ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
ორი გზა სრულყოფილებისკენ
ავტორი
ედ მილერი

უკვე 15 წელია, რაც თამაშების სამყაროში ვარ, და ამ ხნის განმავლობაში ათასობით მოთამაშე შემხვედრია. მათი უმეტესობა რეკრეაციული მოთამაშეა – ისინი მხოლოდ გართობისა და დასვენების მიზნით თამაშობენ.

არიან სერიოზული მოთამაშეებიც. ისინი მოგებას ცდილობენ. პოკერია თუ სხვა თამაში, ყოველი საათი, რომელსაც ისინი ამ თამაშს უთმობენ, მოგების მოტანის მიზნით იხარჯება.

ამ მოთამაშეების უმეტესობა გრაინდერებია. გრაინდერიმოთამაშე, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მცირე მოგებებით ცხოვრობს. ხასიათდება კონსერვატორული თამაშის სტილით თამაშობს იქ, სადაც სხვებთან შედარებით მცირე უპირატესობა ან მოსალოდნელი საათობრივი მოგება აქვს. უკანასკნელ ათწლეულში ალბათ პოკერის ასობით მოთამაშე ვნახე, რომლებიც არწაგებაზე ან ცოტაოდენ მოგებაზე თამაშობდნენ, ძირითად შემოსავალს კი რეიკ-ბეკებით (დაბრუნებული რეიკებით) და ნაძლევებით იღებენ. ვიცნობ ხალხს, ვინც წელიწადში ათასობით კილომეტრზე მოგზაურობს კაზინოდან კაზინოში, სადაც ვიდეოპოკერითა და სათამაშო ავტომატებით ცდილობს ფულის კეთებას.

იმ ასობით სერიოზულ მოთამაშეს შორის, რომელთაც პირადად ვიცნობ, რამდენიმე გამორჩეულიცაა. ეს ის ხალხია, ვინც გრაინდერიმოთამაშე, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მცირე მოგებებით ცხოვრობს. ხასიათდება კონსერვატორული თამაშის სტილითს საფეხურს გასცდა. მათი უმეტესობა გამდიდრდა – ყოველ შემთხვევაში, აკმაყოფილებს საშუალო ადამიანის წარმოდგენას სიმდიდრის შესახებ. ასეთ გამორჩეულ მოთამაშეებს ბევრ სფეროში ვიცნობ. პოკერში, პირველ ყოვლისა, მაგრამ არიან ასეთები ტოტალიზატორებში, სამაგიდო აზარტულ თამაშებში და სხვაგანაც.

ჩემი აზრით, ასეთ გამორჩეულობამდე ორი გზა მიდის. მინდა მათ შესახებ მოგითხროთ.

 

უნივერსალები

უნივერსალები აზრტული თამაშების ცოდნის სიღრმით გამოირჩევიან. პოკერში ისინი მხოლოდ ულიმიტოწესი, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს შეუძლია ბეტი გააკეთოს ნებისმიერი რაოდენობის ან ყველა ჩიპით ჰოლდემიასევე ცნობილია, როგორც ტეხასური ჰოლდ'ემი. როცა მოთამაშეები თამაშობენ ორი ხელის და ხუთი საერთო კარტითს ქეშ-გეიმებით როდი შემოიფარგლებიან. მათ ასევე კარგად გამოსდით ტურნირები. სატელიტები. ლიმიტიბეტის მინიმალური ან მაქსიმალური რაოდენობაანი თამაშები. შერეული თამაშები. პოტლიმიტიანი ომაჰაპოკერის ცნობილი სახეობა, სადაც თამაში 4 ხელის კარტითა და ხუთი საერთო კარტით მიმდინარეობს. სულერთია, რომელი თამაშია ამ საღამოს კარგი, მათ საკმარისი კვალიფიკაცია აქვთ (და, შესაბამისად, ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვსც), რათა ამ თამაშში ჩაერთონ და თავიანთი უპირატესობით ისარგებლონ.

