ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
მეორე ბუმი
ავტორი
ედ მილერი

„ველოდოთ თუ არა პოკერის მეორე ბუმს?”

ყველას, ვინც პირველი ბუმის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს თამაშობდა – დაახლოებით 2003-2008 წლებში, – ახსოვს, რა კარგი იყო მაშინ პოკერის თამაში. მილიონობით ახალ მოთამაშეს შეჰქონდა დეპოზიტები თავიანთ ანგარიშებზე და ძალებს ცდიდა პოკერის ყველა ნაირსახეობაში – ლიმიტიბეტის მინიმალური ან მაქსიმალური რაოდენობაანი იქნებოდა თუ ულიმიტოწესი, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს შეუძლია ბეტი გააკეთოს ნებისმიერი რაოდენობის ან ყველა ჩიპით, ქეშ-გეიმითამაში ნამდვილი ფულით (და არა სატურნირო ჩიპებით) თუ ტურნირი, სით-ენდ-გოუ თუ მრავალმაგიდიანი. თითქმის ყველა, ვინც ცოტათი მაინც ცდილობდა სხვებზე უკეთ თამაშს, აუცილებლად იგებდა. ზოგმა დიდი ფულიც გააკეთა. რა ჯობია დიდი ფულის შოვნას იმ თამაშით, რომელიც ძალიან გიყვარს?

2018 წელს პოკერი გაცილებით უფრო რთულია. ბუმები მარადიული არაა და, თუმცა პოკერი დღეს აშკარად აღმავლობას განიცდის, ვერავინ იტყვის, რომ ეს ბუმია. ბუნებრივია, ხალხს უჩნდება კითხვები ახალი ბუმის შესახებ. მოდის? როდის მოვა? დიდი ბუმი იქნება? როგორ მოვემზადოთ მისთვის?

წინასწარმეტყველი არა ვარ, თუმცა რამდენიმე მოსაზრება კი მაქვს. პირველ რიგში, პირველი ბუმი აღარ განმეორდება. ეს ერთჯერადი მოვლენა იყო, რომელიც დაემთხვა ინტერნეტის როლის მკვეთრ ზრდას ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თუმცა, ჩემი აზრით, შესაძლებელია, მოსალოდნელიც კი, რომ პოკერში მალე – მოდით ასე დავარქვათ – დიდი ტალღა მოვიდეს. ეს ტალღა, თუ მართლა მოვიდა, გამოწვეული იქნება ონლაინტოტალიზატორებისა და კაზინოს თამაშების ლეგალიზაციით ცალკეულ შტატებში.

უზენაესმა სასამართლომ აპრილში გააუქმა ფედერალური კანონი, რომელიც ცალკეულ შტატებს ტოტალიზატორების ლეგალიზაციასა და რეგულირებას უკრძალავდა. რამდენიმე კვირაში ნიუ-ჯერსის კომპანიები ოფიციალურად იღებდნენ ფსონებს სპორტულ თამაშებზე. 2018 წლის ბოლოსთვის ლეგალური ფსონები უკვე ათამდე ამერიკულ შტატში გაჩნდა.

ყველა გონივრული პროგნოზით, რამდენიმე წელიწადში შტატების უმეტესობა, ამა თუ იმ მოცულობით, სპორტული ფსონების სფეროში გარკვეულ ნახტომს გააკეთებს.

სავარაუდოდ, ტოტალიზატორებს მალევე მოჰყვება პოკერიც. ძალიან გამიკვირდება, თუ 2020 წლის მიწურულს ისევ მხოლოდ ორიოდე შტატში გვექნება პოკერის თამაში ნებადართული.

ონლაინტოტალიზატორების მოსვლა უკვე გადაწყვეტილი საქმეა. ონლაინკაზინოები და ონლაინპოკერი მთლად ასე გადაწყვეტილი არაა, მაგრამ დიდად მოსალოდნელია.

 

მთავარია მარკეტინგის ბიუჯეტი

რატომ იყო ბუმის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს პოკერი ასეთი კარგი? ცხადია, ამის მიზეზი იყო ახალი მოთამაშეები თამაშში შემოტანილი ფულით.

რა აიძულებდა ამ ახალ მოთამაშეებს, რომ ფული დაედოთ და ეთამაშათ?

მარკეტინგი. თუ ნებისმიერი აზარტული თამაშის შესაძლებლობას კარგად დავაკვირდებით, თითქმის ყოველთვის დავინახავთ, რომ ამ პროცესს მოზრდილი სამარკეტინგო ბიუჯეტი უმაგრებს ზურგს. როგორ შექმნა სამარკეტინგო ბიუჯეტებმა წინა ათწლეულის ბუმი?

  • პირდაპირი რეკლამა. ისეთი შოუები, როგორიცაა World Poker Tour, ძალიან პოპულარული გახდა და ონლაინპოკერის საიტები დაუღალავად ეწეოდნენ მათ რეკლამირებას. ეს აფართოებს მოთამაშეთა წრეს და პოკერში ახალი სისხლის შემოდინებას უწყობს ხელს.
  • შეღავათები და პრიზები დეპოზიტის შემოტანისას. იმ პერიოდში ოპერატორები ახალ მოთამაშეებს დიდ ჯილდოებს ჰპირდებოდნენ. ეს იყო რეალური სამარკეტინგო ფული, რომელიც პირდაპირ მოთამაშეთა ჯიბეში ხვდებოდა.
  • პარტნიორული ფასები. ონლაინთამაშებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება პარტნიორული მარკეტინგი, როცა მესამე მხარეები ასრულებენ სამარკეტინგო სამუშაოებს ოპერატორებისთვის, შემდეგ კი თავიანთ წილს იღებენ შემოსული დეპოზიტებიდან, დანაკარგებიდან, რეიკებიდან და ასე შემდეგ. პოკერში ამ პარტნიორული ფასების დიდი ნაწილი ისევ მოთამაშეებს უბრუნდება რეიკბეკითანხა, რომელსაც მოთამაშე რეიკიდან იღებსს თაობაზე პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე.

აი, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. პოკერისადმი ინტერესის ახალი ტალღა საზოგადოების მიერ ინტერნეტის ათვისებამ და WPT-ის სატელევიზიო რეპორტაჟებმა (და იმ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესის სხვა გადაცემებმა) გამოიწვია.

ამ პირველ ტალღას მოჰყვა ინვესტიციები და ახალი ინტერნეტოპერატორების გაჩენა. ეს ოპერატორები დიდძალ კაპიტალურ ინვესტიციებს დებდნენ მარკეტინგში, რათა მეტი მომხმარებელი მოეზიდათ.

მარკეტინგში დახარჯულმა ფულმა გააძლიერა პოკერის ეკონომიკა და მოთამაშეთა ნაწილმა თამაშით რეალური ფულადი შემოსავლების მიღება დაიწყო. ამან წააქეზა ხალხი (მათ შორის, მეც), რომ წამოეწყოთ თავიანთი ბიზნესები, სადაც ახალბედა მოთამაშეებს მოგებას ასწავლიდნენ.

სწავლა ამართლებდა – შეგეძლოთ, წიგნი წაგეკითხათ, ვიდეო გენახათ, გევარჯიშათ და შემდეგ თამაშით ფული მოგეგოთ. ეს უდიდესი ცდუნება იყო ბევრისთვის, რის გამოც თამაშში ახალი ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. მოთამაშეთა გაზრდილ რაოდენობას მოჰყვა მეტი სატელევიზიო გადაცემა, მეტი ინვესტიცია, მეტი ახალი ოპერატორი, მარკეტინგზე დახარჯული მეტი ფული, მოთამაშეთა შორის კონკურენციის გამძაფრება და ა.შ.

მთავარი აქ ისაა, რომ ყველაფერი სამარკეტინგო ფულზე დგას. ეს ფული ამოძრავებს ეკონომიკას ბუმის პერიოდში.

მაშ ასე, ვიხილავთ თუ არა პოკერის კიდევ ერთ ბუმს? თუ ვიხილავთ, აი, როგორი იქნება ის.

დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში შტატების ნაწილი გასცემს ონლაინპოკერის ნებართვას, ტოტალიზატორების ნებართვის თანმდევი ეფექტის სახით. ამ შტატებში ასევე დაშვებული გახდება სხვა შტატების მოთამაშეებთან თამაში, სადაც პოკერი ასევე ნებადართული იქნება.

ძალიან მალე შეერთებულ შტატებში გაჩნდება მოთამაშეთა საკმაო რაოდენობა, რაც პოკერს ფეხზე დადგომაში დაეხმარება „შავი პარასკევის” შედეგად დამყარებული სრული ატროფიის შემდეგ. ეს ცვლილება ახალ მოთამაშეებს მიიზიდავს და პოკერიდან წასულ მილიონობით მოთამაშეს თამაშის მივიწყებულ სურვილს გაუღვიძებს. პოკერის სტატისტიკა – აქტიური მოთამაშეების რაოდენობა, რეიკების სიდიდე და ა.შ. – ინვესტორების ყურადღებას მიიქცევს და მათ ფულის დაბანდებისკენ უბიძგებს.

ზოგი ოპერატორი გადაწყვეტს, გააფართოოს თავისი წილი ბაზარზე და ქვეყანას (ან, სულ ცოტა, იმ შტატებს, სადაც პოკერი ნებადართული იქნება) ახალი მარკეტინგული კამპანიით დაესხმება თავს. ისევ გაჩნდება რეკლამები, დეპოზიტის შეტანისას დაწესებული პრიზები და შეღავათები, პარტნიორული ფასები. იმდენი არა, რამდენიც 15 წლის წინ იყო, მაგრამ გაცილებით მეტი, ვიდრე დღესაა.

ბუმი.

უფრო სწორად, მინიბუმი. როგორც კი მარკეტინგს დაინახავთ, მიხვდებით, რომ ის დაიწყო.

სამწუხაროდ (პოკერის მოთამაშეებისთვის), ამჯერად ყველაფერი უფრო რთულად იქნება, რადგან პოკერი მეორე პლანზე გადავა სპორტული ფსონებისა და ონლაინკაზინოს შემდეგ. ყველა ოპერატორი, რომელიც პოკერს შემოგვთავაზებს, ასევე ჩაერთვება ამ ორ საქმიანობაშიც, რომლებსაც, რა დასამალია და, პოკერზე მეტი ფული მოაქვს. ოპერატორებს იმედი ექნებათ, რომ პოკერის თითოეული რეგულარული მოთამაშე გულში ტოტალიზატორის ან კაზინოს მომხმარებელია და მალე თავის ნამდვილ მოწოდებას მიუბრუნდება.

ცხადია, ოპერატორების ამ ოცნებას ახდენა არ უწერია – პოკერის ბევრ მოთამაშეს აინტერესებს პოკერი და მხოლოდ პოკერი და, უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება, ზოგჯერ კაზინოს თამაშებშიც ჩაერთოს, დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესის მოკვლის მიზნით.

თუმცა, იმის გამო, რომ ტოტალიზატორი და კაზინოს აზარტული თამაშები უფრო მომგებიანია, ვიდრე პოკერი, ოპერატორები მუდმივად ეცდებიან მოთამაშეების გადაბირებას ამ ორ სფეროში (ამ მცდელობებს დასჭირდება სამარკეტინგო თანხები, ასე რომ, თუ გონება გიჭრით, შეგიძლიათ, ეს შანსიც გამოიყენოთ და ამ პერიოდში ამ სფეროებშიც იშოვოთ ფული).

 

დასკვნითი ფიქრები

მეორე მხრივ, შეიძლება მსგავსი არაფერი მოხდეს. შეიძლება პოკერს მეტი ყურადღება მიექცეს, ვიდრე ტოტალიზატორებს. ასე იმიტომ მგონია, რომ პოკერი დიდებული თამაშია. წინა ათწლეულში პოკერი გაჯერებული იყო მოთამაშეებით. იმ ათწლეულის ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე დღეს წარმატებული პროფესიონალია, მშვენიერი შემოსავლით. არ დაგვავიწყდეს აკრძალული ხილის სინდრომიც.

2006-2011 წლებში ფედერალური მთავრობის ქმედებები ონლაინპოკერის წინააღმდეგ უკიდურესად შედეგიანი აღმოჩნდა. ამერიკელებმა თამაში შეწყვიტეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ფული გამოელიათ ან ინტერესი დაკარგეს. თამაში შეწყვიტეს იმიტომ, რომ მთავრობამ აიძულა. ჩემი აზრით, როგორც კი ონლაინპოკერი დაბრუნდება, ასევე დაბრუნდება მოთამაშეების დიდი ნაწილიც. ცოტა ხნით მაინც. ♠