ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
ოპტიმალური და ექსპლუატაციური თამაში
ავტორი
ედ მილერი

თუ ოდესმე ჭადრაკი ცოტათი მაინც შეგისწავლიათ, გეცოდინებათ, რომ არსებობს რამდენიმე ძირითადი სტრატეგიული პრინციპი, რომლებსაც ადრეულ ეტაპზე სწავლობთ. განავითარე შენი ფიგურები. გააკონტროლე ცენტრი. ნუ გააკეთებ ფუჭ სვლებს. დაიცავი შენი მეფე. და ა.შ.

ეს კონცეფციები ძალიან კარგია დამწყებებისთვის, რადგან მარტივია და თუ მათ კარგად შეასრულებთ, თქვენი თამაშის კლასი ამაღლდება, სანამ ადგილობრივ საჭადრაკო კლუბში წარმატებით თამაშს არ დაიწყებთ სხვა გამოცდილი მოჭადრაკეების წინააღმდეგ.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობრის თამაშს ადევნებთ თვალს. დასაწყისში ყველაფერი ნორმალურად მიდის, ორივე მოთამაშე სტრატეგიულ წესებს იცავს. შემდეგ თქვენი მეგობრის მეტოქე გადაწყვეტს, თავისი ეტლი ისეთ უჯრაზე დასვას, სადაც თქვენი მეგობარი მას იოლად აიყვანს, ყოველგვარი საპასუხო დანაკარგის გარეშე. ეს დიდი შეცდომაა და თქვენს მეგობარს შეუძლია ეს თამაში ახლავე მოიგოს.

თუმცა, ამის ნაცვლად, თქვენი მეგობარი იღებს გადაწყვეტილებას, თავისი მეფე კუთხეში გადასვას.

– რაზე ფიქრობდი? – ეკითხებით მეგობარს თამაშის შემდეგ, – ეტლი რატომ არ აიყვანე?

– ჩემი მეფე საფრთხეში იყო და უნდა დამეცვა. ეს ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული წესია.

– კი, მაგრამ ეტლის აყვანა უფრო კარგად დაიცავდა შენს მეფეს, რადგან ეს, პრაქტიკულად, შენს მოგებას ნიშნავდა.

– შენ გინდა, რომ წესები არ დავიცვა?

არა მგონია, რეალურ ცხოვრებაში ბევრი მოიქცეს ისე, როგორც თქვენი მეგობარი მოიქცა ამ სიუჟეტში. მოჭადრაკეთა უმეტესობას ინტუიციურად ესმის, რომ ძირითადი წესები, მათ შორის, წესი მეფის დაცვის შესახებ, ზოგადი, სავალდებულო დირექტივებია, მაგრამ თუ მოწინააღმდეგე უკეთეს შესაძლებლობას გაძლევს – ეტლის „უფასოდ” აყვანის შანსს, მაგალითად, – ეს შანსი უნდა გამოიყენო.

დირექტივები ყველაზე სასარგებლო მაშინაა, როცა სხვა, აშკარად უკეთესი სვლები არ არსებობს. „როგორ მოვიქცე? მეტოქის პოზიციამოთამაშის პოზიცია დილერთან მიმართებით, რომელიც თამაშის სტრატეგიის განმსაზღვრელიცააში ვერანაირ ნაკლს ვერ ვხედავ. მგონი, ჯობია, ეს კუ ავამოქმედო და ცენტრს შევუტიო”.

აი, ასეა ყველაფერი მოწყობილი. თქვენ მისდევთ წესებს, როცა სხვა, უკეთესი სვლა არა გაქვთ და როცა წესებისგან გადახვევა რთულ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ.

თუმცა, როცა ხელში უკეთესი შანსი გივარდებათ, ძირითად წესებს არ ებღაუჭებით.

პოკერში კი ზემომოყვანილის მსგავს კამათს ყოველ ნაბიჯზე გაიგონებთ.

– კი, მაგრამ, რატომ არ დაფოლდე?

– წესების მიხედვით ხომ ხშირად უნდა დავქოლო, რომ მეტოქეს ბლეფიბეტისა და რეიზის გამოცხადება იმ კარტით, რომელიც, სავარაუდოდ, საუკეთესო არაას საშუალება არ მივცე?

– როცა მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე სტრეიტ-ფლეშისთვის საჭირო ოთხი კარტი დევს და მეტოქე თავისი ათასი დოლარით ოლინს შემოდის, ეს ბლეფიბეტისა და რეიზის გამოცხადება იმ კარტით, რომელიც, სავარაუდოდ, საუკეთესო არაა ნამდვილად არ არის!

არ გატყუებთ, მოთამაშეები მართლაც იქცევიან ასე, შემდეგ კი თავიანთ საქციელს „სტრატეგიის” ციტირებით ამართლებენ.

 

ოპტიმალური თამაში

თუ ბოლო რამდენიმე წელია, პოკერის სტრატეგიას მისდევთ, აუცილებლად გაიგონებდით პოკერის ოპტიმალური სტრატეგიის – მეორენაირად, თამაშის თეორიის ოპტიმალური სტრატეგიის – შესახებ. მისი ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა დაგეგმოთ თქვენი კარტის გათამაშების ისეთი გზები, რომ ყოველთვის წარმატებას მიაღწიოთ, როგორც არ უნდა თამაშობდეს მეტოქე. თუ იგი ხშირად ფოლდავს, შეგიძლიათ უფრო ხშირად იბლეფოთ. თუ ხშირად ქოლავს, შეგიძლიათ მეტი ველიუ-ბეტი გააკეთოთ. თუ ხშირად ბლეფობს, შეგიძლიათ უფრო ხშირად დაქოლოთ. თუ შედარებით იშვიათად ბლეფობს, მაშინ დაფოლდვას უნდა მოუმატოთ.

და ასე შემდეგ. ის მოსაზრება, რომ ხშირად უნდა დაქოლოთ, რათა მოწინააღმდეგეს ბლეფიბეტისა და რეიზის გამოცხადება იმ კარტით, რომელიც, სავარაუდოდ, საუკეთესო არაას საშუალება არ მისცეთ, სწორედ ოპტიმალურ თამაშში იღებს სათავეს.

არსებობს ორი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ისწავლოთ ოპტიმალური თამაშის წესები.

იმიტომ, რომ თავი დაიცვათ ოპონენტებისგან, რომლებიც ბევრ აშკარა და პროგნოზირებად შეცდომას არ უშვებენ.

იმიტომ, რომ გაარჩიოთ, რომელი პროგნოზირებადი სვლებია შეცდომები, და ამ შეცდომებით ისარგებლოთ.

ეს მეორე მიზეზი პირველზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მოთამაშეთა უმეტესობისთვის. თუ ფსონების „ნორმალურ” დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებაზე თამაშობთ, მაშინ თქვენი მეტოქეები საკმაოდ ხშირ შეცდომებს დაუშვებენ. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება კარგად ისწავლოთ მათი ამოცნობა. თუ, ამის ნაცვლად, თქვენი გონება მეტოქეებისგან თქვენი დაცვითაა დაკავებული, მაშინ მათ ფულს ვერასოდეს მოიგებთ.

 

ექსპლუატაციური თამაში

დაბალ- და საშუალოფსონიან თამაშებში საკუთარი თამაშის გაუმჯობესების ძირითადი გზაა ოპტიმალური სტრატეგიის მაქსიმალურად კარგად შესწავლა. ოღონდ ასე საკუთარი თავის დასაცავად კი არ უნდა მოიქცეთ, არამედ იმის გასაგებად, როგორ გამოიყენოთ მაქსიმალურად ოპონენტების შეცდომები.

თუ მეტოქე ეტლს დაუცველად დატოვებს, უნდა აიყვანოთ. ამ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს მეფის გადასმა კუთხეში არასწორი სვლაა.

უფრო მეტიც, უნდა ისწავლოთ მეტოქეების ნაკლებად აშკარა შეცდომების დანახვაც და ისინიც სათქვენოდ უნდა გამოიყენოთ.

სხვა თუ არაფერი, როცა საკუთარი თავის დაცვაროდესაც მოთამაშე ცდილობს, თავი ბლეფისგან დაიცვას და საეჭვო მოთამაშეს აიძულებს, დაფოლდოს ან კიდევ უფრო მეტ ფულს შევიდესს სწავლობთ, ამავე დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს სწავლობთ იმის დანახვასაც, როდის არ იცავს მოწინააღმდეგე თავს. თქვენი სუსტი ადგილების დაცვის ცოდნა გასწავლით, როგორ იპოვოთ სისუსტეები მეტოქეების თამაშში.

 

ხუთი რჩევა დაბალფსონიანი მოთამაშეებისთვის

გთავაზობთ ჩემს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიუდგნენ დაბალფსონიანი მოთამაშეები „ოპტიმალურ” თამაშს.

არ დაგეგმოთ არანაირი ცვლილებები საკუთარ თამაშში ოპტიმალური თამაშის წესების შესწავლის შედეგად.

თამაშის მსვლელობისას იფიქრეთ, როგორ ითამაშებდა მეტოქე, ოპტიმალურად თამაშს რომ ცდილობდეს.

ეცადეთ მეტოქის თამაშში იპოვოთ ისეთი სვლები, რომლებიც არ შეესაბამება ოპტიმალურ თამაშს.

იფიქრეთ კონტრსტრატეგიაზე, რომელსაც მეტოქის შეცდომებს დაუპირისპირებთ. მაგალითად, თუ ისინი ფოლდავენ მაშინ, როცა არ უნდა დაფოლდონ, თქვენი კონტრსტრატეგია იქნება ბლეფიბეტისა და რეიზის გამოცხადება იმ კარტით, რომელიც, სავარაუდოდ, საუკეთესო არაა, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება.

მიჰყევით თქვენს კონტრსტრატეგიას, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

დაბალფსონიან თამაშში, მას შემდეგ, რაც საკუთარ სტრატეგიაში ამ ხუთ რჩევას ჩართავთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტრსტრატეგია (და არა სტრატეგია) თითქმის ყოველთვის.

დიახ, ეს ასეა. თითქმის ყველა თქვენი სვლა იქნება პასუხი თქვენი მეტოქეების მოქმედებაზე, და არა თქვენი მცდელობა, ააგოთ ოპტიმალური სტრატეგია. ეს იმიტომ, რომ მოწინააღმდეგეები იმდენ შეცდომებს უშვებენ, რომ თქვენ თითქმის ყოველთვის უკეთეს შედეგს იღებთ, როცა ცდილობთ იმის დადგენას, რა სახის შეცდომებია ეს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება.

დაბალფსონიან თამაშებში ნებისმიერი დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს, რომელსაც პოკერის ძირითადი წესებით თამაშს ანუ „სოლიდურ თამაშს” დაუთმობთ, მეტწილად, დაკარგული დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესა.

თუმცა, ნათქვამი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავს ძალა დაატანოთ. კი, ბატონო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „სოლიდური თამაშისთვის” დათმობილი დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს დაკარგული დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესა, მაგრამ თუ ჯერ კიდევ 1-4 რჩევებზე მუშაობთ, მაშინ კონტრსტრატეგიები იოლად ჯერაც არ მოგდით თავში. ამიტომ, თუ კონტრსტრატეგია ჯერ ვერ იპოვეთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ჯობია ითამაშოთ სოლიდურად, ოპტიმალურად, ვიდრე სასოწარკვეთილმა მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე გაბატონება სცადოთ.

თუ ვერ ხედავთ ოპონენტის ეტლს, რომლის აყვანასაც საპასუხო დანაკარგის გარეშე შეძლებთ, მაშინ მიდით, გადადგით თქვენი მეფე კუთხეში. შეიძლება ეს საუკეთესო სვლა არც იყოს. თქვენ რომ უფრო ძლიერი მოთამაშე იყოთ, ალბათ უკეთეს შესაძლებლობას დაინახავდით. მაგრამ ჯერ ასეთი ძლიერი არა ხართ და ახლა თქვენი სვლის ჯერია, ამიტომ ისევ ძირითად წესებს მიჰყევით.

ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი საბოლოო მიზანი თამაშის ისე გაუმჯობესებაა, რომ თითქმის ყველანაირი კონტრსტრატეგიის გამოყენება შეძლოთ.

 

დასკვნითი ფიქრები

პოკერი საინტერესო თამაშია. ისეთი მარტივი რამეები, როგორიცაა „როცა ეტლის აყვანა შეგიძლია, აიყვანე”, რომლებიც სხვა თამაშებში თითქმის ინტუიციურია, სულაც არაა ასეთი აშკარა და ინტუიციური პოკერში. თუ მეტოქე ყოველთვის ფოლდავს, იბლეფე. თუ ყოველთვის ქოლავს, ველიუ-ბეტები გააკეთე. დიახ, ყველაფერი ასეთი მარტივია.

მაგრამ იმის დადგენა სულაც არაა ასეთივე იოლი, მეტისმეტად ხშირად ფოლდავს ან ქოლავს მოწინააღმდეგე თუ არა. ამიტომ ისწავლეთ ოპტიმალური სტრატეგია, მაგრამ ის იმისთვის გამოიყენეთ, რომ მეტოქეების შეცდომათა ექსპლუატირებით გზა გაიკვალოთ გამარჯვებისკენ. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში