ავტორიზაცია
ტურნირთა ლიგა
ინტერვიუ ტურნირთა ლიგის მონაწილეებთან: დიმიტრი MGELI75 წერეთელთან და მიხეილ NM54NM დუნდუასთან
ავტორი
Card Player

ინტერვიუ ტურნირთა ლიგის 2017 წლის ლიდერბორდის მე-11-ადგილოსან დიმიტრი წერეთელთან

 

 

მოგვიყევით თქვენ შესახებ.

1975 წლის 17 ივლისს დავიბადე. უმაღლესი იურიდიული განათლება მაქვს. პოკერის თამაში 2007 წელს დავიწყე. სამსახურის მერე, გასართობად ათკაციან SAG ტურნირებს ვთამაშობდი. ერთი წელი პატარაბაი-ინიან ღონისძიებებში ვმონაწილეობდი. 2008 წლიდან კი პოკერის თამაში სერიოზულად გადავწყვიტე. გავეცანი ლიტერატურას, უამრავ ვიდეოგაკვეთილს ვუყურე და მას შემდეგ აქტიურად ვთამაშობ.

 

რატომ გადაწყვიტეთ ტურნირთა ლიგაში მონაწილეობა?

ალბათ იმიტომ, რომ აჭარაბეთზე სატურნირო ბადე ყველაზე მრავალფეროვანია. ამასთან ერთად, ტურნირთა ლიგის პრიზები და ლიდერბორდის მოწყობის პრინციპი ჩემთვის მიმზიდველი აღმოჩნდა.

 

ტურნირთა ლიგა 2017 წლის სეზონიდან განახლებული ფორმატით წარდგა მოთამაშეების წინაშე. თვის და წლის ლიდერბორდთან ერთად, გაჩნდა კვირის ლიდერბორდიც. თქვენი სტრატეგია როგორია? ყველა ლიდერბორდში პირველობისთვის იბრძვით?

ჩემი მიზანი ყოველი კვირისა თუ თვის ლიდერბორდში მაღალ საფეხურზე გასვლაა. ახალი სეზონის პირველი თვე სათანადოდ ვერ ვითამაშე და ამიტომ წლის ლიდერბორდის ტოპ პოზიციებს ჯერჯერობით ვერ ვუახლოვდები.

 

ტურნირთა ლიგის დაწყების შემდეგ აჭარაბეთზე მოთამაშეების დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებამ აიწია თუ იმავე დონის მოთამაშეებთან გიწევთ დაპირისპირება?

ტურნირთა ლიგამდე აჭარაბეთზე აქტიურად არ ვთამაშობდი. 2-3 წლის წინანდელ სიტუაციას რომ შევადარო, მოთამაშეების დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდება ძალიან ამაღლებულია.

რა მოლოდინი გაქვთ ტურნირთა ლიგიდან, როგორც იცით, ყოველი თვის გამარჯვებული WSOP Circuit-ის ღონისძიებებზე სათამაშოდ სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება.

მთავარი მიზანი სწორედ უცხოეთში ცოცხალ ტურნირზე თამაშია. პირველი ცდა (თებერვლის თვის ექსკლუზიური ტურნირი) წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა წინ კიდევ არაერთი შანსია.

 

ყოველი თვის პირველადგილოსანი Cardplayer-ის ღონისძიებაზე 25 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენებათ ჯდება სათამაშოდ, რაც მეორეადგილოსნის ჩიპებს თითქმის ორჯერ აღემატება. ქვედა ადგილებზე კი ჩიპების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება. თამაშის რამდენი ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენებათ დაწყებაა, თქვენი აზრით, ოპტიმალური და სხვადასხვა რაოდენობაზე გაქვთ თუ არა თამაშის წინასწარ განსაზღვრული სტრატეგია?

ჩიპებში სხვაობა თვალშისაცემია, თუმცა უშანსოდ არავინაა. სტრატეგიას მოწინააღმდეგეების სათამაშო სტილის მიხედვით ვირჩევ. ახალ სახეებს ტურნირთა ლიგის ექსკლუზიურ ღონისძიებაზე იშვიათად ნახავთ. როდესაც მთელი თვე ტურნირებს თამაშობ, მეტ-ნაკლებად იცნობ ყველას თამაშს და შესაბამისად მოქმედებ. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში 

 

 

ინტერვიუ ტურნირთა ლიგის 2017 წლის ლიდერბოდის მე-14-ადგილოსან მიხეილ დუნდუასთან

 

მოგვიყევით თქვენ შესახებ.

დავიბადე 1973 წლის 21 მაისს. უმაღლესი განათლება მივიღე. პოკერის თამაში მეგობრების რეკომენდაციით დავიწყე და უკვე 13 წელია, ჩემთვის არა მარტო ჰობი, არამედ ძირითადი საქმიანობაცაა. როდესაც თამაში დავიწყე, ონლაინპოკერი პირველ ნაბიჯებს დგამდა. მახსოვს ქართული პოკერრუმების სტარტი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. წლების განმავლობაში ქეშის აქტიური მოთამაშე ვიყავი, თუმცა ტურნირთა ლიგის გამოჩენასთან ერთად ტურნირებზე გადავერთე.

 

რატომ გადაწყვიტეთ ტურნირთა ლიგაში მონაწილეობა?

სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად, ტურნირთა ლიგა სტატისტიკური მონაცემების ნახვისა და გაანალიზების შესაძლებლობს მაძლევს.

 

ტურნირთა ლიგა 2017 წლის სეზონიდან განახლებული ფორმატით წარდგა მოთამაშეების წინაშე. თვის და წლის ლიდერბორდთან ერთად, გაჩნდა კვირის ლიდერბორდიც. თქვენი სტრატეგია როგორია? ყველა ლიდერბორდში პირველობისთვის იბრძვით?

ქეშზე ჩემი მიზანი ყოველი სესიის პლუსში დახურვა იყო და ამას წლების განმავლობაში წარმატებით ვახერხებდი, ასევე ტურნირთა ლიგაში ჩემი ამოცანაა, მაქსიმალურად დავხვეწო სატურნირო პოკერის ხელოვნება და ლიდერობა არავის დავუთმო. სამწუხაროდ, ამ აქციის შესახებ გვიან გავიგე და მოწინააღმდეგეებს რეიტინგებში საგრძნობლად ჩამოვრჩები, მაგრამ არა უშავს, წინ სეზონის დიდი ნაწილია.

 

ტურნირთა ლიგის დაწყების შემდეგ აჭარაბეთზე მოთამაშეების დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებამ აიწია თუ იმავე დონის მოთამაშეებთან გიწევთ დაპირისპირება?

ტურნირთა ლიგის დაწყების შემდეგ მოთამაშეების დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებამ საგრძნობლად აიწია. მართალია, პოკერის თამაში ბევრმა ისწავლა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, წარმატებულ პოკერის მოთამაშედ თუ გინდა ჩამოყალიბება.

 

რატომ გადაწყვიტეთ ტურნირთა ლიგაში მონაწილეობა?

გულახდილად გეტყვით, ტურნირთა ლიგისგან ბევრს ველი, პირველ რიგში, სატურნირო პოკერის შედეგებს გავაუმჯობესებ, და თქვენ მიერ გამოცხადებული პრიზებიც ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება.

 

ტურნირთა ლიგა 2017 წლის სეზონიდან განახლებული ფორმატით წარდგა მოთამაშეების წინაშე. თვის და წლის ლიდერბორდთან ერთად, გაჩნდა კვირის ლიდერბორდიც. თქვენი სტრატეგია როგორია? ყველა ლიდერბორდში პირველობისთვის იბრძვით?

თუ სატურნირო პოკერის გაუმჯობესებაზე ზრუნავთ, ჩემი რჩევაა, თვის ტურნირი აუცილებლად დიფსტეკი იყოს, სადაც მოთამაშეთა უნარ- ჩვევები უკეთ გამოვლინდება. ♠

 

 იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში