ავტორიზაცია
მთავარი
ინტერვიუ adjarabet.com-ის პოკერის დეპარტამენტის მენეჯერთან, უშანგი გოჩიტაშვილთან
ავტორი
ოთარ ჯანგავაძე

სანამ მიმდინარე წელიწადზე ვისაუბრებთ, ორი სიტყვით 2018 წელი შევაფასოთ.

ჩვენთვის 2018 წელი ძალიან საინტერესო იყო, გარდა იმ პროექტებისა, რომლებსაც უკვე რამდენიმე წელია ვახორციელებთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის ასევე გვქონდა ისეთი ახალი გამოწვევა, როგორიც არის APC – 100 000-ლარიანი ონლაინტურნირი, რომლის საფინალო მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობს live-რეჟიმში გაიმართა. გარდა ამისა, პირველად ქართული პოკერის ისტორიაში, adjarabet.com-მა პროფესიონალური გუნდი, იგივე Team Pro, ჩამოაყალიბა. ამ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესისთვის გუნდში ექვსი მოთამაშეა, ისინი როგორც მათი პროფესიონალური გამოცდილებით, ასევე ზოგადი უნარ-ჩვევებით შევარჩიეთ. ჩვენი სურვილია, რომ დამწყები მოთამაშეებისთვის ისინი არა მარტო როგორც პოკერის მოთამაშეები, არამედ როგორც წარმატებული ადამიანების მაგალითი იყვნენ.

სწორედ ერთ-ერთმა პროფესიონალმა, გაგა გოცაძემ, გვასახელა, რომელმაც World Series of Poker Circuit Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებაზე მეხუთე ადგილი და 50 000 ევრო მოიპოვა. ამ ღონისძიების საფინალო მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსს თვალი ათასობით ადამიანმა ადევნა, ეს გამარჯვება როგორც ჩვენი კომპანიის, ისე მთელი საქართველოსთვის საამაყო მოვლენაა.

გასული წელი განსაკუთრებით საინტერესო იყო სპორტული თვალსაზრისითაც, აჭარაბეთმა WSOPC-ის 70-მდე საგზური გაათამაშა და ქართველ პოკერის მოთამაშეებს საფრანგეთში, იტალიასა და ჩეხეთში თავის წარმოჩენის საშუალება მისცა. ამ ღონისძიებებზე მსოფლიო პოკერის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ და მათთან თამაში გამოცდილების მიღების უდიდესი წყაროა. მსგავსი ტურნირები ჩვენი მოთამაშეებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების ბრწყინვალე საშუალებაა.

 

პროფესიონალთა გუნდში ახალ სახეებს თუ ვიხილავთ?

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, თავის გამოჩენის საშუალება რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს მივცეთ, ჩვენი კარი ღიაა ახალი სახეებისთვის და იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ამ გამოწვევებისთვის მზად იქნებიან, adjarabet.com-ის Team Pro-ს გუნდში აუცილებლად მივიღებთ.

იანვარში გამართულ ღონისძიებათა სერიაზე მოგვიყევით.

იანვარში გამართული სატურნირო სერია ქართული პოკერისთვის გამორჩეული იყო. აჭარაბეთმა, როგორც რეგიონის ლიდერმა, თავის მომხმარებელს 500 000-ლარიანი ონლაინ სატურნირო სერია პირველად შესთავაზა – 400-ზე მეტი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა 70 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. Openპირველი ბეტის გაკეთებაing Series-ზე ყველა ტიპისა და ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებადს ტურნირები გაიმართა, რომელიც ნებისმიერი პოკერის მოთამაშის სურვილებს დააკმაყოფილებდა. მხოლოდ Freerollთამაში, რომელშიც შანსი გაქვს, მოიგო ფულის შენატანის და რისკის გარეშე ღონისძიებებზე 20 000 ლარი გავათამაშეთ, რაც, დამეთანხმებით, შთამბეჭდავი რიცხვია.

 

სერიის სათაურია Openპირველი ბეტის გაკეთებაing (გამხსნელი), კიდევ თუ იქნება მსგავსი ტურნირები 2019 წელს?

სწორედ ამიტომ დავარქვით Openპირველი ბეტის გაკეთებაing Series, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ძალიან მალე ჩვენს ერთგულ მომხმარებელს კიდევ უფრო საინტერესო პროექტს შევთავაზებთ, რომლის საპრიზო ფონდიც იანვრის სერიისაზე გაცილებით დიდი იქნება.

 

UCOP დაბრუნდა, მკითხველებს დეტალები აინტერესებთ.

28 იანვარს UCOP Passport სატურნირო სერია დაიწყო, რომელიც MPN-ის ქსელში გაერთიანებული პოკერრუმებისთვის ტარდება. ეს პროექტი იმით არის საინტერესო, რომ ჩვენს მომხმარებლებს უცხოელ მოთამაშეებთან თამაშის გამოცდილება და ასევე საკმაოდ მსხვილი საპრიზო ფონდებიდან თანხის მოგების შესაძლებლობა ეძლევათ. ტრადიციულად მოქმედებს UCOP-ის ლიდერბორდიც. პირველი, მეორე და მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში შანსი გეძლევათ, MPN POKER TOUR-ის Live ღონისძიებაზე ესტონეთში გაემგზავროთ.

 

წელს გაემგზავრება თუ არა adjarabet-ის გუნდი WSOP Circuit-ის რომელიმე ღონისძიებაზე?

წელს ჩვენ უკვე გვყავს Card Player-ისა და adjarabet.com-ის ერთობლივი პროექტის, ტურნირთა ლიგის Final Nine-ის ერთი გამარჯვებული, რომელიც როზვადოვში 29 მარტს დაგეგმილ მთავარ ღონისძიებაზე გაემგზავრება. წინა წლების მსგავსად, ტრადიციას არ დავარღვევთ და ჩვენს მომხმარებლებს საზღვარგარეთ თამაშის შესაძლებლობას მივცემთ. უახლოესი WSOPC-ის ღონისძიებათა სერია, რომელზეც ქართველი მოთამაშეების ხილვას შეძლებთ ზემოთხსენებული როზვადოვი და აპრილის ბოლოს დაგეგმილი WSOPC Cannes-ის მთავარი ტურნირია. აქვე დავძენ, რომ წლევანდელი WSOPC-ზე გამგზავრება გაცილებით გრანდიოზული და დასამახსოვრებელი იქნება. რიგით მე-7 და მე-8 ქართული დესანტი უფრო დიდი შემადგენლობით გაემგაზვრება და დიდი იმედი გვაქვს უკან ოქროს ბეჭდებით დაბრუნდება. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში