ავტორიზაცია
რე-ბაი ტურნირების სტრატეგია

ტურნირის ეს ფორმატი შესაძლებლობას გვაძლევს, საწყის ეტაპზე (ძირითადად, დაწყებიდან 1 საათის განმავლობაში), სრული სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობას წაგების მიუხედავად, გავაგრძელოთ თამაში და თავიდან შევისყიდოთ ჩიპები. ამ სპეციფიკის შესაბამისად, შეგვიძლია, ტურნირის სტრატეგია ორ ნაწილად გავყოთ. საწყის ეტაპზე ჩიპების ღირებულება განმეორებით შესყიდვის გამო გაცილებით დაბალია, ვიდრე ტურნირის შუა და გვიან პერიოდში.

რე-ბაი ტურნირი ონლაინპოკერის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ტიპის ტურნირები მანამდე არ არსებობდა, თუმცა მან ფეხი უფრო ონლაინ პოკერრუმებში მოიკიდა, სადაც ნებისმიერი ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებადს ტურნირის რე-ბაის ფორმატი არსებობს. უფრო გამოცდილი მოთამაშეები მარტივად მიხვდნენ, რომ რე-ბაის პერიოდი (ტურნირის დაწყებიდან პირველი საათის განმავლობაში) ტურნირის განსხვავებული თამაშია.

იმის მიუხედავად, რომ ამ ფორმატის ტურნირები დიდი ხანია პოპულარულია, ბევრმა მოთამაშემ მაინც ვერ ისწავლა, მას როგორ უნდა შეეწყოს. არ არის საჭირო ბევრი რე-ბაის გაკეთება იმისთვის, რომ სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა გაზარდოთ, უბრალოდ უნდა ეცადოთ, თავდაცვითი სტრატეგია გამოიყენოთ ჩიპების დასაგროვებლად მინიმალური დანახარჯებით. არსებობს რამდენიმე განსხვავება რე-ბაი და ფრიზაუტ ტურნირებს შორის – იმედია, ეს სტატია დაგეხმარებათ, დახვეწოთ თქვენი უნარები რე-ბაი ტურნირის თამაშის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს და მის გვიან ეტაპზე უფრო დიდი სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობათ აღმოჩნდეთ.

ზოგადი სტრატეგია

გადადით თამაშის ნორმალურ სტრატეგიაზე, როდესაც ერთი რე-ბაის ზომა ჩიპები გაკლიათ. მოახდინეთ მაქსიმალური ზეწოლა ნებისმიერ წყვილში, როდესაც ლიმპერები ან მოთამაშეები, რომლებიც კარტს ყრიან, შევიდნენ ბანკში პრეფლოპზე. დაქოლეთ რეიზიფსონის გაზრდა მხოლოდ მაქსიმუმ დიდი ბლაინდისავალდებულო ფსონი, რომელსაც დარიგებამდე შედის დილერისგან მარცხნივ მეორე პოზიციაზე მჯდომი მოთამაშე. ასევე უწოდებენ ამ პოზიციასაც და ამ მოთამაშესაც. ეს პოზიცია მოძრაობს საათის ისრის მიმართულებითს 8x ზომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფოლდეთ. აქტიურად გაათამაშეთ ნებისმიერი ორი ნახატი კარტი პრეფლოპზე, თუ თქვენამდე ბლაინდისავალდებულო ფსონები, რომლებსაც იხდის დილერის მარცხნივ მჯდომი ორი მოთამაშე კარტის დარიგებამდეს 6x ზომა რეიზიფსონის გაზრდა არ გაკეთებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფოლდეთ. გაზარდეთ ფსონი 4x ნებისმიერ ტუზში, თუ თქვენამდე რეიზიფსონის გაზრდა არ გაკეთებულა, თუ არა - დაფოლდეთ. დაქოლეთ ერთი ფერის ტუზში რეიზიფსონის გაზრდა, თუ ის თქვენი სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობას 50 %-ს არ აღემატება. გაითვალისწინეთ, რომ ედონის შესაძლებლობა გაქვთ, როდესაც თქვენი სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა საწყის რაოდენობაზე ნაკლებზე ჩამოვა. თქვენ უფრო მეტად უნდა დაქოლოთ, რადგან რე-ბაის და ედონის შესაძლებლობა გაქვთ. შეაფასეთ თქვენი ხელი ფლოპიპირველი სამი კარტი, რომლებიც მაგიდის ცენტრში ერთდროულად რიგდება და იხსნებას შემდეგ და განსაზღვრეთ, გსურთ თუ არა მასში ინვესტიციის ჩადება. რე-ბაის პერიოდის დასრულების შემდეგ ედონის პერიოდი დაიწყება. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, თუ დამატებითი ჩიპები საგრძნობ უპირატესობას მოგცემთ. ზოგადი წესია - თუ ედონი თქვენი სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობას 10 %-ზე ნაკლებია და სხვა მოთამაშე ჩიპების რაოდენობაში ვერ გისწრებთ, მაშინ არ დაიმატოთ ედონი. თუ შეგიძლიათ გახდეთ ტურნირის ჩიპლიდერიმოთამაშე, რომელსაც მოცემულ მომენტში ყველაზე მეტი ჩიპი აქვს ან ედონის რაოდენობა თქვენს სტეკს 10%-ზე მეტად გაზრდის, მაშინ დაიმატეთ იგი.

ადრეული ეტაპი

ამ ფორმატის ტურნირის ადრეულ ეტაპებზე გირჩევთ რომ, არ მოიპაროთ ბლაინდები ან არ იბრძოლოთ მცირე ბანკების მოსაგებად, რადგან ამას არც ისე დიდი მნიშვნელობა ექნება ტურნირის მოსაგებად. თუ თქვენ ძლიერი ხელი მოგივათ, გააკეთეთ სოლიდური რეიზიფსონის გაზრდა და იმედი გქონდეთ, რომ ვინმე სუსტი ტუზიტუზი დაბალი კიკერითთ თამაშში გამოგყვებათ. შემდეგ კი შეეცადეთ, მათ კარტი დაყარონ. სხვა შემთხვევაში ზედმეტი მანევრები ამ ეტაპზე გამართლებული არაა.

რე-ბაი ეტაპის მიმდინარეობისას თქვენი სათამაშო დიაპაზონი „ლუზ-პასიური“ სტილის მსგავსია. ასეთ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს გამართლებულია ლიმპიდარიგების შემდეგ გათამაშებაში ქოლით შესვლაფლოპიპირველი სამი კარტი, რომლებიც მაგიდის ცენტრში ერთდროულად რიგდება და იხსნებას ნახვა და საშუალო ხელებით პრეფლოპზე ქოლიმეტოქის ფსონის გათანაბრებას გაკეთება. იმ შემთხვევაში, თუ ფლოპზე ძლიერ ხელს ააწყობთ, შეძლებთ მაქსიმალური მოგების მიღებას ოპონენტებისაგან, ვინაიდან განმეორებითი შესყიდვის უფლების გამო ისინი სტეკებს ნაკლებად უფრთხილდებიან.

შუა ეტაპი

ამ ეტაპზე თამაში სიფრთხილით გამოირჩევა. შეეცადეთ, ოპონენტებზე ინფორმაციები შეაგროვოთ. გადამწყვეტი მნიშვნელობა მაგიდის დინამიკის სწორად აღქმას და პოზიციის გამოყენებას ენიჭება. მოერიდეთ ისეთ გათამაშებებში შესვლას, რომლის ბანკის კონტროლს ვერ შეძლებთ. სტრატეგიულად მიზანშეწონილია, აგრესიის დასაბალანსებლად ეფექტურად გამოიყენოთ მე-3 ბეტის ფუნქცია. გამხსნელი რეიზების სიხშირე დაახლოებით 15-18%-ია საერთოდ დარიგებული კარტის. იყავით მეტად აგრესიული შორტ-სტეკ ოპონენტებთან ბაბლის პერიოდში. მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა ასეთ დროს ფრთხილ თამაშს ამჯობინებს, რათა საპრიზო ადგილებზე მოხვდნენ, ეს ინფორმაცია კი ეფექტურად უნდა გამოიყენოთ მათივე ექსპლუატაციისათვის.

გვიანი ეტაპის სტრატეგია

გვიან ეტაპზე სათამაშო უნარები ყველაზე აქტიურად იჩენს თავს. ჩვენ უნდა შევძლოთ და მაქსიმალურად სწორად განვსაზღვროთ ოპონენტის ხელების დიაპაზონი, სათამაშო სტილი და მისი დამოკიდებულება money jump-ებთან. ხშირად ოპონენტების სტრატეგიის გასაღები მათ მიდგომებშია, თუ რა მიზანი აქვთ ტურნირის ამ ეტაპზე - მიიღონ მცირედით მეტი ფულადი ჯილდო თუ ითამაშონ პირველობისთვის. მას შემდეგ, რაც ბაბლი გამოვლინდება, მცირე სტეკები განუწყვეტლივ დაიწყებენ ოლინების შესვლას და მათი ხელის დიაპაზონი საგრძნობლად გაიზრდება. ისინი ითამაშებენ ნებისმიერ ტუზში, სხვადასხვა ფერის კონექტორში და ნებისმიერ წყვილში. თუ თქვენ დიდი სტეკი გაქვთ და შეგიძლიათ გარისკოთ, ეცადეთ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა მცირე სტეკების იზოლაცია შეგიძლიათ.

რე-ბაი ტურნირის სტრატეგიის დაგეგმვა

სანამ პირველივე ხელი დარიგდება, უნდა განსაზღვროთ, საწყისი სტეკით ითამაშოთ თუ გაორმაგებულით. თუ სხვა მოთამაშეები თქვენს მაგიდასთან ამგვარად მოიქცნენ, მაშინ თქვენც ანალოგიურად უნდა იმოქმედოთ. თუ თავიდანვე ძალიან ძლიერი ხელი დაგირიგდათ, იმის შანსი, რომ სტეკი გააოთხმაგოთ, ძალიან მაღალი იქნება ხოლო თუ თამაშის დაწყებამდე რე-ბაი არ დაიმატეთ, მოგების შემთხვევაში თქვენი ოპონენტების მსგავსი სტეკი გექნებათ. თუ შეგიძლიათ, რომ ჩიპები თავიდანვე დაიმატოთ, ასეც მოიქეცით, რათა მოგვიანებით გაორმაგების შემთხვევაში, ამან ემოციურად არ დაგაზარალოთ!

ბანკროლი

 

კარგი ბალანსი არის მაშინ, როდესაც თითოეული ტურნირისთვის მინიმუმ 4 ან 5 ბაი-ინის თანხა გაქვთ განსაზღვრული. ამ შემთხვევაში უფრო კომფორტულად ითამაშებთ, თუნდაც მას შემდეგ ერთი ტურნირიდან გამოვარდეთ. თქვენი ბანკროლი უნდა შეესაბამაბოდეს თქვენ მიერ დაგეგმილი ტურნირების თამაშის რაოდენობას, იმისთვის რომ საპრიზო ადგილზე ან ფინალურ მაგიდასთან მოხვედრა შეძლოთ. 

პირველი საათის დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ, ედონი დაიმატოთ. ბევრი ახალი მოთამაშე კითხულობს, თუ როდის შეუძლია ამის გაკეთება. სინამდვილეში კი შეკითხვა სხვანაირად უნდა დაისვას რა პირობებში შეიძლება, რომ ედონი არ გააკეთოთ!

არსებობს ორი მიზეზი, თუ რატომაც შეიძლება არ გააკეთოთ ედონი. პირველი როდესაც თქვენი სტეკი იმდენად მცირეა, რომ გარისკვადაც არ ღირს ოლინის შესვლა (გირჩევთ, მაინც დაიმატოთ ედონი იმისთვის, რომ მოახერხოთ ეფექტურ სტეკამდე გაძლიერება). მეორე მიზეზი ისაა, რომ ედონის დამატება  განსაკუთრებულს არაფერს მოგიტანთ, რადგან უკვე ისედაც ძალიან დიდი სტეკი გაქვთ. კონკრეტულად ამის თქმა შეუძლებელია, თუმცა, როგორც წესი, თუ თქვენი სტეკი ედონის ათ პროცენტზე ნაკლები ან საშუალო სტეკზე ორჯერ მეტია, მაშინ ედონის დამატება მიზანშეწონილი არაა ფულის დაზოგვის ინტერესიდან გამომდინარე, თუნდაც ეს თანხა თქვენი ბანკროლისთვის არაფერს წარმოადგენდეს!

ოპონენტებზე თელზების და ინფორმაციების მნიშვნელობა

ფრიზაუტის ფორმატის ტურნირში შეიძლება სულ არ დაგჭირდეთ, რომ მის ადრეულ ეტაპზე ყურადღება მიაქციოთ თქვენს მეტოქეებს. სავარაუდოდ, ამ დროს ხანგრძლივი თამაში არ მოგიწევთ და სხვა დანარჩენი მოთამაშეებიც სწორხაზოვნად გააგრძელებენ თამაშს. თუმცა რე-ბაი ტურნირებში ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად დააკვირდეთ თქვენს ოპონენტებს, რადგან მათი შემადგენლობა შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. მას შემდეგ, რაც გაარკვევთ, ვინ თამაშობს უფრო გახსნილად და აგრესიულად, ადვილად შეძლებთ ამ ინფორმაციის თქვენ სასარგებლოდ გამოყენებას. ამიტომაც, უბრალოდ არ გადახვიდეთ ავტოპილოტის რეჟიმზე ტურნირის ადრეულ ეტაპებზე, არამედ კარგად დააკვირდით მოწინააღმდეგეებს და დაიმახსოვრეთ მათი თამაშის თავისებურებები.

 

ოპონენტის წაკითხვა ადრეულ და შუა პერიოდში 

რე-ბაი ტურნირების ადრეულ ეტაპზე, როდესაც მოთამაშეებს განმეორებითი შესყიდვის შესაძლებლობა აქვთ, ისინი გაცილებით ფართო დიაპაზონით შედიან გათამაშებებში. საწყის ეტაპზე ოპონენტების უმრავლესობა საკუთარ იმიჯს პოლარიზებულად წარმოაჩენს, არიან ან ღიად აგრესიულები სტეკის დასაწყისშივე გაორმაგებისათვის ან თამაშობენ თაითად და მხოლოდ უძლიერესი ხელებით ცდილობენ ჩიპების მოგებას. ჩვენი შეხედულებები ადრეულ ეტაპზე ოპონენტების თამაშის შეფასებისთვის სწორედ ამ ორ ფაქტორზეა დამოკიდებული. ტურნირის დასაწყისში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გააკეთოთ ლიმპი ადრეული პოზიციიდან, ასევე შეხვიდეთ მრავალმხრივ ბანკებში ერთი ფერის კონექტორებით შუა და გვიანი პოზიციიდან. იაფად და ხშირად ფლოპის ნახვა რე-ბაი პერიოდში მიზანშეწონილია, რათა იმ შემთხვევაში, თუ ფლოპზე ძლიერ კომბინაციას ავაწყობთ, დიდი ალბათობით, მომდევნო რაუნდებში (თერნი, რივერი), ოპონენტების ღია თამაშის წყალობით მაქსიმალური მოგება მივიღოთ. ასეთ შემთხვევაში მათი თამაში ადვილად პროგნოზირებადია.

მას შემდეგ, რაც რე-ბაი პერიოდი დასრულდება, თამაშის დინამიკა და აგრესია დაიკლებს. განსხვავებით საწყისი ეტაპისაგან, ამ შემთხვევებში ბლაინდების მოპარვა, დაცვა და პოზიციების ეფექტური გამოყენება გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება. ტურნირის ამ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება მე-3 ბეტის ფუნქცია. გამხსნელი რეიზების წინააღმდეგ ეფექტური თამაშისათვის აუცილებელია ოპტიმიზებული მე-3 ბეტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მრავალმხრივი ბანკია.

