ავტორიზაცია

ლექსიკონი

Dead blind
ბლაინდი, რომლის გამკეთებელსაც რეიზის უფლება არა აქვს, თუ სხვა მოთამაშეებმა მხოლოდ დაქოლეს. როგორც წესი, მკვდარი ბლაინდი იმ მოთამაშეს ეკუთვნის, რომელიც თამაშში შემოვიდა ან დაბრუნდა (დიდი ბლაინდის გარდა, ნებისმიერ სხვა პოზიციაზე)
Dead hand
კარტი, რომლის მფლობელსაც გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არა აქვს, იმიტომ, რომ მეტოქის ხელის კარტი ნახა, არასწორი რაოდენობის ხელის კარტები დაურიგდა, დარიგებამდე ბლაინდები ან სხვა სავალდებულო გადასახადები არ გადაუხდია და ა.შ
Dead man's hand
ორი წყვილი შავი ტუზებით და შავი რვიანებით. გადმოცემის მიხედვით, ველური დასავლეთის ფოლკლორის გმირს ველურ ბილ ჰიკოკს სწორედ ეს კარტი ეჭირა, როდესაც მოკლეს
Dead money
ბანკში შემავალი ფული ან ჩიპები, რომლებიც გათამაშებიდან გასულმა მოთამაშეებმა დადეს ან მაგიდას წინა გათამაშებიდან შემორჩა
Deal twice
ქეშ-გეიმში, როდესაც ორი მოთამაშე თამაშობს და ერთ-ერთი ოლ-ინს შედის, მოთამაშეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ დარჩენილი კარტები მაგიდაზე ორჯერ დარიგდეს. თუ ერთი მოთამაშე ორივე დარიგებას მოიგებს, მთლიან ბანკს დაეუფლება, თუ არა და – ბანკი გაიყოფა
Dealer
ის, ვინც კარტს არიგებს
Deep stack
იგივე დიდი სტეკი
Defense
როდესაც მოთამაშე ცდილობს, თავი ბლეფისგან დაიცვას და საეჭვო მოთამაშეს აიძულებს, დაფოლდოს ან კიდევ უფრო მეტ ფულს შევიდეს
Deuce
ორიანი. ასევე უწოდებენ იხვს, გედს
Dirty stack
სტეკი, რომელიც ერთი ღირებულების ჩიპებისგან შედგება, თუმცა 1-2 ჩიპი განსხვავებული ღირებულებისაა. ხშირად ეს დაუდევრობით ხდება, თუმცა შესაძლოა გამიზნული თაღლითობაც იყოს
Dominated hand
კარტი, რომელიც არაა სუსტი, მაგრამ მეორე მოთამაშის კარტი უფრო ძლიერია.
Donk bet
ცუდი ბეტი, რომელიც, როგორც წესი, მოთამაშის გამოუცდელობის ან სტრატეგიის არცოდნის შედეგია
Donkey
სუსტი მოთამაშე, ასევე უწოდებენ თევზს/ფიშს
Door card
ფლოპის პირველი კარტი
double belly buster straight draw
სტრეიტ-დრო, რომლის დასრულებისთვის ორიდან ერთი კარტი უნდა მოვიდეს. მაგალითად, როცა გაქვთ A, Q, J, 10, 8, სტრეიტის აწყობას სჭირდება ორი კარტიდან ერთ-ერთი – 9 ან K
Double raise
მინიმალური რეიზი ულიმიტო ან ბანკ-ლიმიტ ჰოლდემში, როდესაც მოთამაშე მეტოქის ბეტს აორმაგებს
Double up
როდესაც ერთი მოთამაშე ოლ-ინს შედის და უგებს მეტოქეს, რომელსაც მეტი ან იმავე რაოდენობის ჩიპები აქვს, რითაც მისი სტეკის სიდიდე ორმაგდება
Double through
როდესაც ერთი მოთამაშე ოლ-ინს შედის და უგებს მეტოქეს, რომელსაც მეტი ან იმავე რაოდენობის ჩიპები აქვს, რითაც მისი სტეკის სიდიდე ორმაგდება
Downcard
კარტი, რომელიც რიგდება დაფარულად, სახით ქვევით
Downswing
თამაშის მონაკვეთი, როდესაც მოთამაშე მოსალოდნელზე მეტს აგებს
Draw
დაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს
Drawing hand
დაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს
Dry ace
როდესაც მოთამაშეს ტუზი და მეორე სხვა ფერის კარტი უჭირავს
Dry board
სიტუაცია, როდესაც მაგიდაზე კარტები ისეა განლაგებული, რომ სტრეიტის ან ფლეშის ალბათობა ძალიან დაბალი ან გამორიცხულია
Duplicate
ყალბი კარტი, ამ ტერმინს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ ყალბი კარტი ერთ-ერთი მოთამაშის ხელში არსებული კარტის ანალოგია
Deck
სათამაშო კარტების დასტა
Drop
ბანქოს გაშვება, ვაჭრობის გარეშე გავლა
Disconnect Protection
ონლაინპროვაიდერის მოწყობილობა, რომელიც იცავს ბანკში ჩართულ მოთამაშეს ინტერნეტის წვდომის შეწყვეტისას