ავტორიზაცია
რორი იანგი და რიჩ ალატი

პოკერის მოთამაშეების მორიგი სანაძლეო

ორმა პოკერის მოთამაშემ, რორი იანგმა და რიჩ ალატიმ, $100 000-იანი სანაძლეო დადეს. პოკერის სამყაროს მრავალი ნაძლევი ახსოვს, მაგრამ მეგობრების მიერ წამოწყებული საქმე საღ აზრს სცდება. ალატი ერთი თვის განმავლობაში უშუქო აბაზანაში იცხოვრებს, უფრო დეტალური პირობები კი ასეთია:

  • ალატიმ 30 დღე უნდა გაატაროს აბაზანაში, რომელშიც შუქი არ იქნება 
  • აბაზანაში ლოგინი, ტუალეტი, მაცივარი და თავისთავად აბაზანა იქნება
  • მას არ აქვს აბაზანიდან გამოსვლის უფლება
  • მას არ აქვს ადამიანებთან კონტაქტის უფლება
  • მას არ აქვს ელექტროხელსაწყოების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების უფლება
  • ის არ არის შეზღუდული ჭამაში

სანაძლეოს კოეფიციენტი ერთი ერთთან არის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ალატი გაძლებს 30 დღე, მიიღებს $100 000-ს, თუ ვერ გაძლებს - იმავე ოდენობის ფული იანგს შეხვდება.