დამ­წყ­ვეტ როლს თა­მა­შობს მო­თა­მა­შის კა­რი­ე­რა­ში.

 

რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ზო­გა­დად ქარ­თ­ვე­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის დო­ნეს და, ასე­ვე, იმ მო­თა­მა­შე­ე­ბი­სას, ვინც ტურ­ნირ­თა ლი­გა­ში ას­პა­რე­ზო­ბენ?

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ა­ნაა მო­თა­მა­შე­ბის დო­ნე გაზ­რ­დი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­თი, ვინც რე­გუ­ლა­რუ­ლად თა­მა­შობს adjarabet.com-ის ტურ­ნი­რებ­ში. პრობ­ლე­მებს რაც შე­ე­ხე­ბა, უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა ბლა­ინ­დე­ბი­დან არას­წო­რი თა­მა­ში­ა. სამ­მაგ და ოთხ­მაგ რე­ი­ზებს ქო­ლა­ვენ მარ­გი­ნა­ლუ­რი ხე­ლე­ბით. ბლა­ინდს ვერ ელე­ვი­ან და ეს ძა­ლი­ან ძვი­რი უჯ­დე­ბათ.

 

რო­გო­რი სტი­ლის მო­თა­მა­შე ხართ და რა სტი­ლის მო­თა­მა­შე­ებ­თან არ გიყ­ვართ თა­მა­ში?

ვფიქ­რობ, შე­რე­უ­ლი სა­თა­მა­შო სტი­ლი მაქვს. მა­გი­დი­დან და ხალ­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვირ­ჩევ და ვცვლი სიჩ­ქა­რე­ებს თა­მაშ­ში.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, რა სტი­ლი­საა მო­თა­მა­შე, ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რი­ა, მი­სი თა­მა­ში შე­ვის­წავ­ლო და სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი ვუ­პო­ვო.

 

დღე­ში რამ­დენ სა­ათს თა­მა­შობთ?

ტურ­ნირ­თა ლი­გა­ში ჩარ­თ­ვი­დან დღე­ში 16-18 სა­ა­თი ვთა­მა­შობ­დი, თუმ­ცა ძა­ლი­ან გა­და­ვი­ღა­ლე და ახ­ლა 9-10 სა­ათს ვთა­მა­შობ. ძა­ლი­ან რთუ­ლია დიდ­ხანს თა­მა­ში, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის ფაქ­ტობ­რი­ვად დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს არ გრჩე­ბა.

 

რა არის პო­კე­რი თქვენ­თ­ვის?

თა­ვი­დან პო­კე­რი მხო­ლოდ ჰო­ბი იყო, დღეს კი შე­მო­სავ­ლის უმ­თავ­რე­სი წყა­როა და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას – სამ­სა­ხუ­რი­. ♠

 

 იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში