ავტორიზაცია

ლექსიკონი

პრიზი გაგდებისთვის
ჯილდო ზოგ ტურნირში, რომელსაც მოთამაშე სხვა მოთამაშის თამაშიდან გაგდებისთვის იღებს
პირველი პოზიცია
ბლაინდების მარცხნივ მჯდომი პირველი მოთამაშე. ეს მოთამაშე ვაჭრობის რაუნდში მოქმედებას პირველი იწყებს
პოზიციაში ყოფნა
პოზიციაშია მოთამაშე, რომელიც ვაჭრობას უკანასკნელი იწყებს
პენი-ანტე
არასერიოზული, დაბალფსონიანი თამაში
პერფექტი
საუკეთესო შესაძლო კარტი Lowball პოკერში
პიკ-აპი
როდესაც მოთამაშე ჩიპებს ყიდულობს და სახლი დილერისგან ფულს იღებს
პოკერ-ფეისი
მოთამაშის უმეტყველო სახე, რომელიც სხვა მოთამაშეებს მისი კარტისა თუ განზრახვის შესახებ არაფერს ეუბნება
პოზიცია
მოთამაშის პოზიცია დილერთან მიმართებით, რომელიც თამაშის სტრატეგიის განმსაზღვრელიცაა
პოზიციური ბეტი
ბეტი, რომელიც უფრო ძლიერ პოზიციაზე ყოფნითაა გამოწვეული, ვიდრე კარტით
პოტ-ლიმიტი
თამაში, სადაც ფსონის მაქსიმუმი უდრის ბანკს
პრეფლოპი
გათამაშების ეტაპი ფლოპის დარიგების წინ
პატარა სტეკი
სტეკი, რომელიც ჩიპებით სხვა სტეკებზე ნაკლებია
პატარა ბლაინდი
განსაზღვრული აუცილებელი თანხა, რომელსაც კარტის დარიგებამდე დებს დილერის მარცხნივ პირველ პოზიციაზე მჯდომი მოთამაშე
პოლარიზაცია
როდესაც მოთამაშე ისე მოქმედებს, რომ მისი შესაძლო ხელის დიაპაზონი ორად იყოფა: ან ცალსახად ძლიერი, ან ცალსახად სუსტი.
პირველი ბეტი
ბლაინდები პირველ ფსონად ითვლება
პოტ-საიზ ბეტი
პოტის სიდიდის ბეტი, პოტ ლიმიტ ომაჰაში - ბეტის მაქსიმუმი
პასიური
თამაშის სტილი, რომელიც ბევრ ჩეკს და ქოლს და ნაკლებ ბეტს ან რეიზს ითვალისწინებს
პოკერის მსოფლიო სერიები
WSOP (World Series Of Poker). პოკერის ყველაზე ძველი, მასშტაბური და პრესტიჟული ტურნირების სერია
პოსტ-მორტემი
კონკრეტული თამაშის გარჩევა/ანალიზი მისი დამთავრების შემდეგ
პრემიუმ ხელები
საუკეთესო ხელის კარტები: AA, KK, QQ, AK