ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
პოკერის წარმატებული მოთამაშის ხუთი თვისება
პოკერის პროფესიონალები ჭრელი ხალხია, ტელეეკრანების გმირ ფილ ჰელმუთით დაწყებული და ონლაინთამაშების ვარსკვლავ ფედორ ჰოლცით დამთავრებული. თუმცა, უმაღლესი კლასის მოთამაშეებს რამდენიმე საერთო თვისება აქვთ, რომლებიც დიდ როლს ასრულებს მათ წარმატებაში. მე გამოვარჩიე ხუთი, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომლებისკენ სწრაფვაც ნამდვილად მისასალმებელია.
ავტორი
დაგ პოლკი

თვითკონტროლი

სიის სათავეში თვითკონტროლია. მარტივად რომ ვთქვათ, დისციპლინირებულობით შეგიძლიათ შორს წახვიდეთ პოკერში, ისევე, როგორც მთლიანად ცხოვრებაში. ეს ყველაზე კარგად ჩანს თამაშიდან თავისუფალ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს თამაშის შესწავლასა და ვარჯიშთან მიმართებით. ბევრი ჩვენგანი დაეთანხმება მოსაზრებას, რომ პოკერის თამაში უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი შესწავლა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს უკანასკნელი პირველს უფრო მომგებიან და დამაკმაყოფილებელ საქმიანობად აქცევს. აიკ ჰაქსტონი და ერიკ საიდელი ისეთი მოთამაშეების ბრწყინვალე მაგალითებია, ვინც არასდროს წყვეტდა მუშაობას და სწორედ ამის გამო რჩებოდა პოკერის მწვერვალზე.

თუმცა, პოკერში არის სხვა ელემენტებიც, რომლებიც თვითკონტროლს მოითხოვს. დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესული ფოლდიკარტის დაყრა, გათამაშებიდან გასვლა, ცუდი მაგიდიდან ადგომა და თამაშის შეწყვეტა, როცა ის კარგად არ მიგდით, სწორი ქმედებებია, რომლებიც თვითკონტროლის ასამაღლებელ ვარჯიშებს მოითხოვს.

  

ემოციური მოქნილობა

პოკერში დისპერსიის არსებობა იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად გექნებათ ჩავარდნებიც (ე.წ. დაუნსვინგები), მაშინაც კი, როცა სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ. უმაღლესი კლასის მოთამაშეები დიდ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს ხარჯავენ დისპერსიისადმი სწორი ემოციური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. ისინი მედგრად ხვდებიან რთულ პერიოდებს და დადებით განწყობას ინარჩუნებენ მაშინაც კი, როცა შემდეგი კარტი თითქოს კარგს არაფერს ჰპირდება. ემოციურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოკერში გრძელვადიანი წარმატების მიღწევისათვის.

 

გონივრული მიდგომა ფულისადმი

პოკერს ხშირად გაზვიადებულად აღწერენ, როგორც დიდფსონიანი თამაშებისა და მდიდრული სასტუმრო აპარტამენტების სამყაროს. თუმცა, პოკერის პროფესიონალთა უმეტესობის ცხოვრება საკმაოდ ზომიერია და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებებით ხასიათდება. მოთამაშეები, რომლებიც პოკერის მწვერვალებს აღწევენ, ამას სწორედ ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვსს გონივრული მართვით ახერხებენ.

ძალიან ბევრი მოთამაშე გაკოტრდა მხოლოდ იმიტომ, რომ ისეთ თამაშებში მონაწილეობდნენ, რომლებისთვისაც საკმარისი ფული არ ჰქონდათ.

იმის გამო, რომ დისპერსია პოკერის განუყოფელი ნაწილია, საუკეთესო მოთამაშეები ცდილობენ, ფინანსურად მზად დახვდნენ ჩავარდნის პერიოდებს და ამით მინიმუმამდე შეამცირონ მათი უარყოფითი შედეგები. გარდა საკუთარი შესაძლებლობებისა, ბევრი მოთამაშე ცდილობს, სხვა გზებითაც მოიპოვოს ფინანსური სტაბილურობა და თავის თამაშს ყიდის ან ბეკერს (დამფინანსებელს) უთანხმდება.

გრძელვადიანი სტაბილურობა ასევე მოითხოვს გონივრულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს თამაშს მიღმა. მოთამაშე არ უნდა ფიქრობდეს, რომ დიდ ფსონებზე მოთამაშის მდიდრულ ცხოვრებას იმსახურებს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ დიდ ტურნირში გაუმართლა. პირიქით, დიდი ფულის მოგების შემდეგ მნიშვნელოვანია მისი გადადება ბანკროლითანხა, რომელიც მოთამაშეს თამაშისას აქვსსთვის – ბოლოს და ბოლოს, პოკერში ფული უფრო დიდი ფულის მოსაგები ინსტრუმენტია.

 

ინტელექტი

სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ პოკერში წარმატება ინტელექტს უკავშირდება. მაგალითად, დიდფსონიანი თამაშების რეგულარული მოთამაშე პრატიუშ ბუდიგა ბავშვობაში ვუნდერკინდად იყო აღიარებული და მართლწერის (ე.წ. სპელინგის) ეროვნულ შეჯიბრშიც კი გაიმარჯვა (Scripps National Spelling Bee). ვანესა სელბსტი ფულბრაიტის სტიპენდიით ანუ სრული დაფინანსებით სწავლობდა იელის უნივერსიტეტში. ტურნირების ბევრ წარმატებულ გერმანელ მოთამაშეს შთამბეჭდავი აკადემიური განათლება აქვს.

თუმცა პოკერში წარმატებისთვის სულაც არაა აუცილებელი, რომ გენიოსი ან უმაღლესი კლასის სტრატეგი იყოთ. დღეს ინტერნეტში დიდძალი სასწავლო მასალა არსებობს, რომელიც მოიცავს ყველაფერს, პოკერის ძირითადი პრინციპებიდან ყველაზე დახვეწილ სტრატეგიებამდე. ასე რომ, ნუ შეშინდებით, თუ ბუნებამ გამორჩეული ინტელექტით არ დაგაჯილდოვათ. შრომისმოყვარეობით ხშირად უკეთესი შედეგების მიღწევა შეიძლება, ვიდრე მხოლოდ ინტელექტით.

 

იღბალი

პოკერის ნებისმიერი წარმატებული პროფესიონალი მოთამაშე მოგითხრობთ გადამწყვეტი მომენტის შესახებ, როცა სუფთა იღბალი დაეხმარა მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე.

იმას როდი ვამბობ, რომ წარმატებული მოთამაშეები თავიანთ მიღწევებს მხოლოდ გამართლებას უნდა უმადლოდნენ – ხანგრძლივ პერიოდში წარმატებულად თამაშს მაღალი კლასი სჭირდება. თუმცა, რეალობა ისაა, რომ იღბალი მართლაც ასრულებს დიდ როლს მოკლევადიან პერიოდში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხმრავალ ტურნირში მონაწილეობთ, სადაც დისპერსია დიდია. ჰკითხეთ ჯონ ჰესპს, ნახევრად პენსიონერ ბაბუას აღმოსავლეთ იორკშირიდან, როგორ მოხვდა სატელიტიტურნირი, სადაც მთავარი პრიზი სხვა, დიდ ტურნირზე თამაშის უფლებაას მოგებით 2017 წლის WSOP-ის მთავარ ღონისძიებაში და როგორ დაიკავა იქ მეოთხე ადგილი, $2,6-მილიონიანი ფულადი პრიზით.

დიდ მოთამაშეებს აქვთ იმის უნარი, რომ გააანალიზონ იღბლის ზემოქმედება თავიანთ შედეგებზე. კერძოდ, მათ შეუძლიათ, ცხადად განასხვაონ უიღბლობა და ცუდი თამაში და ამის შედეგად სცადონ საკუთარი თამაშის გაუმჯობესება. თქვენც ზუსტად ასე უნდა მოიქცეთ. იყავით მშვიდად, როცა იღბალი ზურგს გაქცევთ, ხოლო როცა შეცდომებს უშვებთ, ეცადეთ, სწორი დასკვნები გამოიტანოთ. ♠

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში