ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
ნაძლევების ევოლუცია
ავტორი
გევინ გრიფინი

მის შესახებ ბევრი რამ შეგიძლიათ თქვათ, მათ შორის, ბევრი ცუდიც, მაგრამ თომას „ამარილო სლიმ” პრესტონი დიდი მთხრობელი იყო და, შესაძლოა, ყველა დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესის საუკეთესო მონაძლევეც. ის ნამდვილად ყველაზე ცნობილი აზარტული მოთამაშე იყო მსოფლიოში 2003 წლამდე, როცა კრის მანიმეიკერმა WSOP-ის მთავარი ტურნირი მოიგო.

ამარილო სლიმი ბევრი რამით იყო ცნობილი, მათ შორის, ტელეწამყვან ჯონი კარსონის „ღამის შოუში” (The Tonight Show) ხშირი სტუმრობით. მე ერთ-ერთი პირველი ვიდექი რიგში, რათა მეყიდა მისი წიგნი „ამარილო სლიმი მსუქნებით სავსე მსოფლიოში”, რომელშიც ის თავის არაერთ სანაძლეოზე მოგვითხრობს.

სლიმმა ბრილიანტის დიდოსტატი დაამარცხა ბრილიანტში... ცოცხის ტარით კიას ნაცვლად, პინგ-პონგის მატჩი მოუგო მსოფლიო ჩემპიონს – ჯერ ჩვეულებრივი ტაფით, შემდეგ კი წვენის ბოთლით ჩოგნის ნაცვლად. იყო სხვა ლეგენდარული სანაძლეოებიც. სლიმის „ჭკვიანურ” ნაძლევებს მიმბაძველიც ბევრი გამოუჩნდა. მახსოვს, პოკერის ერთი მოთამაშე მეორეს დაენაძლევა, რომ სასტუმრო „ბელაჯიოს” ტუალეტში 30 დღეს იცხოვრებდა. ბილ პერკინსი დაენაძლევა ანტონიო ესფანდიარის, რომ ეს უკანასკნელი ლანჯით (მაქსიმალურად გრძელი ნაბიჯებით) სიარულს ვერ შეძლებდა სასტუმრო „ატლანტისში” ცხოვრებისა და თამაშის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს. იმავე ბილ პერკინსმა დაუდო ნაძლევი დენ ბილზერიანს, რომ დენი ლას-ვეგასიდან ლოს-ანჯელესში ველოსიპედით 48 საათში ვერ ჩამოვიდოდა. ამ ნაძლევების შესახებ პერკინსმა განაცხადა, რომ ფულის წაგება არ აღელვებდა, რადგან მისი მეტოქეები ამ ნაძლევის შესრულებისას დიდ ტკივილს განიცდიდნენ. რა გაეწყობა, პერკინსი საკუთარ ფულს იყენებს, ხოლო ამ ტკივილის სანაცვლოდ ადამიანებს სიცოცხლის გაუმჯობესების შანსს აძლევს, ყველაფერთან ერთად კი ნაძლევების დახვეწასა და განვითარებას უწყობს ხელს.

2017 წლის მარტში ბილი და რამდენიმე მოთამაშე გემზე პოკერს თამაშობდნენ, როცა საუბარი ძმები სტეპლზების წონას შეეხო. ჯეიმი სტეპლზი იმ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესისთვის 138 კილოს იწონიდა, მისი ძმა მატი კი – 61-ს. პერკინსი 50:1-ზე ფსონს ჩამოვიდა იმაზე, რომ წლის ბოლოსთვის ძმებს ასეთი წონა აღარ ექნებოდათ. ნაძლევის საერთო სიდიდემ $3000 შეადგინა.

ორიოდე კვირის შემდეგ პერკინსი მიიწვიეს გადაცემაში „2+2 PokerCast” ადამ შვარცსა და ტერენს ჩენთან სასაუბროდ. ცხადია, ამოტივტივდა ნაძლევების თემაც. ადამმა ხუმრობით იკითხა, რა თანხაზე დაენაძლევებოდა მას ბილი, რომ ის (ადამი) 105 კილოგრამიდან 70-მდე დაიგდებდა წონას. პერკინსმა ხუთნიშნა თანხა შესთავაზა და დაიწყო ადამ შვარცის ბრძოლა კალორიებთან.

ამ საუბრის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს პერკინსმა რამდენიმე საინტერესო მიზეზი დაასახელა იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა ყველა თავისი ნაძლევის დადება. პირველ რიგში, ის ფულს უყურებს, როგორც რესურსს ერთადერთი რეალური რამისთვის, რაც აინტერესებს ცხოვრებაში – გართობისთვის. რა თქმა უნდა, ის ბევრს მუშაობს, მაგრამ ძალიან უყვარს ამის შედეგად მოპოვებული ფულის გამოყენება სხვადასხვა სახის გართობისთვის. ბილს უყვარს ნაძლევები, ჰოდა, ნაძლევდება კიდეც. ამას გარდა, მან იცის, რომ ამ ფულით გართობის პარალელურად შეუძლია ადამიანს ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმაროს. ერთ-ერთმა სტეპლზმა განაცხადა იმ ნაძლევის დადებიდან ცოტა ხნის შემდეგ: „მე ორივე შედეგი ხელს მაძლევს. თუ წავაგებ, $3000-ს დავკარგავ, ცოტათი შემრცხვება და პოკერის სამყარო დამცინებს. მაგრამ, თუ, ვთქვათ, 40 კილოგრამს დავიკლებ, ჩემი ძმა კი ათიოდე კილოგრამით დამძიმდება, ეს ხომ წაგება არ იქნება. მე უკეთეს ფორმაში ვიქნები და ეს მხოლოდ $3000 დამიჯდება”.

წელიწადი დასასრულს უახლოვდება და მალე ორივე ამ ნაძლევის შედეგს გავიგებთ. ამ სტატიის დაწერის დღისთვის შვარცი 77 კილოგრამამდე გახდა და დარჩენილ ორ თვეში კიდევ 7 კილო უნდა დაიკლოს. ამ სანაძლეოს პირობის თანახმად, შვარცი წლის ბოლოს 70 კილოგრამს უნდა იწონიდეს. ბოლო ინფორმაცია ძმები სტეპლზების შესახებ აგვისტოს ბოლოს მივიღე, როცა მათ შორის განსხვავება 35 კილოგრამის ფარგლებში იყო. მას შემდეგ ჯეიმი კიდევ გახდა და მშვენიერ ფორმაშია.

პოკერის პროფესიონალ მოთამაშეებთან ყოფნა იმიტომაც მიყვარს, რომ, როცა რომელიმე მათგანი რაიმე უკიდურესად დაუჯერებელს ამბობს, ის მაშინვე იძულებული ხდება, თავისი ნათქვამი მძიმე შრომით ნაშოვნი ფულით გაამყაროს ან სისულელეების ლაპარაკს შეეშვას. ადამ შვარცი ცოტათი გაბრაზებულიც კი იყო საკუთარ თავზე, წლის ბოლომდე 70 კილომდე გახდომა რამ მათქმევინაო, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ მას შემდეგ მისი ცხოვრება მკვეთრად გაუმჯობესდა. ასე რომ, ნაძლევები, რომლებიც თავიდან სულელებისთვის ფულის გამოცინცვლის საშუალება იყო, ჯერ ოპონენტებისთვის დისკომფორტისა და ტკივილის მიყენების ხერხად, შემდეგ კი მეგობრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზად იქცა. და ბილ პერკინსი დღეს ამ ევოლუციური პროცესის ავანგარდშია. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში