ავტორიზაცია

ლექსიკონი

კუთხიდან სროლა
როდესაც მოთამაშე თავის რიგზე ადრე აკეთებს სვლას, რათა ოპონენტების შესახებ მეტი შეიტყოს მათი რეაქციის მიხედვით
კლიკ-რეიზი
როდესაც მოთამაშე მინიმალურ რეიზს აკეთებს
კოინ-ფლიპი
სიტუაცია როდესაც 2 მოთამაშის ხელის კარტს მოგების თითქმის თანაბარი შანსები აქვთ.
კონექტორები
ორი ან მეტი კარტი, რომლებიც რანგით ერთმანეთს მიჰყვება
კარის კარტი
ფლოპის პირველი კარტი
კიკერი
ხელის კარტი, რომელიც კომბინაციაში არ შედის, მაგრამ ზოგჯერ გადამწყვეტ როლს ასრულებს გამარჯვებულის გამოვლენაში. მაგალითად, თუ თქვენ A-J გაქვთ, მეტოქეს კი – A-Q და მაგიდაზე ტუზი მოდის, გამარჯვებული თქვენი მეტოქეა, რადგან მისი კიკერი – Q – უფრო მაღალია
კარტის დაყრა
დაფოლდვა ისე, რომ სხვები თქვენს კარტს ვერ ხედავენ
კარე
ერთი რანგის ოთხი კარტი
კურდღელზე ნადირობა
ხელის დასრულების შემდეგ იმ კარტების გახსნა, რომლებიც შემდეგ უნდა ამოსულიყო. ჩვეულებრივ, კაზინოში ეს ქმედება აკრძალულია, რადგანაც გადაყრილი კარტების შესახებ ინფორმაციას ააშკარავებს
კარტის დიაპაზონი
იმ სავარაუდო კარტის სიმრავლე, რომლითაც მოთამაშე გათამაშებაში შედის
კლდე
პასიური, ფრთხილი მოთამაშე, რომელიც ძალიან ცოტა ხელს თამაშობს და გათამაშებაში მხოლოდ ძალიან ძლიერი კარტით შედის
კომბო ბორდი
სიტუაცია როდესაც, ბორდზე ისეთი კარტია, რომ რამდენიმე კომბინაცია ერთდროულადაა შესაძლებელი. მაგალითად, სტრიტ დრო, ფლეშ დრო და სხვ.
კვორუმი
მოთამაშეების მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა თამაშის დასაწყებად
კონსერვატიული თამაში
თამაშის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ძლიერი ხელებით ბეტების გაკეთებას