ავტორიზაცია

ლექსიკონი

სტეკის გაორმაგება
როდესაც ერთი მოთამაშე ოლ-ინს შედის და უგებს მეტოქეს, რომელსაც მეტი ან იმავე რაოდენობის ჩიპები აქვს, რითაც მისი სტეკის სიდიდე ორმაგდება
საოჯახო ბანკი
დარიგება, როდესაც ყველა ან თითქმის ყველა მოთამაშე ქოლს ამბობს
სწრაფი თამაში
იგივე, რაც აგრესიული თამაში
სუსტი ქოლი
მოსალოდნელი რეიზის დროს ქოლის გაკეთება
საცდელი ბეტი
ბეტი, რომლის ძირითადი მიზანია მეტოქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება მისი რეაქციის შედეგად
სატელიტი
ტურნირი, სადაც მთავარი პრიზი სხვა, დიდ ტურნირზე თამაშის უფლებაა
საშიში კარტი
მაგიდაზე მოსული კარტი, რომელმაც შეიძლება ვინმეს ძლიერი კომბინაციის აწყობის საშუალება მისცეს
სკუპი
ჰაი-ლოუ სპლიტში ბანკის ორივე, ქვედა და ზედა ნახევრის მოგება
სეტი
სამეული, რომელშიც შედის ხელის ორი კარტი და მაგიდის ერთი კარტი
საიდ-გეიმი
თამაში, რომელიც ტურნირის პარალელურად მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას შეჯიბრებიდან გამოვარდნილი მოთამაშეები ან ის ხალხი იღებს, რომელთაც ტურნირში თამაშზე უარი განაცხადეს
საიდ-ბანკი
ბანკი, რომელიც იქმნება, როცა ერთი მოთამაშე ოლ-ინს შედის, სხვები კი ფსონების დადებას განაგრძობენ მთავარი ბანკის „გვერდით“
სით-ენდ-გოუ ტურნირი
ტურნირი, რომელიც იწყება მაშინ, როდესაც მაგიდას საჭირო რაოდენობის მოთამაშეები მიუსხდებიან
სლოუფლეი
იგივეა, რაც სენდბეგი, როდესაც მოთამაშე ძლიერი კარტით პატარა ფსონებს აკეთებს
სლოუროლი
სიტუაცია, როდესაც მოთამაშე შოუდაუნისას საკუთარი კარტის გახსნას აჭიანურებს ან თავიდან ირიდებს და აიძულებს მეტოქეს, თავისი კარტი გახსნას
სქუიზპლეი
ფლოპამდე გაკეთებული რერეიზი – ხშირად ბლეფი – ერთი რეიზისა და ერთი ან რამდენიმე ქოლის შემდეგ
სტეკი
მოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა
სასტარტო კარტი
კარტი, რომლითაც მოთამაშე თამაშს იწყებს
სტრადლი
კარტის დარიგების წინ გაკეთებული „ბრმა“ რეიზი, რომელიც, როგორც წესი, დიდ ბლაინდზე ორჯერ მეტია. როცა ფლოპამდე თამაში სტრადლერთან აღწევს ისე, რომ რეიზი არავის გაუკეთებია, მას უფლება აქვს კიდევ გაზარდოს ფსონი
სტრიტი
ნებისმიერი ფერის ხუთი მიმდევრობითი კარტისგან შემდგარი კომბინაცია
სტრეიტ-ფლეში
ერთი ფერის ხუთი მიმდევრობითი კარტისგან შემდგარი კომბინაცია
სტადი
პოკერის ერთ-ერთი ნაირსახეობა
სუპერსატელიტი
მრავალმაგიდიანი ტურნირი, სადაც პრიზი სატელიტტურნირზე ან ისეთ ტურნირზე თამაშის უფლებაა, საიდანაც უფრო დიდ ღონისძიებაზე გადასვლა შეიძლება
სამეული
ერთი რანგის სამი კარტი
სუსტი ტუზი
ტუზი დაბალი კიკერით
სველი მაგიდა
სიტუაცია, როდესაც მაგიდაზე მოსული კარტი მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, ძლიერი კომბინაცია ააწყონ
სპლიტი
ბანკის გაყოფა. ეს შეიძლება მოხდეს ფრის შემთხვევაში. ჩოპისგან განსხვავებით, სპლიტი არ ითვალისწინებს მოლაპარაკების გზით ბანკის გაყოფას
სუითი
მასტი
სარეგისტრაციო შესატანი
ტურნირის სარეგისტრაციო თანხა, რომელიც საპრიზო ფონდში არ შედის
სიქს-მაქს
მაგიდასთან მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა - 6