ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
ოპტიმალური პოკერი თამაშის თეორიის მიხედვით
ავტორი
სტივ ზოლოტოვი

ხშირად მესმის საუბარი იმის შესახებ, თუ რა სარგებლობა მოაქვს თამაშის თეორიის მიხედვით ოპტიმალური (Game Theory Optimal – GTO) სტრატეგიით თამაშს. ამბობენ, რომ თუ GTO სტრატეგიით არ თამაშობთ, მეტოქეები დაგჩაგრავენ. მართალია! თუ თქვენ თამაშობთ GTO სტრატეგიით, მოწინააღმდეგეები კი – არა, მაშინ მათ უარყოფითი ველიუ აქვთ. ზოგადად, არასწორია. GTO სტრატეგია პოკერის თამაშით ფულის კეთების ყველაზე გარანტირებული გზაა. სრულიად, აბსოლუტურად მცდარია!

ნათქვამის საილუსტრაციოდ ერთი მარტივი სიტუაცია განვიხილოთ. ულიმიტოწესი, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს შეუძლია ბეტი გააკეთოს ნებისმიერი რაოდენობის ან ყველა ჩიპით ჰოლდემიასევე ცნობილია, როგორც ტეხასური ჰოლდ'ემი. როცა მოთამაშეები თამაშობენ ორი ხელის და ხუთი საერთო კარტითს ერთ-ერთი გათამაშების დასასრულია. ბანკში $200 დევს. თქვენ და თქვენს ოპონენტს სტეკში $200-$200 გაქვთ დარჩენილი. თქვენ გაქვთ უკეთესი კარტი შემთხვევათა ნახევარში, და უარესი – მეორე ნახევარში. თქვენ იცით, როდისაა თქვენი კარტი მეტოქისაზე ძლიერი და როდის არაა, მეტოქეს კი ყოველთვის საშუალო კარტი აქვს, რომლის სიძლიერეშიც დარწმუნებული არაა. ის ამბობს ჩეკს. განვიხილოთ GTO სტრატეგია. არსებობს თამაშის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი.

1.  არასდროს გააკეთოთ ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებს.

2.  ყოველთვის გააკეთეთ ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებს.

3.  გააკეთეთ ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებს ყოველთვის, როცა იგებთ.

4.  გააკეთეთ ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებს ყოველთვის, როცა იგებთ, და ზოგჯერ – მაგრამ არა ყოველთვის – როცა აგებთ.

 

თუ ფსონს არასოდეს ჩადიხართ, შემთხვევთა ნახევარში იგებთ. თქვენი საშუალო მოგებაა ბანკიფული ან ჩიპები, რომლებიც მაგიდის ცენტრშია მოთავსებული და რომელთა მოსაგებადაც იბრძვიან მოთამაშეების ნახევარი, ანუ +100. თუ ყოველთვის ბეტს აკეთებთ, მეტოქე მალე აუღებს ალღოს სიტუაციას და ყოველთვის დაგიქოლავთ. თქვენი შედეგი ისეთივე იქნება, როგორც წინა შემთხვევაში, ოღონდ ამჯერად 200-ით მეტს მოიგებთ ძლიერი კარტით და 200-ით მეტს წააგებთ სუსტი კარტით. საშუალო მოგება გექნებათ ისევ +100. თუ ბეტს მხოლოდ მოსაგები კარტით გააკეთებთ, ოპონენტი მალე მიხვდება და ყოველთვის დაგიფოლდავთ. თქვენი ძლიერი კარტით მეტს ვეღარაფერს მოიგებთ, ასე რომ, საშუალო მოგება მაინც 100 იქნება ერთ გათამაშებაში.

ახლა განვიხილოთ სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებსს გაკეთებას ძლიერი კარტის ყველა შემთხვევაში და ზოგჯერ სუსტი კარტის შემთხვევაშიც. ვთქვათ, 100 ხელს თამაშობთ. დავუშვათ, გადაწყვიტეთ ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებსს გაკეთება ერთი სუსტი კარტით. თქვენი მეტოქე ახლაც ყოველთვის წვება, მაგრამ თქვენ უკვე იგებთ 200-ს 51 გათამაშებაში და აგებთ მხოლოდ 49 დარიგებას. თქვენი მოგების საშუალო სიდიდე გაიზარდა 102-მდე. დავუშვათ, გადაწყვიტეთ სუსტი კარტით ათჯერ ჩახვიდეთ ფსონს. ოპონენტი კვლავ ყოველთვის დაწვება. ახლა თქვენ იგებთ 60-ჯერ და აგებთ 40-ჯერ. თქვენი საშუალო მოგება ამჯერად 120-ია. ახლა დავუშვათ, რომ 20-ჯერ აკეთებთ ბეტს სუსტი კარტით. მეტოქე ისევ სულ წვება. ახლა თქვენი საშუალო მოგება ერთ გათამაშებაში არის +140. თუ 25-ჯერ დადებთ ბეტს სუსტი კარტით და მეტოქე სულ დაწვება, საშუალო მოგება იქნება +150. თუ მოწინააღმდეგე ყოველთვის გიქოლავთ, საშუალო მოგება ისევ იქნება +150. მაგრამ, თუ სუსტი კარტებით 30-ჯერ დადებთ ფსონს, ის უკვე ყოველთვის დაგიქოლავთ. საშუალო მოგება ისევ 140-მდე ჩამოვა. მათემატიკური გამოთვლებით რომ არ გადაგღალოთ, გეტყვით, რომ ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებსს გაკეთება ყველა ძლიერი კარტითა და სუსტი კარტის ნახევრით ოპტიმალური სტრატეგიაა თამაშის თეორიის მიხედვით. თქვენი საშუალო მოგება ერთ გათამაშებაში 150 იქნება, და მეტოქე ვერაფერს მოიმოქმედებს ისეთს, რაც დაგაზარალებთ. მას შეუძლია ყოველთვის დაქოლოს, ყოველთვის დაფოლდოს ან რომელიმე შუალედური გზა აირჩიოს, მაგრამ თქვენი საშუალო მოგება მაინც 150 იქნება. ესაა თქვენი GTO სტრატეგია. ოპონენტი ამის გამო ვერ დაგჩაგრავთ.

მაგრამ მოდი კარგად დავფიქრდეთ. თუ თქვენი მოგება ფიქსირებულია, ვერც თქვენ დაჩაგრავთ მეტოქეს. თუ ის ყოველთვის წვება, შეგიძლიათ ყოველ ჯერზე ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებს გააკეთოთ და მოიგოთ 200. ან, თუ ის ყოველთვის ათანაბრებს, შეგიძლიათ ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებს გააკეთოთ მხოლოდ მოსაგები კარტით. ეს მოგიტანთ 400-ს გათამაშებათა ნახევარში, ანუ საშუალოდ 200-ს ერთ გათამაშებაში. როცა მეტოქე შეცდომებს უშვებს, თქვენ მეტ ფულს მოიგებთ, თუ GTO-ს ნაცვლად იმ სტრატეგიას გამოიყენებთ, რომელიც მის ამ შეცდომებს თქვენს მოგებად აქცევს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში თავად დადგებით დაჩაგვრის საფრთხის წინაშე, თუ თქვენი ოპონენტი კარგი, დაკვირვებული მოთამაშე აღმოჩნდა.

მგონი, წრეზე ვიარეთ და ისევ იქ მივედით, საიდანაც დავიწყეთ, არა? არა, გზად ის ვისწავლეთ, რომ შეგიძლიათ მეტი ფული გააკეთოთ ცუდი მოთამაშის წინააღმდეგ „ექსპლუატაციის” სტრატეგიის გამოყენებით. შეგიძლიათ მაქსიმალურად კარგი შედეგი მიიღოთ ძლიერი მოთამაშეების წინააღმდეგ GTO სტრატეგიით თამაშით. უნდა იპოვოთ ცუდად მოთამაშე მეტოქეები, რომლებიც შეცდომებს უშვებენ, და ეს შეცდომები თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ, და მოერიდოთ ძლიერ ოპონენტებს, რომლებიც შეცდომებს არ უშვებენ. ითამაშეთ სტრატეგიით, რომელიც, ზოგადად, GTO სტრატეგიასთან ახლოსაა, მაგრამ მაინც საკმაოდ იცვლება, რათა მეტოქეების შეცდომებით ისარგებლოთ. ზევით მოყვანილ მაგალითში GTO სტრატეგია იყო ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებსს გაკეთება ყველა ძლიერი კარტით და სუსტი კარტების 50%-ით. ისიც გახსოვდეთ, რომ იმ მოწინააღმდეგეებთან თამაშისას, ვინც მეტისმეტად ხშირად ქოლავს, ბეტიიგივე ფსონი. ფული ან ჩიპები, რომელთაც მოთამაშე თამაშში დებს გააკეთოთ სუსტი კარტის არა 50, არამედ 35 პროცენტში. იმ მოთამაშეებთან, ვინც ძალიან ხშირად წვება, ეს იყოს 65%.

GTO პოკერის სისტემის კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ დღემდე ვერავინ გამოითვალა, ზუსტად რა არის ეს (კი ბატონო, GTO სტრატეგია შეგიძლიათ იპოვოთ რამდენიმე მარტივ სიტუაციაში, მაგრამ ესაა და ეს). ერთ დღეს ვინმემ სრულად რომ ჩამოაყალიბოს, რა არის GTO სტრატეგია, ეს იქნება ძალიან გრძელი და რთული განსაზღვრება, რომელსაც ალბათ ვერავინ დაიმახსოვრებს და გამოიყენებს. თოფდამიზნებულიმოთამაშის პოზიცია ბლაინდების მარცხნივ. მოთამაშე, რომელიც პირველი იწყებს ვაჭრობის რაუნდსს პოზიციიდან თქვენ მიერ ფსონის დადების სიხშირე შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს ბატონიპლასტმასის რგოლი, რომელიც დილერის პოზიციას აჩვენებს. ასევე უწოდებენ პოზიციასაც და თავად მოთამაშესაცს ან დიდი ბლაინდისავალდებულო ფსონი, რომელსაც დარიგებამდე შედის დილერისგან მარცხნივ მეორე პოზიციაზე მჯდომი მოთამაშე. ასევე უწოდებენ ამ პოზიციასაც და ამ მოთამაშესაც. ეს პოზიცია მოძრაობს საათის ისრის მიმართულებითს სტეკების უმცირესი ცვლილების შედეგად. ალბათ უმჯობესი იქნება, თუ გამოიყენებთ შერეულ სტრატეგიას, რომელშიც შედის არა მხოლოდ ფოლდები, ქოლები და რეიზები, არამედ რეიზების სრული დიაპაზონიც, მინირეიზიდან ოლ-ინროდესაც მოთამაშე მის ხელში არსებულ ყველა ჩიპს თამაშში შედისამდე. ♠

 

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში