ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
პოკერნომიკა
ავტორი
ედ მილერი

უკვე ათ წელზე მეტია, რაც მე და ჩემი ცოლი შვებულებას ერთსა და იმავე ადგილას ვატარებთ. ცოტა ხნის წინ ჩემმა ცოლმა მკითხა, რაკი ასე ხშირად დავდივართ, იქნებ ჯობდეს, რომ აქ დასასვენებლად საკუთარი სახლი ვიყიდოთო. თავდაპირველად ეს იდეა არ მომეწონა, რადგან მისი ხორცშესხმა გარკვეულ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესსა და ენერგიას მოითხოვდა, თუმცა, მერე ჩემმა ცოლმა ერთი საინტერესო არგუმენტი მომიყვანა იმის საჩვენებლად, თუ რატომ შეიძლებოდა, იქ სახლის ყიდვა სწორი ინვესტიცია ყოფილიყო.

ეს არცთუ ისე ცნობილი ტურისტული ადგილია. იქ არის რამდენიმე სასტუმრო, რამდენიმე მოტელი და ტურისტული ინფრასტრუქტურის კიდევ რამდენიმე შემადგენელი ნაწილი. მაგრამ ადგილობრივი ეკონომიკა ტურიზმზე არაა აგებული და არც გარემოა განსაკუთრებულად ტურისტებისთვის გათვლილი.

ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია ვამჩნევთ, რომ ნელ-ნელა გარედან ინვესტიციების შემოსვლა დაიწყო. პირველ რიგში, ქალაქში შეიქმნა დიდი პარკი, საზოგადოებრივი მოხმარების მრავალრიცხოვანი ობიექტებით, რომელთა რიცხვი დღეს გაცილებით მეტია იმაზე, რასაც ამ სიდიდის ქალაქებში ვხვდებით. ამას გარდა, ისიც შევამჩნიეთ, რომ სასტუმროთა რამდენიმე მსხვილმა ქსელმა აქ თავისი სასტუმროების შენება დაიწყო.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით ეს გარე ინვესტიციები აქაური სახლების ფასებზე გავლენას ვერ ახდენს. ჩემი ცოლის აზრით, თუ სახლს ამ პოზიტიური სიახლეების მახლობლად ვიყიდით, მაშინ შეგვეძლება, ამ სიახლეებით ისე ვისარგებლოთ, რომ თავად მათ შექმნაში ფული არ დავხარჯოთ.

არ ვიცი, საბოლოოდ ვიყიდით თუ არა იმ ქალაქში სახლს, მაგრამ თავად იდეა ძალიან დამაჯერებელია. საუკეთესო სათამაშო შესაძლებლობების დიდი ნაწილი ზუსტად გარედან სისტემაში შემომავალი ფულის გამო ჩნდება.

მაგალითად, პოკერის ბუმი წინა ათწლეულის დასაწყისში სწორედ იმიტომ მოხდა, რომ პოკერის სამყაროში ორი უდიდესი ცვლილება განხორციელდა. პირველი – პოკერის ტელერეპორტაჟები, ყველასათვის მოულოდნელად, საოცრად პოპულარული გახდა და თანამედროვე პოკერის სამყაროში მილიონობით ადამიანი მოიზიდა. და მეორე – ონლაინპოკერმა თამაში ახალგამოჩეკილ მოთამაშეთა ამ უზარმაზარი არმიისთვის იოლად ხელმისაწვდომი გახადა.

ამ ორმა ცვლილებამ სისტემაში დიდძალი ფულის შემოდინება გამოიწვია. პირველ რიგში, ეს იყო ფული, რომელსაც პროდიუსერები ხარჯავდნენ, რათა პოკერი ტელევიზიაში გადაეტანათ. შემდეგი იყო ფული, რომელსაც კომპანიები ამ ტელეშოუებში რეკლამისთვის ხარჯავდნენ. კიდევ, ეს იყო ფული, რომელსაც ონლაინსაიტები ახლად დარეგისტრირებული მოთამაშეების პრიზებსა და შვილობილი საიტების საკომისიოებზე ხარჯავდნენ, რათა ახალი დეპოზიტორები მოეზიდათ. დასასრულ, ეს იყო ფული, რომელიც ამ ახალ მოთამაშეებს მოჰქონდათ როგორც ცოცხალ, ისე ონლაინთამაშებში.

