ავტორიზაცია
ქარ
ქეითი ლინდსი და კრის მურმანი

ლონდონის ჰაიროლერის პირველი დღე დასრულდა

£2 200 888Live Poker Festival London-ის ჰაიროლერის პირველი დღე დასრულდა.

ტურნირზე სულ 57 მოთამაშე დარეგისტრირდა, მათ შორის: ჯეიკ ქოუდი, კრის მურმანი, ქეითი ლინდსი, ანტუან საუ, ტომ ჰოლი.

პირველი დღის ჩიპლიდერიმოთამაშე, რომელსაც მოცემულ მომენტში ყველაზე მეტი ჩიპი აქვს ქეითი ლინდსი გახდა. მან თავისი მეუღლე კრის მურმანი ტურნირის მიღმა დატოვა. „ბოდიში, საყვარელო“, - ამ სიტყვებით მიმართა ლინდსიმ მურმანს და ხელის რვიანები გამოაჩინა.

ჰაიროლერი ხვალ განახლდება, პოკერის მოთამაშეებს საშუალება ექნებათ, გვიანი რეგისტრაციით პირველი დღის გამარჯვებულებს შეუერთდნენ.