ავტორიზაცია

ლექსიკონი

ბექდორი
პოკერის კომბინაციის შედგენა ზედიზედ ორ ქუჩაზე (თერნსა და რივერზე) მოსული კარტით. ისეთი კომბინაციის შედგენა, რომელიც მოთამაშეს გამიზნული არ ჰქონდა.
ბექრეიზი
როდესაც მოთამაში რერეიზს აკეთებს იმ რაუნდში, სადაც დაქოლა
ბედ-ბითი
სიტუაცია, როდესაც მოთამაშე ძალიან ძლიერი კარტით აგებს
ბალანსი
ერთი სტილით თამაში განსხვავებული კარტების დროს. ასეთი თამაშის შედეგად მეტოქეს უჭირს მოთამაშის ქმედებების გამოცნობა
ბანკროლი
თანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვს
ბანკროლის მართვა
სწორი სტეკებისა და თამაშის ტიპის შერჩევა, რათა მოთამაშემ გაკოტრებას თავი აარიდოს
ბეტი
იგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებს
ბიგ ფული
საუკეთესო შესაძლებელი ფულ-ჰაუსი
ბლანკი
კარტი, რომელსაც არანაირი ფასი, ღირებულება არა აქვს.
ბლეიზი
მაგიდაზე მოსული ხუთი კარტით შედგენილი ფლეში
ბლაინდი
სავალდებულო ფსონები, რომლებსაც იხდის დილერის მარცხნივ მჯდომი ორი მოთამაშე კარტის დარიგებამდე
ბლაინდის დაცვა
როდესაც ბიგ ბლაინდი მეტოქის რეიზს ქოლავს ან რერეიზს უკეთებს სუსტი კარტით
ბლაინდების მოპარვა
მას შემდეგ, რაც მოთამაშეები დაფოლდავენ, სუსტი კარტით რეიზის გაკეთება ბოლო პოზიციიდან ბლაინდებისა და ანტეების მოგების მიზნით
ბლაინდებით წაგებული
როცა პასიური მოთამაშის სტეკი მცირდება ტურნირის მზარდი ბლაინდების გადახდის შედეგად
ბლოკერი
როდესაც მოთამაშეს ხელში მეტოქის ერთ-ერთი აუტი უჭირავს
ბლოქინგ-ბეტი
უჩვეულოდ მცირე ფსონი, რომელსაც ცუდ პოზიციაში მყოფი მოთამაშე აკეთებს, რათა მეტოქე დიდ ბეტს არ შემოვიდეს
ბლეფი
ბეტისა და რეიზის გამოცხადება იმ კარტით, რომელიც, სავარაუდოდ, საუკეთესო არაა
ბლეფ-ქეთჩერის დიაპაზონი
იმ კომბინაციების ერთობლიობა, რომლებსაც რივერზე რეალური ველიუ აღარ დარჩა, მაგრამ მაინც შეიძლება ბლეფ-ქეთჩერად გამოდგეს
ბლეფის წაქეზება
აგრესიული სვლა ძლიერი კარტით, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ბლეფობთ, და რომელიმე მოთამაშემ თავად გადაწყვიტოს ბლეფობა
ბრიჯის წესი
წესი, როდესაც ყვავი ამარცხებს გულს, გული – აგურს, აგური კი –ჯვარს
ბროდვეის სტრეიტი
სტრეიტი ათიანიდან ტუზამდე
ბრაში
კაზინოს თანამშრომელი, რომლის მოვალეობაცაა მოთამაშეებთან შეხვედრა, მაგიდასთან თავისუფალი ადგილების გამოცხადება, ახალი დარიგებისთვის მაგიდის მომზადება, მოთამაშეების თამაშში ჩართვა და ა.შ
ბაბლი
ბოლო მოთამაშე ფულიან ადგილებამდე. ბაბლის გავარდნის შემდეგ დარჩენილი ყველა მოთამაშე ფულად ჯილდოს იღებს
ბაქი
მარკერი, რომელიც აჩვენებს, რომელი მოთამაშეა დილერი
ბატონი
პლასტმასის რგოლი, რომელიც დილერის პოზიციას აჩვენებს. ასევე უწოდებენ პოზიციასაც და თავად მოთამაშესაც
ბაი-ინი
აუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად
ბანკის ყიდვა
ბეტის გაკეთება მაშინ, როცა სხვები ფსონებს არ დებენ. ამით აიძულებთ სხვა მოთამაშეებს, დაფოლდონ, და ბანკი თქვენ გრჩებათ უბრძოლველად
ბლაინდების გაყოფა
ხელი, როდესაც ბლაინდების გარდა ყველა მოთამაშე ფოლდავს და ბლაინდებს თავიანთი ფსონები უბრუნდებათ
ბინძური სტეკი
სტეკი, რომელიც ერთი ღირებულების ჩიპებისგან შედგება, თუმცა 1-2 ჩიპი განსხვავებული ღირებულებისაა. ხშირად ეს დაუდევრობით ხდება, თუმცა შესაძლოა გამიზნული თაღლითობაც იყოს
ბოშა
გათამაშებაში იაფად შესვლა, ქოლის გაკეთება რეიზის ნაცვლად
ბანკის გასწორება
თამაშში ზუსტად იმდენი ჩიპის შესვლა, რამდენიც ბანკშია
ბანკი
ფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეები
ბანკზე მიბმული
სიტუაცია, როდესაც მოთამაშემ იმდენი ჩადო ბანკში, რომ დაწოლა აღარ შეუძლია და ვალდებულია, ოლ-ინით შევიდეს
ბანკის შანსები
ბანკის ახლანდელი ზომისა და შესაძლო ქოლის თანაფარდობა
ბანკში შეყრა
ბანკში ჩიპების უწესრიგოდ ჩაყრა, რაც, როგორც წესი, იკრძალება, რადგან დილერს არ შეუძლია ზუსტად თქვას, რამდენს შევიდა მოთამაშე
ბლაინდების მოპარვა
ბლეფის ერთგვარი სახეობა, რომელიც ვაჭრობის პირველ რაუნდში კეთდება და მიზნად ისახავს ანტეებისა და ბლაინდების წაღებას
ბორბალი
სტრეიტი, სადაც ხუთიანი ყველაზე მაღალი კარტია
ბანკის მოსალოდნელი შანსები
ბანკის შანსების ნაირსახეობა დროს გათამაშებისას, სადაც ვითვალისწინებთ, რომ შესაძლებელია მეტოქისგან დამატებითი ფსონების ამოღება, თუ დრო შედგება - ანუ ვითვალისწინებთ არა მხოლოდ იმ ფსონებს, რომლებიც მეტოქემ უკვე გააკეთა, არამედ იმათაც, რომლებიც შემდგომში გაკეთდება
ბორდის კარტები
მაგიდის კარტები, რომლებიც რიგდება ღიად, ყველა მოთამაშის დასანახად
ბეტინგის რაუნდი
ვაჭრობის რაუნდი, როდესაც მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ ბეტი, ჩეკი ან რეიზი.
ბექდორ ფლეში
როდესაც მოთამაშე აქვს 3 ერთი მასტის კარტი და ფლეშის კომბინაციის დასასრულებლად სჭირდება 2 კარტი
ბექდორ სტრიტი
3 კარტი რომელიც ქმნის სტრიტს, თუმცა საჭიროა კიდევ 2
ბეიქერი
პიროვნება, რომელიც არ თამაშობს და აფინანსებს კონკრეტულ მოთამაშეს