იმის მიზეზი, რომ ზოგმა მოთამაშემ იმ წლებში ძალიან დიდი ფული მოიგო, სულაც არ იყო ის, რომ თამაშები ბევრად უფრო იოლი იყო ვიდეოსაიტების გარეშე. თამაში რომ უფრო იოლი იყო, ამას სხვა მიზეზი ჰქონდა: მაშინ ყველა მოთამაშე დღევანდელებზე გაცილებით უფრო სუსტი იყო. 2003 წლის უძლიერესი მოთამაშეები ახლოსაც ვერ მივლენ 2017 წლის ლიდერებთან. ზოგიერთებმა მაშინ დიდი ფული იმიტომ მოიგეს, რომ სისტემაში დიდძალი ზედმეტი ფული ტრიალებდა. მარკეტინგზე დახარჯულ თითოეულ დოლარს მოჰქონდა $X ახალი ონლაინდეპოზიტის სახით ან $Y პოკერრუმებში შემოსული დამატებითი თანხის სახით. ხოლო ამ $X-ისა და $Y-ის გარკვეული ნაწილი იმ პერიოდის საუკეთესო მოთამაშეების ჯიბეებში ხვდებოდა.

ამ შემომავალი ფულადი ნაკადების გარეშე პოკერი უარყოფითი ფულადი ბალანსიერთი სტილით თამაში განსხვავებული კარტების დროს. ასეთი თამაშის შედეგად მეტოქეს უჭირს მოთამაშის ქმედებების გამოცნობას თამაშია. ცუდი მოთამაშეები წარმატებას ვერ აღწევენ და თანდათან წყვეტენ თამაშს, სხვები კი საკუთარ თამაშს ნელ-ნელა აუმჯობესებენ, რის შედეგადაც დიდი ფულის მოგების პერსპექტივა სულ უფრო უფერულდება.

არ გეგონოთ, იმას ვამბობდე, რომ იმ პერიოდში – და რომელიმე სხვა პერიოდშიც – მოთამაშეთა უმეტესობა იგებდა. ცხადია, ეს შეუძლებელია. მაგრამ პოკერის სამყაროში შემოსული დამატებითი ფული ძლიერ მოთამაშეებს მოგებას უიოლებდა, ხოლო ელიტარული მოთამაშეებისთვის პოკერს ადრინდელზე გაცილებით უფრო მომგებიან საქმიანობად აქცევდა.

ეს პრინციპი – ამოიცანი დარგები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს დიდძალი ინვესტიციები და/ან მარკეტინგი, რომელიც ადამიანის ინდივიდუალური მონაწილეობის საშუალებასაც იძლევა – მშვენიერი ფორმულაა მომგებიანი შესაძლებლობების მოსაძებნად. იმ მომენტისთვის, როცა DraftKings-მა და Fanduel-მა 2015 წელს ყველა სარეკლამო ადგილი იყიდეს ყველა არხზე, ელიტარული მოთამაშეებისთვის უკიდურესად მომგებიანი შესაძლებლობები არსებობდა. ანალოგიურ შესაძლებლობებს იძლევა დღევანდელი კრიპტოვალუტაც – ჩნდება გარედან მოსული დიდძალი ინვესტიციები და პოკერში მოდის უამრავი მოთამაშე, თამაშის კლასის ფართო ვარიაციებით (თუ ელიტარულ მოთამაშედ გახდომას არ გეგმავთ, ჯობია, თამაში არც დაიწყოთ).

დავუბრუნდეთ პოკერს. პოკერის ბუმი დასრულდა და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს არ განმეორდება, მაგრამ თქვენ მაინც შეგიძლიათ თქვენი შედეგების გაუმჯობესება ამ იდეების გამოყენებით. პოკერის სამყაროში ახალი ფულის დიდ ნაკადებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ იქნება წვრილ-წვრილი ნაკადულები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

 

ახალი სამართლებრივი სივრცეები პოკერისთვის

ყოველთვის, როცა რომელიმე ადგილას პოკერი ლეგალური თამაში ხდება, არის პერიოდი, როცა ახალ პოკერრუმებში ფულის შედინება იწყება და თამაშები სულ უფრო უმჯობესდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ახალი ადგილი დიდი, მდიდარი რეგიონია, როგორიც ფლორიდა იყო რამდენიმე წლის წინ, ან როცა თამაშის ოფიციალურად აღიარებას მნიშვნელოვანი მარკეტინგული სამუშაო მოჰყვება.

იგივე შეიძლება ითქვას ონლაინთამაშებზეც. დღეს შეერთებულ შტატებში ონლაინპოკერი მხოლოდ შეზღუდული სახით არსებობს. იქ, სადაც ის ნებადართული გახდა, ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ თამაშის მასშტაბები სწრაფად შემცირდა. თუმცა, თუ პოკერი დაუშვეს ისეთ ადგილებში, როგორებიცაა კალიფორნია, ნიუ-იორკი, ტექსასი ან ფლორიდა, ვფიქრობ, პოკერის ადგილობრივ სისტემებში დიდძალი ფული დატრიალდება.

 

დიდი, დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესებითი ღონისძიებები

თუ ერთ ჩვეულებრივ სამშაბათს ლას-ვეგასში ჩახვალთ და პოკერის კარგი, მომგებიანი თამაშის მოძებნას შეეცდებით, შეიძლება ვერც იპოვოთ. მაგრამ თუ მონაწილეობას მიიღებთ ამ ქალაქში რეგულარულად გამართულ რომელიმე დიდ სათამაშო ღონისძიებაში (ისეთ დიდ ღონისძიებებს არ ვგულისხმობ, როგორიცაა პოკერის მსოფლიო სერია – World Series Of PokerWSOP (World Series Of Poker). პოკერის ყველაზე ძველი, მასშტაბური და პრესტიჟული ტურნირების სერია), სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. ეცადეთ, ითამაშოთ უიკენდის დიდ ტურნირებში. ან იპოვეთ ისეთი თამაშები, რომლებშიც მაღალშემოსავლიანი და რისკის მოყვარული მოთამაშეები მონაწილეობენ.

 

სპეციალური შეღავათები და ფრიროლები

ზოგჯერ პოკერრუმები ახალბედებისთვის სპეციალურ შეღავათებს აწესებენ და ფრიროლ-ტურნირებსაც მართავენ. ამ შეთავაზებებს შორისაა დიდი ბედ-ბიტ-ჯეკპოტები, დიდი პრიზის მქონე ფრიროლები, დიდი და კარგად რეკლამირებული, მაგრამ რეგიონზე გათვლილი ტურნირების სერიები. ყველა ამ შემთხვევაში, პოკერის ეკონომიკაში ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ფული შედის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესის მოკლე, წინასწარ განსაზღვრულ მონაკვეთში. ალბათ ხვდებით, რომ თუ ასეთ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს ასეთ ადგილებში მოხვდებით სათამაშოდ, ხოლო ამ ღონისძიებების დასრულების შემდეგ, მსგავსი შესაძლებლობების მოსაძებნად სხვაგან გაემგზავრებით, თქვენი შედეგები გაცილებით გაუმჯობესდება.

 

დასკვნითი ფიქრები

ჩემი აზრით, სხვების მიერ განხორციელებული ინვესტიციების პირობებში საკუთარი მოგების ძიების იდეა მართებული და დასაფასებელია. როცა დიდი მოთამაშეები დიდ ინვესტიციებს აკეთებენ, ხშირად არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამ ინვესტიციებმა სარგებელი მხოლოდ მათ მოუტანოს. ხშირად, დიდძალი ფული მთელ სისტემაში მიედინება და გვერდებიდან ჟონავს კიდეც.

ასეთი სიტუაციები ხშირად ჩნდება და თუ რომელიმე მსგავს შემთხვევას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებთ, დიდი შანსია, რომ წარმატებას მიაღწევთ.

თუმცა, პოკერში ამ პრინციპის მომცრო ვერსია რეგულარულად ჩნდება. რაც უფრო მეტად ეძებთ და იყენებთ ასეთ შესაძლებლობებს, იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით ერთსა და იმავე პოკერრუმში, არცთუ ისე სახარბიელო პირობებში თამაშობდეთ, მით უკეთეს შედეგებს მიაღწევთ. ♠

 

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში