ავტორიზაცია

ლექსიკონი

მაგიდა
მაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობს
მოძალადე
მოთამაშე, რომელიც ხშირად არეიზებს, რათა ფრთხილი მოთამაშეები გათამაშებიდან გავიდნენ
მცირე ბაი-ინი
თამაშში ჩართვა ნორმალურ ბაი-ინზე მცირე თანხით
მტკიცე ქოლი
მოთამაშის მიერ ერთი ან მეტი მოთამაშის ბეტის ან რეიზის დაქოლვა
მორიგება
თაღლითობის ფორმა ორ და მეტ მოთამაშეს შორის
მტირალა ქოლი
ქოლი, როდესაც მოთამაშე ფიქრობს, რომ საუკეთესო ხელი არ უჭირავს
მკვდარი ბლაინდი
ბლაინდი, რომლის გამკეთებელსაც რეიზის უფლება არა აქვს, თუ სხვა მოთამაშეებმა მხოლოდ დაქოლეს. როგორც წესი, მკვდარი ბლაინდი იმ მოთამაშეს ეკუთვნის, რომელიც თამაშში შემოვიდა ან დაბრუნდა (დიდი ბლაინდის გარდა, ნებისმიერ სხვა პოზიციაზე)
მკვდარი კაცის კარტი
ორი წყვილი შავი ტუზებით და შავი რვიანებით. გადმოცემის მიხედვით, ველური დასავლეთის ფოლკლორის გმირს ველურ ბილ ჰიკოკს სწორედ ეს კარტი ეჭირა, როდესაც მოკლეს
მკვდარი ფული
ბანკში შემავალი ფული ან ჩიპები, რომლებიც გათამაშებიდან გასულმა მოთამაშეებმა დადეს ან მაგიდას წინა გათამაშებიდან შემორჩა
მშრალი ტუზი
როდესაც მოთამაშეს ტუზი და მეორე სხვა ფერის კარტი უჭირავს
მშრალი მაგიდა
სიტუაცია, როდესაც მაგიდაზე კარტები ისეა განლაგებული, რომ სტრეიტის ან ფლეშის ალბათობა ძალიან დაბალი ან გამორიცხულია
მეხუთე ქუჩა
იგივეა, რაც რივერი, ბოლო, მეხუთე კარტი, რომელსაც დილერი მაგიდაზე დებს
მეოთხე ქუჩა
იგივეა, რაც თერნი. მეოთხე კარტი, რომელიც მაგიდაზე იხსნება
მზა კომბინაცია
კომბინაცია, რომელსაც მოსაგებად გაუმჯობესება არ სჭირდება.
მანიაკი
მოთამაშე, რომელიც ხშირად და აგრესიულად თამაშობს, ხშირად აკეთებს ბეტს და რეიზს და ხვდება სიტუაციაში, როდესაც ეს სტრატეგია არ ამართლებს
მიკროლიმიტი
ინტერნეტპოკერში თამაში, სადაც ფსონები იმდენად დაბალია, რომ ონლაინკაზინო მოგებას ვერ ნახულობს
მაგიდის გათამაშება
როდესაც მოთამაშის საუკეთესო კომბინაცია მაგიდის ხუთი კარტისგან შედგება
მოაჯირი
გამყოფი სათამაშო მაგიდასა და მაყურებლებს შორის
მეორე წყვილი
მაგიდაზე სიძლიერით მეორე წყვილი
მაგიდის ფსონები
ლიმიტირებული თანხა, რომლის მოგებაც ან წაგებაც მოთამაშეს ერთ კონკრეტულ გათამაშებაში შეუძლია
მე-2 ბეტი
პირველი რეიზი
მე-3 ბეტი
იგივე, რაც რე-რეიზი
მე-4 ბეტი
მეოთხე ბეტი - მეოთხე ფსონი (მესამე რეიზი) ხელის ერთ ქუჩაზე. მესამე ბეტის შემდეგი რეიზი