ავტორიზაცია

ლექსიკონი

დიდი ბეტი
ფიქსირებულლიმიტიანი ჰოლდემის თამაშისას ორი ლიმიტიდან ერთ-ერთი ბეტის სავალდებულო მინიმუმი თერნსა და რივერზე
დიდი ბეტით თამაში
თამაში ულიმიტო ან ბანკ-ლიმიტ ჰოლდემის სტრუქტურით
დიდი ბლაინდი
სავალდებულო ფსონი, რომელსაც დარიგებამდე შედის დილერისგან მარცხნივ მეორე პოზიციაზე მჯდომი მოთამაშე. ასევე უწოდებენ ამ პოზიციასაც და ამ მოთამაშესაც. ეს პოზიცია მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით
დამწვარი კარტი
მაგიდის კარტი, რომელიც დარგებისას შემთხვევით ამოტრიალდება და ნახატით ზევით დაიდება. თითქმის ყველა კაზინოში ასეთ კარტს იშორებენ, ვითომ არც არსებობს. თუმცა ზოგ კაზინოს ასეთ დროს განსხვავებული წესები აქვს
დამწვარი კარტი
კარტი, რომელიც თაღლითობის თავიდან ასარიდებლად თამაშიდან მოაშორეს
დაწვა
კარტი, რომელიც თაღლითობის თავიდან ასარიდებლად თამაშიდან მოაშორეს
დროის შეხსენება
წესი, რომელიც მოთამაშეს აიძულებს, სწრაფად ითამაშოს. როდესაც ვინმე ითხოვს დროის შეხსენებას, მეტოქეს ეძლევა განსაზღვრული დრო სვლისთვის. ხშირად ამ მოვალეობას დილერი იღებს საკუთარ თავზე
დევნა
ბეტის გაკეთება მომგებიანი კომბინაციის მოლოდინში, რათა ნახო შემდეგი კარტი. თამაშის რამდენიმე რაუნდით გაგრძელება მომგებიანი კარტის მოლოდინში
დედ-ჰენდი
კარტი, რომლის მფლობელსაც გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არა აქვს, იმიტომ, რომ მეტოქის ხელის კარტი ნახა, არასწორი რაოდენობის ხელის კარტები დაურიგდა, დარიგებამდე ბლაინდები ან სხვა სავალდებულო გადასახადები არ გადაუხდია და ა.შ
დილერი
ის, ვინც კარტს არიგებს
დაცვა
როდესაც მოთამაშე ცდილობს, თავი ბლეფისგან დაიცვას და საეჭვო მოთამაშეს აიძულებს, დაფოლდოს ან კიდევ უფრო მეტ ფულს შევიდეს
დუსი
ორიანი. ასევე უწოდებენ იხვს, გედს
დომინირებული კარტი
კარტი, რომელიც არაა სუსტი, მაგრამ მეორე მოთამაშის კარტი უფრო ძლიერია.
დაბლ ბელ-ბასთერ სტრიტ დრო
სტრეიტ-დრო, რომლის დასრულებისთვის ორიდან ერთი კარტი უნდა მოვიდეს. მაგალითად, როცა გაქვთ A, Q, J, 10, 8, სტრეიტის აწყობას სჭირდება ორი კარტიდან ერთ-ერთი – 9 ან K
დაფარული კარტი
კარტი, რომელიც რიგდება დაფარულად, სახით ქვევით
დაუნსვინგი
თამაშის მონაკვეთი, როდესაც მოთამაშე მოსალოდნელზე მეტს აგებს
დრო
დაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს
დუბლიკატი
ყალბი კარტი, ამ ტერმინს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ ყალბი კარტი ერთ-ერთი მოთამაშის ხელში არსებული კარტის ანალოგია
დაწოლა
კარტის დაყრა, გათამაშებიდან გასვლა
დაზღვევა
შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოთამაშეები იყოფენ ან ამცირებენ ბანკს
დონე
ეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდება
დაბალი ნატსი
ჰაი-ლოუ სპლიტ გეიმში საუკეთესო შესაძლო დაბალი ხელი
დაცული ბანკი
ბანკი, რომლის მოსაგებადაც ბლეფი თითქმის გამორიცხულია, რადგან მის მოსაგებად ბევრი მოთამაშე იბრძვის
დექი
სათამაშო კარტების დასტა
დროფი
ბანქოს გაშვება, ვაჭრობის გარეშე გავლა