ავტორიზაცია

რაინერ კემპემ $900 000 მოიგო

ბაჰამის კუნძულები წლის პირველ მნიშვნელოვან ღონისძიებათა სერიას PokerStars Caribbean Adventures-ს მასპინძლობს. ერთ-ერთი ჰაიროლერის გამარჯვებული გერმანელი პროფესიონალი რაინერ კემპე გახდა, პირველი ადგილისთვის მან $908 100 მიიღო.

ჰაიროლერზე, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად $50 000-ს შეადგენდა, 64 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც სტივენ ჩიდვიკი, კრისტოფ ფოგელსანგი, შტეფან ზონთაიმერი, ჯეისონ კუნი, ბილ პერკინსი და დენიელ დვორესი არიან.

ფინალურ ჰედზაპში კემპემ ამერიკელი სუპერმოთამაშე ალექს ფოქსენი დაამარცხა, მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან $651 980 შეხვდა.