ავტორიზაცია
ქარ

ლექსიკონი

ანტე
სავალდებულო გადასახადი, რომელსაც ზოგ თამაშში ყველა მოთამაშე იხდის დარიგებამდე
ანტე ოფ
როდესაც მაგიდაზე არმყოფი მოთამაშე ანტეს, ბლაინდებისა და სხვა სავალდებულო ფსონების გადახდას აგრძელებს, რათა შეჯიბრი სამართლიანი და ყველასთვის თანასწორი იყოს
ალი
მაგიდაზე მოსული ხუთი კარტით შედგენილი ფლეში
აგური
არასასურველი, არაფრისმომცემი კარტი. ასევე ცნობილია, როგორც ბომბი
ავტომოპასუხე
მოთამაშე, რომელიც ხშირად ქოლავს და იშვიათად არეიზებს
ადრეული პოზიცია
პოზიცია მაგიდასთან, როდესაც მოთამაშე ვალდებულია იმოქმედოს სხვებზე ადრე. ადრეულს უწოდებენ ბლაინდების მარცხნივ მყოფ ორ პოზიციას
ადგილის დაბევება
ქეშ-გეიმში ადგილის დაბევება ნიშნავს, რომ მოთამაშე ჩიპებს და სხვა თავის ნივთებს მაგიდაზე აწყობს და ერთ-ერთ სათამაშო ადგილს იკავებს. იმ ადგილს სხვა მსურველი ვერ დაიკავებს, მიუხედავად იმისა, მოთამაშე თამაშობს თუ არა
აუტები
გაუხსნელი კარტები, რომელთაც მოთამაშის ხელის გაძლიერება შეუძლიათ. აუტების დათვლა პოკერის კარგად თამაშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია
აუტსაიდერი
მოთამაშე, რომელსაც მეორე მოთამაშესთან მოგების ნაკლები შანსი აქვს
ანდერფეარ
ხელის წყვილი, რომელიც ბორდზე გახსნილ ყველა კარტზე დაბალია
ანდერფლეი
პატარა ბეტების გაკეთება იმ იმედით, რომ სხვა მოთამაშეებს ბანკში ჩაითრევთ
აგრესიული
თამაშის სტილი, როდესაც მოთამაშე ხშირად აკეთებს ბეტს ან რეიზს და იშვიათად - ქოლს ან ჩეკს
ანბანური მოთამაშე
დამწყები მოთამაშე