თუმცა, ხშირად, უნივერსალები მხოლოდ პოკერით არ შემოიფარგლებიან. მათ მომგებიანი თამაშის უამრავი საშუალება აქვთ კაზინოებში. ისინი პოულობენ სათამაშო ავტომატებს, სადაც საათში $10000-ს იგებენ. ის კი არა, უნივერსალები ტოტალიზატორშიც კი ახერხებენ მოგების მიღებას.

მათ ძალიან ბევრი იციან ძალიან ბევრი თამაშის შესახებ, ამიტომ იშვიათად კარგავენ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს ცუდ, უპერსპექტივო თამაშებში.

ფილ აივის პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ის ყოველთვის მაოცებს როგორც უნივერსალი. მან უმაღლეს დონეეტაპი ტურნირებში. ყოველ მომდევნი ეტაპზე ბლაინდები იზრდებაზე იცის პოკერის ბევრი ნაირსახეობა, ქეშ-გეიმები, ტურნირები, ცოცხალი და ონლაინთამაშები. ფილს დიდი გამოცდილება აქვს დიდფსონიან სამაგიდო აზარტულ თამაშებშიც. ის მუდმივად თამაშების შესწავლის პროცესშია და მისი დიდი წარმატების მიზეზი სწორედ მისი პრაქტიკულად უსაზღვრო ცოდნაა.

 

შენიღბული სპეციალისტები

თუ უნივერსალი არა ხართ, მაშინ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სპეციალისტი ხართ. შერჩეული გაქვთ ერთი ან რამდენიმე თამაში, რომლებსაც კარგად თამაშობთ. თუ სპეციალისტი ხართ, ეს ნიშნავს, რომ ღრმა ცოდნა გაქვთ იმ სფეროში, რომელშიც სპეციალიზდებით.

თუმცა აზარტულ თამაშებში სპეციალისტობას ერთი დიდი პრობლემა ახლავს. თქვენთან თამაში აღარავის უნდა.

თუ ცნობილი გახდით, როგორც ლიმიტიბეტის მინიმალური ან მაქსიმალური რაოდენობაან ჰოლდემში ჰედზაპითამაში ერთი-ერთზეს საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში, ამას რა სჯობია. ზოგჯერ ვიღაც თქვენს „დუელში” გამოწვევას მოისურვებს, იმ იმედით, რომ გაუმართლებს და საუკეთესო მოთამაშეს მოუგებს. თუმცა, სერიოზული მოთამაშეების უმეტესობა თქვენთან დაპირისპირებას თავს აარიდებს.

თუ ძირითადად ისეთ თამაშებში მონაწილეობთ, სადაც თქვენი მოწინააღმდეგე თავად კაზინოა, გარკვეული ხნის შემდეგ მისი (ან ტოტალიზატორის) თანამშრომლები მიხვდებიან, რომ სპეციალისტი ხართ. ამ მომენტიდან ისინი ყველაფერს იზამენ, რაც შეუძლიათ, რათა თქვენი თამაში შეზღუდონ – არ მიიღებენ თქვენს ფსონებს, დაგიხურავენ ანგარიშებს, ბოლოს კი თამაშს აგიკრძალავენ რომელიმე შიდა წესის საფუძველზე.

არის რამდენიმე აზარტული თამაში, რომელშიც სპეციალისტებს მსგავსი პრობლემები არ ექმნებათ. თუ პოკერის ტურნირები გიყვართ, აქაც შეძლებთ შეუზღუდავად თამაშს, თუმცა, რაც უფრო გაიზრდება თქვენი ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვს, მით უფრო გაგიჭირდებათ თქვენთვის საინტერესო, დიდი ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებადს მქონე ტურნირების მოძებნა.

სპეციალისტებს კიდევ ერთი პრობლემა აქვთ. მას შემდეგ, რაც სახელს გაითქვამენ, როგორც კვალიფიციური პრაქტიკოსები, მათი სტრატეგიები მაშინვე ინტენსიური შესწავლის საგანი და კონტრსტრატეგიების შექმნის მიზეზი ხდება.

ვინმე ძალიან ხშირად და ბევრს იგებს ე.წ. ფენტეზი სპორტში? დარწმუნებული იყავით, რომ ამ ადამიანის ქმედებებს, მთელ მის სტრატეგიას უკვე შეისწავლიან და ძირითად წესებს გამოაცალკევებენ. იგივე ითქმის პოკერზეც.

რამდენიმე უმაღლესი კლასის სპეციალისტმა იმათგან, ვისაც ვიცნობ, ექსტრავაგანტული, დამაბნეველი სტრატეგიებიც კი ჩამოაყალიბა, რათა დაემალა ის მეთოდები, რომლებსაც ფულის მოსაგებად იყენებს.

შენიღბვის ყველაზე გავრცელებული მეთოდია დიდი დისპერსიის მქონე ფსონების გაკეთება, რომელთა შედეგადაც მოთამაშე მოგება-წაგების ზღვარზე ბალანსიერთი სტილით თამაში განსხვავებული კარტების დროს. ასეთი თამაშის შედეგად მეტოქეს უჭირს მოთამაშის ქმედებების გამოცნობარებს. პოკერში ეს ნიშნავს გარკვეული კვალიფიკაციის მიღწევას რამდენიმე სხვა თამაშში, სადაც ხალხი თქვენთან თამაშს არ მოერიდება და აქტიურად იმოქმედებს. ასე რომ, მოგება-წაგების ზღვარზე თამაშობთ იმ თამაშებს, რომლებიც თქვენი „სპეციალობა” არაა, რის შემდეგაც ხალხი უშიშრად გეთამაშებათ იმ თამაშში, რომელშიც საუკეთესო ხართ.

სხვა აზარტულ თამაშებში – კაზინოს თამაშებსა და სათამაშო ავტომატებში, სხვებთან შედარებით უპირატესობის პოვნა შეიძლება ძალიან ძნელი იყოს, მაგრამ მოგება-წაგების ზღვარზე ფსონების დადება უფრო იოლია. თუ ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვს საკმარისად დიდი გაქვთ, შეგიძლიათ ბევრი, დაახლოებით ნეიტრალური ფსონი გააკეთოთ. ამის შედეგად შეგექმნებათ „აზარტული მოთამაშის” რეპუტაცია, მაღალი კლასის სპეციალისტის ნაცვლად, რასაც ისიც მოჰყვება, რომ თქვენი რეალური, მომგებიანი სტრატეგიის შესწავლა მეტოქეებს ძალიან გაუჭირდებათ.

როცა ხედავთ წარმატებულ მოთამაშეს, რომელიც ინტერვიუს იძლევა და საკუთარი წარმატებული თამაშის საიდუმლო დეტალებზე ლაპარაკს იწყებს, ფრთხილად იყავით. ჩემი გამოცდილებით, ეს „სიბრძნის მარცვლები”, როგორც წესი, საკუთარი კლასის შენიღბვის სტრატეგიის ნაწილია.

ასეთ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს მოთამაშე მართლაც არ ტყუის, უბრალოდ, გიყვებათ ყველაფერს, გარდა თავისი წარმატების რეალური მიზეზებისა. ის ხაზს უსვამს დისციპლინას, ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვსს მართვას, მაგიდის სწორად შერჩევას და ა.შ. როგორც გითხარით, არცერთი დეტალი მისი ლაპარაკიდან ტყუილი არ არის, მაგრამ თუ მის რჩევებს მთავარი „ინგრედიენტების” გარეშე მიჰყვებით, ამით მის წარმატებას ვერ გაიმეორებთ.

ასეთი მოთამაშეების რეალური „საიდუმლო” კი სხვებისგან ისევ დაფარული რჩება და განაგრძობს მათი წარმატებული სვლის ხელშეწყობას.

 

დაკვნითი ფიქრები

თაყვანს ვცემ „ელიტური” მოთამაშეების ორივე კატეგორიას. უნივერსალებს პრაქტიკულად შეუზღუდავი ცოდნა აქვთ ყველა სახის თამაშებში. ყველაზე წარმატებული „ფარული” სპეციალისტები კი იმდენს ახერხებენ, რომ მათი რეალური ძალა შეუმჩნეველი რჩება მეტოქეთა უმეტესობისთვის. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში