ავტორიზაცია
ტურნირთა ლიგა
ინტერვიუ ბექა ქსოვრელთან
ინტერვიუ ტურნირთა ლიგის იანვრის თვის ექსკლუზიური ღონისძიების გამარჯვებულთან ბექა logoseus ქსოვრელთან
ავტორი
ნიკა ესებუა

მოგვიყევით თქვენ შესახებ.

დავიბადე 1989 წლის 11 მარტს, ზოდიაქოთი „ფიში” ვარ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებით ფსიქოლოგიას ვსწავლობდი, თუმცა მესამე კურსის მეორე სემესტრიდან შევწყვიტე.

 

როგორ დაიწყეთ პოკერის თამაში?

ფეისბუკის მეგობარმა გამაცნო აპლიკაცია Zynga Poker, სადაც რეალურ თანხაზე არ იყო თამაში, თუმცა ძალიან მომეწონა. ამის შემდგომ გადავწყვიტე, პოკერს უფრო ღრმად გავცნობოდი და დავრეგისტრირდი უცხო რუმში, რომელსაც ასევე ონლაინ სასწავლო სკოლა ჰქონდა.

 

რატომ გადაწყვიტეთ ტურნირთა ლიგაში მონაწილეობა?

ეს პროექტი არის ერთადერთი ქართულ პოკერსივრცეში, რომელიც რეალურად ეხმარება სატურნირო პოკერის მოთამაშეებს, როგორც ფინანსურად, ისე მოტივაციის კუთხით. ლიდერბორდი და თვის ექსკლუზიური ღონისძიება არის საშუალება, ცოტათი მაინც გაექცე იმ რუტინას, რომელიც პოკერს ახლავს. ამ თემაზე ფილმ „შულერების” პირველივე სცენაში საუბრობს მთავარი გმირი, როცა მთელ დანაზოგს აგებს. რა თქმა უნდა, ჩვენ მას არ უნდა მივბაძოთ, ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვს უნდა დავიცვათ და გამოვნახოთ გამოწვევები, რომელიც აგვიმაღლებს მოტივაციას. თავიდან ამ პროექტში მონაწილეობა ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვსს გაზრდის გამო გადავწყვიტე, მაგრამ შემდეგ პროცესმა მოიტანა ის, რომ კვლავ აქტიური წევრი ვარ.

  

როგორ წარიმართა თამაში ტურნირთა ლიგის იანვრის ექსკლუზიურ ღონისძიებაზე, რამდენად რთული იყო საგზურის მოგება?

პოკერის ტერმინით რომ ვთქვათ, კარგი „რანი” მქონდა. წინა ტურნირების ბედბითები აქ დაბალანსდა და ყველაფერი ჩემდა სასიკეთოდ მიდიოდა. აქედან გამომდინარე, მარტივად მოვიგე.

 

ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე თამაში როგორ წარიმართა?

თავიდანვე ჩიპლიდერიმოთამაშე, რომელსაც მოცემულ მომენტში ყველაზე მეტი ჩიპი აქვს ვიყავი და ჩემს თამაშს სრულად ვაკონტროლებდი. როცა ოთხნი დავრჩით, აგრესიულმა ოპონენტებმა რამდენიმე რთული გადაწყვეტილების წინაშე დამაყენეს. 2-3 ძლიერი ბლეფიბეტისა და რეიზის გამოცხადება იმ კარტით, რომელიც, სავარაუდოდ, საუკეთესო არაა შემომთავაზეს. მინდა შევაქო ეს ადამიანები, რადგან კრეატივი ქართულ პოკერში ნაკლებია.

 

ცოცხალი პოკერის გამოცდილება თუ გაქვთ და უცხოეთში თუ გითამაშიათ?

სამწუხაროდ, არა და, იმედი მაქვს, საჭირო გამოცდილებას მივიღებ.

 

WSOPC Italy-ზე რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

ნებისმიერი სპორტსმენის მიზანი ტურნირზე, უნდა იყოს გამარჯვება. ამ მხრივ არც მე ვიქნები გამონაკლისი. თუმცა, იმითაც კმაყოფილი დავრჩები, თუ უცხოელი მოთამაშეების სათამაშო სტილს მოვერგები და ვიგრძნობ, რომ ჩემი უნარებითა და პოკერის ცოდნით შემიძლია მათი დამარცხება.

 

პოკერში წარმატებისთვის რა არის მნიშვნელოვანი?

ჩემი აზრით, წარმატებულ პოკერის მოთამაშეს უნდა ახასიათებდეს: საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, პასუხისმგებლობა, კრეატივი, სიახლისკენ სწრაფვა, პუნქტუალურობა და ა.შ., ანუ ის თვისებები, რომელთაც ჩვენ ვაკანსიის ნახვისას ვკითხულობთ და ყურადღებას არ ვაქცევთ. მათ გარეშე ძალიან რთულია, რომ პოკერის მოთამაშე გაიზარდოს და მიაღწიოს იმ მწვერვალებს, რომელზეც ოცნებობს.

 

რა არის პოკერი თქვენთვის?

პოკერი არის ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი. შეიძლება ეს ბანალურად ან პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა. ეს არის საქმე, რომელიც ბოლო ხანებში მომგებიანად ვაქციე და შეიძლება ვუწოდოთ სამსახური, რომელიც ძალიან მიყვარს. პოკერმა ჩაანაცვლა ის სამსახურები, სადაც წლების განმავლობაში იძულებით ვმუშაობდი და ამით თავისუფლება მომიტანა. სამომავლოდ არ ვიცი, რა საფეხურს მივაღწევ. შრომას არ დავაკლებ, რომ ზევით და ზევით ავიდე, მაგრამ წარმატებული ვიქნები თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პოკერს არასდროს შევეშვები.

ბრუტალურია ხშირად, მაგრამ ნებისმიერი სპორტი და, პრინციპში, ცხოვრებაც ასეა, ეს უკანასკნელი უფრო მეტადაც. ასე რომ: „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს”. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში