ავტორიზაცია
სტრა­ტე­გი­ე­ბი და ანა­ლი­ზი
რჩევები WSOP-ისათვის
ავტორი
გევინ გრიფინი

წელსაც დადგა ეს დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს. პოკერის მსოფლიო სერია (WSOP) სადაცაა დაიწყება და ყველა ემზადება. მე ჩემი სათამაშო გრაფიკი უკვე შევადგინე – ძირითადად ვითამაშებ შერეული თამაშების ტურნირებს WSOP-ის საწყის ეტაპზე, შემდეგ კი ძირითად ღონისძიებაზეც დავრეგისტრირდები. წელს ძალიან აღელვებული ველი ყველა ამ ტურნირს, ალბათ ისევე, როგორც ყველა, ვინც WSOP-ს ესტუმრება.

წუხელ ჩვენს მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსზე ერთი ქალი თამაშობდა და სულ იმაზე ლაპარაკობდა, როგორი მღელვარებით ელოდება სერიის დაწყებას, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის მთავარ ტურნირში ითამაშებს. მისი სიტყვებია: „ეს ისაა, რაზეც ყველანი ვოცნებობთ”. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეც არის. დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანია, ვისაც პოკერის ტურნირებზე თამაში არ უყვარს, მაგრამ, თუ ერთი მაინც უნდა ითამაშოთ, ის ერთი სწორედ WSOP-ის მთავარი ღონისძიებაა.

თუ WSOP-ის ტურნირებში მონაწილეობას აპირებთ, კარგი იქნება, თუ მზად იქნებით იმისთვის, რაც იქ გელით. წლის ამ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს ყველაზე მეტ კითხვებს სწორედ ტურნირების შესახებ მისვამენ ხოლმე. კითხვები სხვადასხვანაირია და ყველა თამაშის სტრატეგიებსა და ტაქტიკას შეეხება, მაგრამ, მართალი გითხრათ, არა მგონია, რომ ახლა ამაზე მუშაობის დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს იყოს. ტურნირები უკვე ძალიან ახლოსაა, იქ კი ისეთი დაძაბულობაა გამეფებული, რომ არა მგონია, ამ ეტაპზე თამაშისადმი თქვენი მიდგომის შეცვლამ რაიმე სარგებელი მოგიტანოთ, მით უმეტეს, თუ პირველად აპირებთ თამაშს WSOP-ის ტურნირზე, რომელზეც გამარჯვებული სამაჯურით ჯილდოვდება.

ამას გარდა, ამ ეტაპზე არც ფსიქოლოგიურ მომზადებაზე კონცენტრირებას გირჩევთ. მომავალში გარკვეულ დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდესს დავუთმობ ჯარედ თენდლერის წიგნების სერიას, სახელად „მენტალური თამაშები პოკერში”, მაგრამ ტურნირების ასეთი სიახლოვისას ახალი მენტალური სტრატეგიების შესწავლას შეუძლია, სარგებლის მოტანის ნაცვლად, პირიქით, დაგაზარალოთ კიდეც.

თუ მაინც გინდათ სცადოთ და თქვენი თამაშის ამ ორი ასპექტიდან რომელიმე შეცვალოთ, მცირედით დაიწყეთ. ყოველდღე რაიმე პატარა ისწავლეთ, ნუ გადაიტვირთებით ახალი სტრატეგიებით და მენტალური თამაშებით.

თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი, რასაც შეგიძლიათ ყურადღება დაუთმოთ WSOP-ისთვის საუკეთესოდ მოსამზადებლად, ესაა ფიზიკური მომზადება. ოღონდ არც ამჯერად ვგულისხმობ საკუთარი დიეტის ან ფიზიკური ვარჯიშების სქემის მთლიანად შეცვლას, რადგან ეს თქვენს ორგანიზმს დამატებით სტრესს მოუტანს და ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. თუმცა, ზომიერი ცვლილებებით შეგიძლიათ უკეთ მოამზადოთ საკუთარი სხეული მრავალჯერადი ღონისძიებების ან ერთი დიდი ტურნირისთვის.

მოთამაშეები ხშირად არ ითვალისწინებენ ფიზიკურ სტრესს, რომელსაც პოკერის ტურნირი ახდენს, და სატურნირო პოკერისათვის ფიზიკურად სრულიად მოუმზადებლები მოდიან. ისინი ხედავენ, როგორ იგებს პუტკუნა, კაპიუშონიან მოსასხამში ჩაფუთნული მოთამაშე ტურნირს, და ჰგონიათ, რომ მისთვის მოსამზადებლად ფიზიკური ვარჯიშები საერთოდ არაა საჭირო. და ძალიანაც ცდებიან. გრძელი სათამაშო დღეების (და ღამეების) განმავლობაში კონცენტრაციის შენარჩუნების უნარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც პოკერის მოთამაშეს უნდა ჰქონდეს, რათა WSOP-ში წარმატებას მიაღწიოს.

თუ დილით ადრე იღვიძებთ, წელს ცოტაოდენი უპირატესობა გექნებათ ბევრ სხვა მოთამაშესთან შედარებით. ტურნირები დილის 11 საათზე და ნაშუადღევის 15 საათზე იწყება, რაც „ღამურებისთვის” არცთუ ისე მოსახერხებელია. დილის 11 საათზე შეჯიბრების გამოძინებული, საღი გონებით დაწყებას შეუძლია საოცრება მოახდინოს. თუ ასე ადრე ადგომას არა ხართ მიჩვეული, მაშინ ახლავე დაიწყეთ ადრე დაწოლაკარტის დაყრა, გათამაშებიდან გასვლა და ადრე ადგომა, რათა ღონისძიებების დაწყების დღეს მომზადებული შეხვდეთ. საკმარისი ძილი ტურნირში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი მიზეზია. როცა მთელი დღე უძილობას არ ებრძვით, თამაშზეც უფრო კონცენტრირებული ხართ და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაც გიიოლდებათ. ბევრჯერ მინახავს, როგორ იცვლება მოთამაშე, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობს სადილამდე ან საღამომდე, შემდეგ კი სრულიად კარგავს კონცენტრაციას და გადაწყვეტილების მიღებაც უჭირს, და ამის ერთადერთი მიზეზი დაღლილობაა.

სადილი ვახსენე და, თქვენს თამაშზე საკვებიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს.  ერთი წელია თამაშებზე საკუთარი პროდუქტებით დავდივარ, რათა „რიოს” მძიმე და არაჯანსაღი კერძებით არ დავაზარალო საკუთარი ორგანიზმი (გაბერილ ფასებზე რომ არაფერი ვთქვათ). ჩემი საკვები მსუბუქია, მაგრამ ენერგიით დამუხტული, რათა ჩემი ტვინი სულ კონცენტრირებული დარჩეს. თუმცა, არც მანამდე მისადილია მეტისმეტად ნოყიერად კაზინოში, რადგან მსუყე საკვების მიღებას დღის მიწურულს და ამის შემდეგ თამაშის გაგრძელებას ნამდვილად შეუძლია კონცენტრაცია დაგაკარგვინოთ და დიდი ზიანი მოგაყენოთ.

დასასრულ, მოიფიქრეთ, როგორ დაისვენებთ დღის ბოლოს. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულია გრძელი და დამღლელი სატურნირო დღის შემდეგ მოდუნება. მთელი სხეული და გონებაც დაძაბულია, განსაკუთრებით, თუ იმ დღეს მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან ისეთ სიტუაციებში მოხვდით, რომელთა გამოც ადრენალინის დიდძალი მოზღვავება განიცადეთ. ამ დაძაბულობის მოსახსნელად მთელი პროცედურა შევადგინე, რომლის ერთ-ერთი ნაწილია იმ გათამაშებების ანალიზი, რომლებიც იმ დღეს განსაკუთრებით დამამახსოვრდა. დროდაუმთავრებელი კომბინაცია, რომელსაც ერთი ან ორი კარტი აკლია, რათა მომგებიან კომბინაციად გადაიქცეს. მაგალითად, K, Q, J, 10 არის სტრეიტ-დრო – სჭირდება ერთი კარტი, ტუზი ან ცხრიანი, რომ სტრეიტი გახდეს თუ არა მაქვს, ამ გათამაშებებს ვიწერ, რომ შემდეგ დავამუშაო. ამას გარდა, სახლის გზაზე მანქანაში ჩემი შერჩეული მუსიკა მაქვს ჩართული, რომელიც ტვინს პოკერზე ფიქრებისგან ასვენებს. როცა პოკერი მთლიანად დატოვებს ჩემს გონებას, უკვე შემიძლია სრულფასოვნად დავისვენო.

კარგი სატურნირო პოკერი მხოლოდ პოკერის კარგად თამაშს როდი მოითხოვს. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ მრავალი საათის და, იმედია, ტურნირის დღეების განმავლობაში თქვენი საუკეთესო თამაში შეინარჩუნოთ. ფიზიკური მზადყოფნა იმ ზეწოლისთვის, რომელსაც ტურნირი თქვენს სხეულზე მოახდენს, შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს, რომელიც განსაზღვრავს, მიაღწევთ თუ არა წარმატებას. ♠

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში