ავტორიზაცია

ლექსიკონი

Sandbag
მოთამაშე, რომელიც კარგი კარტით მცირე ფსონს შედის და სხვებს თავს აჩვენებს, თითქოს სუსტი კარტი უჭირავს
Satellite
ტურნირი, სადაც მთავარი პრიზი სხვა, დიდ ტურნირზე თამაშის უფლებაა
Scare card
მაგიდაზე მოსული კარტი, რომელმაც შეიძლება ვინმეს ძლიერი კომბინაციის აწყობის საშუალება მისცეს
Scoop
ჰაი-ლოუ სპლიტში ბანკის ორივე, ქვედა და ზედა ნახევრის მოგება
Second pair
მაგიდაზე სიძლიერით მეორე წყვილი
Semi-bluff
როდესაც მოთამაშე ვაჭრობის ერთ რაუნდში ბლეფობს, ხელში კი ისეთი კარტი უჭირავს, რომელიც შესაძლოა შემდეგ რაუნდებში გაუმჯობესდეს
Set
სამეული, რომელშიც შედის ხელის ორი კარტი და მაგიდის ერთი კარტი
Shark
პროფესიონალი პოკერის მოთამაშე
Shootout
ტურნირი, სადაც ყოველ მაგიდაზე თამაში გრძელდება ერთი გამარჯვებულის გამოვლენამდე, ყველა მაგიდის გამარჯვებულები კი იწყებენ ტურნირის შემდეგ ეტაპს და ა.შ
Short stack
სტეკი, რომელიც ჩიპებით სხვა სტეკებზე ნაკლებია
Showdown
გამარჯვებულის გამოსავლენად კარტების ჩვენება რივერზე ბოლო ვაჭრობის დასრულების შემდეგ
Side game
თამაში, რომელიც ტურნირის პარალელურად მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას შეჯიბრებიდან გამოვარდნილი მოთამაშეები ან ის ხალხი იღებს, რომელთაც ტურნირში თამაშზე უარი განაცხადეს
Side pot
ბანკი, რომელიც იქმნება, როცა ერთი მოთამაშე ოლ-ინს შედის, სხვები კი ფსონების დადებას განაგრძობენ მთავარი ბანკის „გვერდით“
Sit and go
ტურნირი, რომელიც იწყება მაშინ, როდესაც მაგიდას საჭირო რაოდენობის მოთამაშეები მიუსხდებიან
Slow play
იგივეა, რაც სენდბეგი, როდესაც მოთამაშე ძლიერი კარტით პატარა ფსონებს აკეთებს
Slow roll
სიტუაცია, როდესაც მოთამაშე შოუდაუნისას საკუთარი კარტის გახსნას აჭიანურებს ან თავიდან ირიდებს და აიძულებს მეტოქეს, თავისი კარტი გახსნას
Small blind
განსაზღვრული აუცილებელი თანხა, რომელსაც კარტის დარიგებამდე დებს დილერის მარცხნივ პირველ პოზიციაზე მჯდომი მოთამაშე
Splash the pot
ბანკში ჩიპების უწესრიგოდ ჩაყრა, რაც, როგორც წესი, იკრძალება, რადგან დილერს არ შეუძლია ზუსტად თქვას, რამდენს შევიდა მოთამაშე
Squeeze play
ფლოპამდე გაკეთებული რერეიზი – ხშირად ბლეფი – ერთი რეიზისა და ერთი ან რამდენიმე ქოლის შემდეგ
Stack
მოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა
Starting hand
კარტი, რომლითაც მოთამაშე თამაშს იწყებს
Steal
ბლეფის ერთგვარი სახეობა, რომელიც ვაჭრობის პირველ რაუნდში კეთდება და მიზნად ისახავს ანტეებისა და ბლაინდების წაღებას
Straddle bet
კარტის დარიგების წინ გაკეთებული „ბრმა“ რეიზი, რომელიც, როგორც წესი, დიდ ბლაინდზე ორჯერ მეტია. როცა ფლოპამდე თამაში სტრადლერთან აღწევს ისე, რომ რეიზი არავის გაუკეთებია, მას უფლება აქვს კიდევ გაზარდოს ფსონი
Straight
ნებისმიერი ფერის ხუთი მიმდევრობითი კარტისგან შემდგარი კომბინაცია
Straight flush
ერთი ფერის ხუთი მიმდევრობითი კარტისგან შემდგარი კომბინაცია
Stud
პოკერის ერთ-ერთი ნაირსახეობა
Super satellite
მრავალმაგიდიანი ტურნირი, სადაც პრიზი სატელიტტურნირზე ან ისეთ ტურნირზე თამაშის უფლებაა, საიდანაც უფრო დიდ ღონისძიებაზე გადასვლა შეიძლება
Second-Bet
პირველი რეიზი
Street
ვაჭრობის რაუნდი პოკერში
Short-Handed
თამაში ცოტა მოთამაშის მონაწილეობით
Split
ბანკის გაყოფა. ეს შეიძლება მოხდეს ფრის შემთხვევაში. ჩოპისგან განსხვავებით, სპლიტი არ ითვალისწინებს მოლაპარაკების გზით ბანკის გაყოფას
Suit
მასტი
Shuffle
კარტის აჩეხვა
six-max
მაგიდასთან მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა - 6