ავტორიზაცია

ლექსიკონი

ფავორიტი
უკეთესი კარტი ორ ან მეტ მეტოქეს შორის
ფიდერი
კაზინოში თამაშისას მეორე ან მესამე მაგიდა, საიდანაც მოთამაშეები სათამაშოდ მთავარ მაგიდაზე გადადიან
ფინალური მაგიდა
პოკერის ტურნირში საბოლოო მაგიდა, სადაც დანარჩენი მოთამაშეების გავარდნის შემდეგ განსაზღვრული რაოდენობის მოთამაშეები მთავარ ადგილებს იყოფენ
ფიში
სუსტი მოთამაშე. ზოგჯერ ვირსაც უწოდებენ
ფიქსირებული ლიმიტი
ლიმიტირებულ პოკერში, ვაჭრობის სტრუქტურა, რომელშიც თითოეულ რაუნდში გაკეთებული ბეტის სიდიდე წინასწარაა განსაზღვრული
ფლოუტი
ბეტზე ქოლის თქმა შემდეგ რაუნდში ბლეფის დაწყების განზრახვით
ფლოპი
პირველი სამი კარტი, რომლებიც მაგიდის ცენტრში ერთდროულად რიგდება და იხსნება
ფლეში
კომბინაცია, რომელიც ერთი მასტის ხუთი კარტისგან შედგება
ფოლდი
კარტის დაყრა, გათამაშებიდან გასვლა
ფორ–ფლეში
ერთი მასტის ოთხი კარტი. არასრული ფლეში
ფორ-სტრეიტი
ოთხი კარტი ერთმანეთის მიმდევრობით. არასრული სტრეიტი
ფრი ქარდი
– მაგიდის კარტი, რომლის ნახვა მოთამაშეს შეუძლია წინა რაუნდში ფსონის გაკეთების გარეშე. მაგალითად, თუ ფლოპზე ბეტი არავის გაუკეთებია, მაშინ თქვენ გაქვთ საშუალება, ნახოთ თერნი ისე, რომ ამისთვის ბანკში არაფერი შეიტანოთ – ე.ი. უფასოდ
ფრიზაუთი
პოკერში შეჯიბრის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომლის დროსაც რი-ბაი (ხელმეორედ შესვლა ბაი-ინით) არ შეიძლება
ფულ-ჰაუსი
სამი ერთი რანგის და ორი სხვა რანგის კარტებისგან შემდგარი კომბინაცია, მაგალითად, სამი ათიანი და ორი შვიდიანი
ფუში
ოლ-ინის გაკეთება
ფრთხილი მოთამაშე
როდესაც მოთამაშე ძალიან ცოტა გათამაშებაში შედის და, როცა შედის, მხოლოდ ძალიან ძლიერი კარტით
ფანჯრის კარტი
ფლოპის პირველი კარტი
ფოლდ-ეკვიტი
ბანკის წილი, რომლის მოგებასაც მოთამაშე ვარაუდობს ისეთი ბეტის გაკეთებისას, რომელიც მის მეტოქეს ფოლდისკენ უბიძგებს
ფრიროლი
თამაში, რომელშიც შანსი გაქვს, მოიგო ფულის შენატანის და რისკის გარეშე
ფლეშ დრო
როცა მოთამაშეს აქვს 4 ერთი მასტის კარტი და ფლეშის კომბინაციამდე ერთი კარტი აკლია
ფლურმენი
პოკერრუმის თანამშრომელი, რომელიც აწესებს წესებს და იღებს გადაწყვეტილებებს