 

სტეკის ზომის მნიშვნელობა და ცვლილება

ხშირად, მოთამაშეები, რომლებიც სწრაფად კარგავენ ეფექტურ სტეკს და 25 დიდ ბლაინდზე დაბლა ჩამოდიან, ფსიქოლოგიურ წონასწორობას კარგავენ და ცდილობენ, მაქსიმალურად სწრაფად დაიბრუნონ უწინდელი მდგომარეობა. როგორც წესი, ასეთი გაუაზრებელი მცდელობები ტურნირიდან გამოთიშვით სრულდება და არა სტეკის გაორმაგებით. დაიმახსოვრეთ, 25 ბლაინდზე ნაკლები სტეკით თამაშიც საჭიროებს ოპტიმიზაციას, შესაბამისად, უნდა შევარჩიოთ ხელსაყრელი მომენტი და მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ ოპონენტზე. თუ ჩვენი სტეკი არის 10-15 დიდი ბლაინდი, ოპონენტის გამხსნელ რეიზზე ქოლის ან რირეიზის ნაცვლად, რეკომენდებულია ოლინის გაკეთება, რადგან .. ფუშ-ფოლდ სიტუაციაში ვიმყოფებით.

მცირე სტეკის იზოლაცია

 

როგორც რეგულარული MTT- შემთხვევაში, რე-ბაი ტურნირებშიც მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ 10-15 დიდი ბლაინდი, ცდილობენ სწრაფად გააორმაგონ თავიანთი სტეკი, შესაბამისად, თქვენ ნახავთ ხშირად გაკეთებულ ოლინებს. ასეთ შემთხვევებში კარგი ხელებით (საშუალო და მაღალი წყვილები; ძლიერი ტუზები), როდესაც ჩვენი მოქმედების დრო მოვა და შორტ-სტეკ ოპონენტს ოლინი ექნება გაკეთებული, რეკომენდებულია, მოვახდინოთ იზოლაცია მეტი აგრესიით, რათა გამოვთიშოთ სხვა ოპონენტები და დავრჩეთ ჰედზაპში.

ლიმპით შესვლა (ძლიერი და მარგინალური ხელები)

 

ფრიზაუტში ლიმპით შესვლა სუსტ კონექტორში ცუდი თამაშია, მაშინ როდესაც რე-ბაი ტურნირზე ეს ასე არაა. სხვადასხვა ფერის 9-7-იანი, რომლის გადაყრაც სტანდარტული მოქმედებაა, აქ შეგიძლიათ გალიმპოთ (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მაგიდა ძალიან აგრესულია და თქვენ შემდეგ სავარაუდო რირეიზი დაგხვდებათ). რატომ? პირველი რე-ბაი პერიოდი საშუალებას გაძლევთ, უფრო სწორად გაათანაბროთ რეიზები უბრალოდ, იმდენს არ რისკავთ იმისთვის, რომ კარგად მოედოთ სპეკულატიურ ფლოპებს, მაშინ როდესაც სტეკის შევსება ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ. მეორე როგორც წესი, მოთამაშეები უფრო გახსნილად თამაშობენ პრეფლოპზე რე-ბაის პერიოდში, ამიტომაც შანსები იმისა, რომ უზარმაზარ ბანკს წამოიღებთ, თუ ფლოპს კარგად მოედებით, გაცილებით იზრდება.


ფრიზაუტში ძლიერი ხელით ლიმპით შესვლა თვითმკვლელობის ტოლფასია. იმის მიუხედავად, თქვენ მერე რეიზი იქნება თუ არა, სტეკები იმდენად დიდია, რომ როგორც წესი, უფრო მეტი თანხის მოგება გაგიჭირდებათ. რე-ბაის ფორმატში მოთამაშეები უფრო მეტს რისკავენ და ბევრ ოლინს შედიან პრეფლოპზე სხვადასხვა დიაპაზონის ხელებით. აგრეთვე, თუ თქვენ შემდეგ რეიზი არ იქნება, თქვენს ოვერწყვილს უფრო მეტი ველიუ აქვს პოსტფლოპზე, რადგან ოპონენტები უფრო მეტად შევლენ სტეკს სუსტ ხელებში პრეფლოპზე რე-ბაის ფორმატში, ვიდრე ფრიზაუტის დროს.

ბლეფის პერსპექტივა

 

ბლეფის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ოპონენტებს უფრო ძლიერი ხელი დააყრევინოთ. ზუსტად ამით იზომება ბლეფის სარგებლიანობა. რე-ბაის ფორმატში მოთამაშეების ძალიან მცირე რაოდენობა დაყრის თავის ხელს იმის მიუხედავად, თუ რამხელა ზეწოლას განახორციელებთ მათზე. არსებობს გამონაკლისებიც თუ ორივე თქვენგანს განსაკუთრებით დიდი სტეკი გაქვთ, ან უბრალოდ ბორდი მათთვის ძალიან საშიშია. ამ დროს ბლეფმა შეიძლება იმუშაოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში იგი  დაგაზიანებთ. გაუფრთხილდით თქვენს ჩიპებს უფრო კარგი მომენტისთვის.

ოლინი ველიუს მისაღებად

ეს არ არის უმაღლესი მათემატიკა, თუმცა ბევრმა მოთამაშემ არ იცის. რე-ბაის პერიოდში ძალიან ბევრი მოთამაშე უბრალოდ არ ყრის ტოპ წყვილს, საშუალო სიძლიერის დრო ხელს და . . ასეთ პირობებში არ არის საჭირო ზედმეტი მოძრაობა. უბრალოდ ოლინის შესვლა პირდაპირ ან ჩეკის შემდეგ საშუალო სიძლიერის ან ძლიერ ხელებში დიდ მოგებას მოგიტანთ გრძელვადიან პერიოდში. რე-ბაის დროს არ არის საჭირო ჩასაფრებული თამაში ადვილად შეგიძლიათ ოვერბეტიც შეხვიდეთ მაშინ, როდესაც თქვენს ოპონენტს ჩიპები აქვს და თქვენთან ერთად ბორდს მოედო.

სპეკულატიური ქოლი პრეფლოპსა და პოსტფლოპზე

 

რე-ბაის ფორმატი უფრო ქეშ-გეიმს ჰგავს, ვიდრე ტურნირს. როგორც წესი, თქვენ შეგიძლიათ უფრო ფართო დიაპაზონის ხელები გაათამაშოთ რეიზებში, ვიდრე ამას ფრიზაუტის ტიპის ტურნირებში შეძლებდით. თქვენ არა მარტო შეგიძლიათ, სწრაფად გაზარდოთ თქვენი სტეკიმოთამაშის ჩიპების მთლიანი რაოდენობა – შეამციროთ რა წაგების რისკი, რაც ამგვარ რისკიან თამაშს მოსდევს – არამედ ოპონენტები თანხას უფრო მეტად გადაგიხდიან  მაშინ, როდესაც ბორდს მოედებით და გახსნილი მოთამაშის იმიჯისხვა მოთამაშეების წარმოდგენა შენზე გექნებათ.

რე-ბაის პერიოდი ტურნირის საინტერესო და განსაკუთრებული ნაწილია. დაკვირვებულმა მოთამაშეებმა ეს განსხვავებები ადვილად შეიძლება გამოიყენონ თავიანთ სასარგებლოდ. იმედია, ამ ინფორმაციას გააანალიზებთ და მიხვდებით, თუ როგორ მიდგომას საჭიროებს რე-ბაის ფორმატი იმისთვის, რომ ნაკლები რისკით მაქსიმალური მოგება მიიღოთ.

თქვენ აღმოაჩენთ, რომ როდესაც ამ მითითებებს გაითვალისწინებთ, ტურნირის საფასური შეგიმცირდებათ.