ავტორიზაცია

ლექსიკონი

Rabbit hunt
ხელის დასრულების შემდეგ იმ კარტების გახსნა, რომლებიც შემდეგ უნდა ამოსულიყო. ჩვეულებრივ, კაზინოში ეს ქმედება აკრძალულია, რადგანაც გადაყრილი კარტების შესახებ ინფორმაციას ააშკარავებს
Raccoon
ცუდი მოთამაშე. იგივეა, რაც თევზი
Rack
ცელოფანში გახვეული ერთი ღირებულების 100 ჩიპი
Rail
გამყოფი სათამაშო მაგიდასა და მაყურებლებს შორის
Rainbow
სამი ან ოთხი სხვადასხვა ფერის კარტი. ამ გამოთქმას განსაკუთებით ფლოპის კარტებზე ამბობენ
Raise
ფსონის გაზრდა
Rake
თანხა, რომელსაც იღებს კაზინო (ბანქოს კლუბი) თამაშის ორგანიზებისთვის
Rakeback
თანხა, რომელსაც მოთამაშე რეიკიდან იღებს
Rakeback pro
მოთამაშე, რომელიც შეიძლება თამაშებს არ იგებს, მაგრამ რეიკბეკის საშუალებით წაგებას მოგებად აქცევს
Range of hands
იმ სავარაუდო კარტის სიმრავლე, რომლითაც მოთამაშე გათამაშებაში შედის
Rebuy
ტურნირში ყველა ჩიპის წაგების შემდეგ განსაზღვრული რაოდენობის ჩიპების შეძენა
Reraise
სხვისი რეიზის შემდეგ ფსონის კიდევ უფრო გაზრდა
Ring game
იგივეა, რაც ქეშ-გეიმი
River
ბოლო კარტი, რომელიც მაგიდაზე იხსნება
Rock
პასიური, ფრთხილი მოთამაშე, რომელიც ძალიან ცოტა ხელს თამაშობს და გათამაშებაში მხოლოდ ძალიან ძლიერი კარტით შედის
Rounder
პროფესიონალი მოთამაშე, რომელიც მაღალფსონიან თამაშებში მონაწილეობის მისაღებად მოგზაურობს
Royal flush
პოკერში ყველაზე მაღალი შესაძლო ხელი. სტრეიტ-ფლეში, რომელიც ხუთი ყველაზე მაღალი კარტისგან შედგება
Runner-runner
კომბინაცია, რომელიც თერნსა და რივერზე ამოსული კარტებით ეწყობა. იგივეა, რაც ბექდორი
Rush
მოგებათა სერია პოკერში. ასევე, მოთამაშე, რომელიც ზედიზედ რამდენიმე დიდ ბანკს იგებს. იგივეა, რაც ჰითერი
Rank
თითოეული კარტისა თუ ხელის ღირებულება
Round of Betting
ვაჭრობის რაუნდი, როდესაც მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ ბეტი, ჩეკი ან რეიზი.