ავტორიზაცია
ლეონ ცუკერნიკი

ლეონ ცუკერნიკი მორიგ მაღალლიმიტიან ქეშ-თამაშს უმასპინძლებს

ჩეხი პოკერის მოთამაშე, ბიზნესმენი, კაზინო King's-ის დამფუძნებელი და მმართველი ლეონ ცუკერნიკი მაღალლიმიტიან ქეშ-მაგიდას უმასპინძლებს.

თამაში დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, რა ლიმიტებზე ითამაშებენ მოთამაშეები, გავრცელებული ჭორის თანახმად, ბლაინდები €20 000/€40 000 იქნება. 

მოწვეულ სტუმრებს შორის პოკერის მოთამაშე, ყოფილი ევროპარლამენტარი, ლიეტუველი ტონი ჯი, ავსტრალიელი კრიპტომაგნატი მეთ კირკი, WSOP 2018-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ჯონ სინი, ამერიკელი სუპერმოთამაშე ბენ ლამბი და ბრიტანელი ბიზნესმენი რობ იანგი არიან.