ავტორიზაცია
შიდა სტრეიტი
ინტერვიუ - როლანდ ბერიძე
ავტორი
ოთარ ჯანგავაძე

როლანდ ბერიძე პროფესიონალი ქართველი მოთამაშეა, რომელიც წელს adjarabet.com-ის მიერ დაკომპლექტებული რიგით მეექვსე გუნდის წევრი გახდა. გაგა გოცაძის გარდა, ის ერთადერთი აჭარაბეთელი იყო, რომელმაც WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილი დაიკავა და საქართველოში ფულადი ჯილდოთი დაბრუნდა.

 

როგორ მოხვდით WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე?

adjarabet.com-ის აქტიური მომხმარებელი ვარ. სატელიტების თამაში დავიწყე და მესამე ჯერზე საგზური მოვიპოვე.

 

როგორ წარიმართა მთავარი ღონისძიების პირველი დღე?

მთავარი ღონისძიების პირველი დღე საკმაოდ კარგად დავიწყე და დღის ბოლოს დაახლოებით გაოთხმაგებული სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა მქონდა, მაგრამ ბოლო ეტაპზე ერთი დიდი გათამაშება წავაგე. ფლოპზე სეტისამეული, რომელშიც შედის ხელის ორი კარტი და მაგიდის ერთი კარტით მეტოქის ორმხრივ სტრეიტ-დროსთან დავმარცხდი და დღე 82 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენებათ დავასრულე, რაც დაახლოებით 40 დიდი ბლაინდისავალდებულო ფსონი, რომელსაც დარიგებამდე შედის დილერისგან მარცხნივ მეორე პოზიციაზე მჯდომი მოთამაშე. ასევე უწოდებენ ამ პოზიციასაც და ამ მოთამაშესაც. ეს პოზიცია მოძრაობს საათის ისრის მიმართულებითს ტოლფასი იყო.

 

რამდენად რთული იყო ფილდი?

ფილდი საშუალო სიძლიერის იყო, დღის პირველ ნახევარში რამდენიმე სუსტი მოთამაშე გამოიკვეთა, რომლებიც ტურნირს მალევე გამოეთიშნენ. გვიან ეტაპებზე ძირითადად ნორმალური მოთამაშეები დარჩნენ, თუმცა გარკვეული სისუსტეები მათაც ჰქონდათ, ძალიან ფრთხილად თამაშობდნენ და სუსტი ხელებით ბევრი პატარა ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეების წამოღების საშუალება მომცეს.

 

როგორი იყო დასკვნითი დღე?

მეორე სათამაშო დღეს გაცილებით ძლიერ ოპონენტებთან ბრძოლა მომიწია. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ბაბლს, მით უფრო რთული ხდებოდა ჩიპების მოგება. ბლაინდების ზრდასთან ერთად სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა მიმცირდებოდა. საბოლოოდ კი, როგორც იცით, ასპარეზობა 66-ემ დავასრულე და საპრიზო ფონდიდან €3655 წამოვიღე.

 

აღწერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი გათამაშება, რომელიც მოიგეთ.

ბაბლთან ახლოს, 80 მოთამაშე იყო დარჩენილი, ფულადი ჯილდოები კი 71-დან იწყებოდა. ჩემი სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა 11 დიდ ბლაინდს შეადგენდა. ბატონიპლასტმასის რგოლი, რომელიც დილერის პოზიციას აჩვენებს. ასევე უწოდებენ პოზიციასაც და თავად მოთამაშესაცპოზიციამოთამაშის პოზიცია დილერთან მიმართებით, რომელიც თამაშის სტრატეგიის განმსაზღვრელიცააზე ერთი ფერის Q9 დამირიგდა, ჩემამდე ყველამ დაყარა, ოლინით ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეების მოპარვა ვცადე. დიდმა ბლაინდმა, რომელიც ჩემზე 3-4-ჯერ დიდ სტეკს აკონტროლებდა და წაგების შემთხვევაშიც კი საპრიზოში თითქმის გარანტირებულად ხვდებოდა, ძალიან ბევრი იფიქრა და ხელის ვალეტებში ჩემს ოლინს ქოლიმეტოქის ფსონის გათანაბრებათ უპასუხა. რა თქმა უნდა, სლოუროლისიტუაცია, როდესაც მოთამაშე შოუდაუნისას საკუთარი კარტის გახსნას აჭიანურებს ან თავიდან ირიდებს და აიძულებს მეტოქეს, თავისი კარტი გახსნასსთვის დაისაჯა – ფლოპზე ამოსული ქალით გავვორმაგდი.

 

როზვადოვში პირველად 2016 წელს გაემგზავრეთ, რამდენად გამოგადგათ იქ მიღებული გამოცდილება?

2016 წელს მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა, ბევრად უფრო გახსნილად და აქტიურად ვთამაშობდი, რაც შედეგზეც აისახა. ასეთი ტიპის გასვლები საზღვარგარეთ ქართველი მოთამაშეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ცოცხალი ტურნირების ნაკლებობას განიცდის.

 

adjarabet.com-ის გუნდის ნაწილი ახლაც როზვადოვშია, თქვენც ხომ არ აპირებთ სათამაშოდ გამგზავრებას?

დიახ, მეგობრებთან ერთად ვგეგმავ წასვლას. როზვადოვის კაზინო „კინგსში” პოკერის მოთამაშისთვის იდეალური პირობებია. ჯანსაღი სათამაშო გარემოა, პროფესიონალი თანამშრომლები. მოგეხსენებათ, ტურნირის თამაში ძალიან დამღლელია, სასტუმრო თავისი გამაჯანსაღებელი ცენტრითა და სამზარეულოთი, დასვენებისა და შემდეგი დღისთვის მომზადების საშუალებას იძლევა.

 

2018 წელს adjarabet-ის მიერ პირველი Team Pro დაკომპლექტდა. რამდენად მნიშვნელოვანია Team Pro-ს არსებობა ქართული პოკერისთვის?

ჩემი აზრით, Team Pro-ს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. პროფესიონალი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი საზოგადოებას პოკერს სწორი კუთხით დაანახებს – რომ ის არ არის უბრალოდ აზარტული თამაში და, სწორი მიდგომის შემთხვევაში, შესაძლებელია, საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესია გახდეს. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში