ავტორიზაცია
მთავარი
მოყვარული მოთამაშიდან Team Pro-მდე
ავტორი
ნიკა ესებუა

APC-ის გამარჯვებული და adjarabet.com-ის Team Pro-ს პირველი წევრი, მოყვარული მოთამაშე გურამ lifebloom სუხიტაშვილი გახდა. მან ურთულესი მეტოქეებით დაკომპლექტებულ ღონისძიებაზე პირველობა შეძლო. სუხიტაშვილს მარტო ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან, არაერთი გამოცდილი და ძლიერი ოპონენტის წინაღობა უნდა გადაელახა. ფინალურ ჰედზაპში კი პროფესიონალ ქართველ მოთამაშეს ირაკლი Gummbit იაკობაშვილს აჯობა და 22 000 ლარი მოიგო.

გთავაზობთ ინტერვიუს გურამ lifebloom სუხიტაშვილთან

 

მოგვიყევით თქვენ შესახებ.

დავიბადე 1994 წლის 1 მაისს, თბილისში, დავამთავრე 166-ე სკოლა და ჩავაბარე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე, სადაც ამჟამად ვსწავლობ. მანამდე კომაროვშიც ვსწავლობდი. პოკერი ჩემს ცხოვრებაში სკოლის პერიოდში გამოჩნდა. ინტერნეტში ვთამაშობდით ფრიროლებს, ტურნირებს გასართობად. ძალიან აქტიური მოთამაშე არასდროს ვყოფილვარ. დიდ თანხებთან არასდროს მქონია შეხება, ჩემთვის პოკერი სპორტი და ჰობი იყო მუდამ.

 

ქეშ-თამაშები თუ სატურნირო პოკერი, რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

ქეშ-თამაშები ფინანსებიდან გამომდინარე ჩემთვის მიმზიდველი არასდროს ყოფილა. ძალიან მომწონს ტურნირები და განსაკუთრებით, ცოცხლად თამაში. როდესაც გავიგე APC-ის შესახებ, გადავწყვიტე, სატელიტები მეთამაშა და ბედი მეცადა.

 

როგორ წარიმართა თამაში APC-ის საწყის ეტაპზე?

სატელიტის მოგების შემდეგ ტურნირზე სათამაშოდ დავჯექი. ძალიან ვღელავდი და დაძაბული ვიყავი. თუმცა ჩემს თავს ვეუბნებოდი, „მიდი, შენ ამას შეძლებ“ და ნელ-ნელა დავმშვიდდი. ცოცხალ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან თამაში საკმაოდ დაძაბული იყო. რამდენიმე მოთამაშე მალევე გავარდა, სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, მინდოდა უფრო დიდხანს დარჩენილიყვნენ და გაგრძელებულიყო თამაში. თამაშის პროცესისგან დიდი სიამოვნება მივიღე.

 

ტურნირის გარდამტეხი ეპიზოდი რომელი იყო?

ქალების წყვილიერთი რანგის ორი კარტით მოგებული ხელი მახსენდება, როდესაც რივერზე სეტისამეული, რომელშიც შედის ხელის ორი კარტი და მაგიდის ერთი კარტი ავაწყვე, თორემ ტურნირს ვემშვიდობებოდი. ამ გათამაშებამ გადამარჩინა და საბოლოოდ გამარჯვება შევძელი.

 

რა შეგიძლიათ თქვათ ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე თქვენს მეტოქეებზე, ვინ იყო შედარებით უხერხული ოპონენტი?

Gummbit-ს გამოვყოფდი. დიდხანს მომიწია მასთან დაპირისპირება. ძალიან ჭკვიანურად თამაშობდა, ეტყობა, რომ პროფესიონალი მოთამაშეა. ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან ბევრი კარგი მეტოქე მყავდა, რომელთაც ჩემზე დიდი გამოცდილება და სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ასევე მგონია, რომ დავით ოქროპირიძე და ბაჩანა შენგელია ძლიერი მოთამაშეები არიან და მიმაჩნია, რომ ჰედზაპში მათთან რომ დავრჩენილიყავი, წავაგებდი.

 

თქვენ adjarabet.com-ის Team Pro-ს წევრი გახდით, ეს კი, უამრავ სხვა საჩუქართან ერთად, WSOP-ის ტურნირებზე თამაშს ნიშნავს. რა არის თქვენი მიზანი WSOP-ზე?

ის რაც APC-ზე იყო – პირველობა. ფულს არ ვუყურებ და იმაზე არ მიფიქრია, 22 000-ს ვიგებ-მეთქი. ჩემთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ასევე იქნება WSOP-ზე.

 

როგორ გგონიათ, ამ თუ სხვა ტურნირებზე თქვენი წარმატების საიდუმლო რა არის?

არასდროს დავინტერესებულვარ პოკერზე ლიტერატურით, ან იმით, წარმატებული გავმხდარიყავი ამ თამაშში. ათასში ერთხელ თუ მომიკრავს თვალი პროფესიონალი მოთამაშეების ასპარეზობისთვის. ჩემი წარმატების საიდუმლო მოთმინების უნარი იყო. ძლიერ კარტს ველოდებოდი და ვცდილობდი, შეცდომები არ დამეშვა.

 

რა არის თქვენი ჰობი?

სპორტი მიყვარს. კალათბურთი და ფეხბურთი. NBA-ს ვუყურებ და ბოსტონ სელტიქსს ვგულშემატკივრობ. მიყვარს ფილმების ყურება და ლაშქრობებში სიარული. კომპიუტერული თამაშებიც მიზიდავს, DOTA-ს ვთამაშობ.

 

როგორ გააგრძელებთ თქვენს პოკერკარიერას?

დრო გვიჩვენებს ყველაფერს. მიხარია, რომ ეს ტურნირი მოვიგე და საქმიანობას ისევ ძველებურად გავაგრძელებ. კვლავ ვისწავლი და კვირაში 3-4-ჯერ პოკერს ვითამაშებ.

 

იცით, უკვე რაშიმოგებათა სერია პოკერში. ასევე, მოთამაშე, რომელიც ზედიზედ რამდენიმე დიდ ბანკს იგებს. იგივეა, რაც ჰითერი დახარჯავთ მოგებულ ფულს?

ალბათ კვლავ საკუთარ განათლებაში დავხარჯავ.