ავტორიზაცია

რაიან ტოსოკი WPT Five Diamond-ის ფინალურ 19 მოთამაშეს ლიდერობს

WPT Five Diamond World Poker Classic-ის $10,400-იან მთავარი ღონისძიების ფინალურ 19 მოთამაშეს 3,492,000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენებათ ამერიკელი რაიან ტოსოკი ლიდერობს.

ასპარეზობას ასევე აგრძელებენ ჯასტინ ბონომო (2,687,000), ჯეი სი ტრანი (1,806,000), ჯეიკ შინდლერი (1,289,000), ტეილორ პორი (661,000) და დევიდ Doc სენდსი (562,000).

ტურნირის ბაბლ-ბოი 2016 წლის November Nine-ის მე-8 ადგილოსანი ჯერი ვონგი გახდა. მისი ხელის ვალეტები ხელის მეფეების პირისპირ აღმოჩნდა და ვონგი 73-ე ადგილზე გავარდა.

მალე ტურნირს ჯო ჰაშემი, დევიდ ფამი, ანტონიო ესფანდიარი და სხვა ცნობილი მოთამაშეების გამოეთიშნენ, დღის ბოლოს კი ღონისძიებაში 19 მონაწილე დარჩა.

შეგახსენებთ, $10,400 Main Event 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, გამარჯვებული $1,938,118-ს მიიღებს.