ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
მიმართეთ თქვენი აზროვნება პოკერში წარმატებისკენ
ავტორი
დაგ პოლკი

პოკერში წარმატების მიღწევას აზროვნების პროცესის კონკრეტული მიმართულებით წარმართვა სჭირდება. მოთამაშე რაციონალურად  უნდა აფასებდეს გადაწყვეტილებებს, უნდა იყოს თვითკრიტიკული და ახალი იდეებისთვის ღია. საკუთარი თამაშის ასეთი შეფასებისა და გაუმჯობესების უნარს მივყავართ გადაწყვეტილებების თავდაჯერებულად მიღებამდე. თავდაჯერებულობა კი, თავისთავად, სწორი აზროვნების ძირითადი კომპონენტია პოკერში.

ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ უწყობს ხელს ეს კომპონენტები სწორად მიმართული აზროვნების ჩამოყალიბებას. აქვე ვნახავთ ორ გავრცელებულ შეცდომას და ვიმსჯელებთ მათ გამოსწორებაზე.

 

  1. საკუთარი თამაშის ობიექტური ანალიზის უუნარობა.

პოკერში თამაშს ვერ გაიუმჯობესებთ, თუ საკუთარ შეცდომებს არ აკვირდებით – თამაშის ხარისხის ამაღლებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სწორედ საკუთარი ხარვეზების დანახვა და ახალი კონცეფციების აღქმაა. თუმცა, ბევრი მოთამაშე მეტისმეტად დიდი წარმოდგენისაა საკუთარ თამაშზე, რაც მას ამ ნაბიჯის გადადგმაში ხელს უშლის. საინტერესოა, რომ ეს ხშირად ასეა უკვე წარმატებული მოთამაშეების შემთხვევაშიც, რომლებსაც თავდაჯერებულობის საკმაოდ კარგი მიზეზი აქვთ. საქმე კი ისაა, რომ მოთამაშე უნდა იყოს ისეთივე შრომისმოყვარე, როგორც თავდაჯერებული.

ნებისმიერი პროფესიონალი მოთამაშე გეტყვით, რომ შეიძლება დადგეს მომენტი, როცა იგრძნობთ, რომ ყველაფერი ისწავლეთ, რაც უნდა გესწავლათ, და მაშინვე აღმოაჩენთ რომელიმე ახალ კონცეფციას, რომელიც თამაშს უფრო სიღრმისეულად და კომპლექსურად დაგანახებთ. მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია, არასოდეს იფიქროთ, რომ თქვენი თამაშის სტრატეგია სრულყოფილებამდე დახვეწეთ. სანამ ულიმიტოწესი, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს შეუძლია ბეტი გააკეთოს ნებისმიერი რაოდენობის ან ყველა ჩიპით თამაშები იარსებებს, ყოველთვის იარსებებს სივრცე გაუმჯობესებისთვისაც.

 

რჩევები ობიექტური მენტალობის ჩამოყალიბებისთვის

 

• ეცადეთ, არ იამაყოთ საკუთარი თამაშით.

თუ მეტოქე ისეთ სვლას აკეთებს, რომელსაც თქვენ არ გააკეთებდით, ცოტა ხნით შეჩერდით და დაფიქრდით ამ სვლაზე. შეიძლება დაასკვნათ, რომ იგი ოპტიმალურზე უარესი ან ცალსახად მცდარიც კი იყო, მაგრამ ამ დასკვნამდე უნდა მიხვიდეთ რაციონალური აზროვნების გზით. შეიძლება ისიც კი აღმოაჩინოთ, რომ ოპონენტის თამაში, სინამდვილეში, უკეთესი იყო იმაზე, რასაც თქვენ გააკეთებდით, და ამის შედეგად რაღაც ახალი ისწავლოთ.

 

• ძლიერ კონკურენციას შეხედეთ, როგორც სწავლას.

იმის ნაცვლად, რომ თქვენი ყველაზე ძლიერი მეტოქეები მტრებად აღიქვათ, შეხედეთ მათ ისე, როგორც თქვენს მასწავლებლებს. აზროვნების ამ გზით წარმართვა საშუალებას მოგცემთ, დაინახოთ და სათქვენოდ გამოიყენოთ სტრატეგიები, რომლებსაც ოპონენტები შედეგიანად იყენებენ.

გახსოვდეთ: პოკერი რთული თამაშია. შედეგი შეიძლება მოიტანოს სხვადასხვა სახის სტრატეგიებმა, სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა ხარისხისა. გონება მუდმივად გახსნილი უნდა გქონდეთ – მხოლოდ ასე შეძლებთ შეაფასოთ ის მრავალრიცხოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეგიძლიათ მიიღოთ ძლიერი ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში.

 

 

2. თავდაჯერებულობის დეფიციტი თამაშის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს

თვითკრიტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ პოკერის კარგი მოთამაშე გახდეთ, მაგრამ, ამას გარდა, სრულიად თავდაჯერებული უნდა იყოთ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

რჩევები მეტი თავდაჯერებულობისათვის გადაწყვეტილების მიღებისას:

• ისწავლეთ იმასთან შეგუება, რომ ყველა გათამაშებას ვერ მოიგებთ.

ზოგჯერ თქვენი ბლეფიბეტისა და რეიზის გამოცხადება იმ კარტით, რომელიც, სავარაუდოდ, საუკეთესო არაა მეტოქის გმირული ქოლიმეტოქის ფსონის გათანაბრებას შედეგად გამჟღავნდება და თქვენ დამარცხდებით. ზოგჯერ თქვენი გმირული ქოლიმეტოქის ფსონის გათანაბრება შეეჯახება მეტოქის ნატსს. მაგრამ ეს პოკერია და დისპერსია მისი ერთ-ერთი თვისებაა. შეეგუეთ ამ ფაქტს და ამით შეძლებთ შეინარჩუნოთ თავდაჯერებულობა როგორც წარმატებულ, ისე მარცხიან პერიოდებში.

 

• რეგულარულად შეამოწმეთ და განიახლეთ თავდაჯერებულობა.

მუდმივად შეახსენეთ თავს, რომ სანამ საკუთარ სტრატეგიას ობიექტურად აფასებთ, შეგიძლიათ სრულიად დარწმუნებული იყოთ საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში. ეს დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის გაძლიერებაში, მაშინაც კი, როცა თქვენს სვლას წარმატება არ მოაქვს. მაგალითად, თუ თქვენს ბლეფს მოწინააღმდეგემ ქოლიმეტოქის ფსონის გათანაბრებათ უპასუხა თავისი იდეალური ბლოკერების დახმარებით, თანაც ისეთ სიტუაციაში, რომელიც თითქოს თქვენი დიაპაზონის სასარგებლოდ მუშაობს, მაშინ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ კარგად გააზრებული სვლა გააკეთეთ, როგორიც არ უნდა იყოს შედეგი.

თუ ვერ გადაგიწყვეტიათ ამბიციური, მაგრამ ეფექტიანი სვლების გაკეთება, მაშინ გამოძებნეთ ამის საშუალება და თავი დაარწმუნეთ ამ სვლების სისწორეში. სცადეთ, გაიხსენოთ მომენტი, როცა, მაგალითად, წარმატებით იბლეფეთ ოვერბეტის დახმარებით – როცა იცოდით, რომ მეტოქე ან უნდა დაწოლილიყო, ან ძალიან სარისკო ქოლიმეტოქის ფსონის გათანაბრებათ ეპასუხა.

 

იფიქრეთ პოკერის ოცნებაზე

პოკერის ნებისმიერი თავმოყვარე მოთამაშე ოცნებობს „საბოლოო მიზანზე” – დიდი ფსონების დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებაზე ასვლაზე, პოკერის მწვერვალის მიღწევასა და დიდძალი ფულის მოგებაზე. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანს მიზანი აქვს. ამის შედეგად ის უფრო მოტივირებულია და ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რათა ოცნება აიხდინოს.

თუმცა, პოკერის გამორჩეულ მოთამაშედ გახდომა მხოლოდ უამრავი ფულის მოგებას არ ნიშნავს. მოდით, ამას შევხედოთ ასე: ფულის მოგება პოკერის კარგად თამაშის შედეგია. შეიძლება ეს რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ, თუ გინდათ, დიდი მოთამაშე გახდეთ, ყველაფერს უფრო ფართოდ უნდა შეხედოთ: უნდა დაივიწყოთ თქვენი ოცნება (ფული) და მთელი ყურადღება სტრატეგიას დაუთმოთ.

 

შევაჯამოთ: თქვენ უნდა ეცადოთ, საკუთარი აზროვნება პოკერში წარმატების მიღწევისკენ მიმართოთ. კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ასეთი აზროვნების ძირითადი ასპექტები:

 

• საკუთარი და მეტოქეების თამაში შეაფასეთ ობიექტურად.

 

• ამ სწორი შეფასების შედეგად მიაღწიეთ თავდაჯერებულობას გადაწყვეტილებების მიღებისას.

 

• იფიქრეთ სტრატეგიაზე და არა ფულად შედეგებზე, თუ გინდათ, რომ პოკერის დიდი მოთამაშე გახდეთ.

 

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში