ავტორიზაცია

ლექსიკონი

თევზი
სუსტი მოთამაშე. ზოგჯერ ვირსაც უწოდებენ
თავისუფალი კარტი
– მაგიდის კარტი, რომლის ნახვა მოთამაშეს შეუძლია წინა რაუნდში ფსონის გაკეთების გარეშე. მაგალითად, თუ ფლოპზე ბეტი არავის გაუკეთებია, მაშინ თქვენ გაქვთ საშუალება, ნახოთ თერნი ისე, რომ ამისთვის ბანკში არაფერი შეიტანოთ – ე.ი. უფასოდ
თელსები
შესამჩნევი ცვლილება მოთამაშის ქმედებაში, რომელიც მის კარტზე ინფორმაციას იძლევა
თერნი
კარტი, რომელიც მაგიდაზე ფლოპის შემდეგ და რივერის წინ იდება. მაგიდის მეოთხე კარტი
თოფდამიზნებული
მოთამაშის პოზიცია ბლაინდების მარცხნივ. მოთამაშე, რომელიც პირველი იწყებს ვაჭრობის რაუნდს